Skip to main content

გურიაში რევოლუციური მოძრაობის ნარკვევები - Очерки Революционного Движения В Гурии

 ვის არ გაუგია მიწის, თავისუფლებისა და მშრომელთა უფლებებისთვის გურიის გლეხობის სტოიკური ბრძოლის შესახებ?
    ცნობები გურიის[1] მოძრაობის შესახებ აღწევდა რუსეთამდე, რუს ერამდე, მაგრამ ისინი იძლეოდა მხოლოდ სუსტ წარმოდგენას ამ მოძრაობის ნამდვილ ბუნებაზე, მასშტაბსა და სიღრმეზე.
    მის გამორჩეულ თვისებას წარმოადგენს ქალაქის პროლეტარიატთან მჭიდრო კავშირი არა მხოლოდ პირადი - გურული ქალაქის მუშების მეშვეობით - არამედ შინაგანი - ბრძოლის და ორგანიზების ფორმის გაზიარებით. გურიის გლეხთა მოძრაობის სათავეში დასაწყისიდანვე იდგა პროლეტარიატის პარტია - სოციალ-დემოკრატიული პარტია - რომელმაც აქ იპოვა კარგად მომზადებული ნიადაგი არამხოლოდ პოლიტიკური თავისუფლების და ბრძოლის იდეის პროპაგანდისთვის, არამედ სოციალიზმის სწავლებისთვისაც.
    გურული გლეხების უზარმაზარი უმრავლესობა არაა დამოუკიდებელი მეურნე, არამედ ნახევარპროლეტარი, ან სულაც ნამდვილი პროლეტარი. მათი სამიწათმოქმედო მეურნეობა, იმ სასოფლო ურთიერთობების პირობებში, რაც წარმოიშვა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა რომ შიმშილით არ მოკვდნენ.
    ისეთი დასახლებები, როგორიცაა ხიდისთავი, ამაღლება, სურები, ჩოხატაური და სხვა საკუთარი სამუშაო ძალის უმრავლესობას გზავნიან კავკასიის სამრეწველო ცენტრებში, უმეტესად ბათუმში, ფოთში, ნოვოროსიისკში. გურულები შეადგენენ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე მრეწველობაში დასაქმებული მუშების მნიშვნელოვან ნაწილს. ბევრი მათგანი მიდის ბაქოს საწარმოებში, ასევე თბილისსა და სხვა ქალაქებში. საჭიროებამ გაფანტა ისინი მთელ რუსეთში და წაიყვანა აღმოსავლეთ აზიაშიც, სადაც მათი რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია.
    ასე რომ გურიის გლეხთა მოძრაობა გამოიწვია ღრმა სოციალურმა მიზეზებმა. მაგრამ უკეთესი ბედისთვის ბრძოლაში მდგარნი ისინი პირისპირ შეეჩეხნენ მშრომელი ხალხის უბოროტეს მტერს - თვითმპყრობელობის ბიუროკრატიას. ამ მტერთან ბრძოლამ წაიღო გურულების მთელი ყურადღება და ძალა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში.
    ამ ბრძოლაში მათი გამძლეობა და ერთსულოვნება უნდა გახდეს მაგალითი ყველა დაჩაგრულისა და გაჭირვებულისთვის და აავსოს მათი გულები უკეთეს მომავლის, სიღატაკისგან და უკანონო ჩაგვრისგან სწრაფი გათავისუფლების იმედით.
    მეორე მხრივ, გურიის მოძრაობამ მოგვცა მკაფიო მაგალითი, როგორი მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია და ეკისრება სოციალ-დემოკრატიული პარტიის დროშის ქვეშ გაერთიანებულ ქალაქის პროლეტარიატს სოფლის მშრომელების და წვრილი მეურნე გლეხების ფართო მასების განათლების და გათავისუფლების საქმეში.



[1] გურია წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს პატარა კუთხეს. მისი საზღვრებია აღმოსავლეთიდან გურია-აჭარის მთები, სამხრეთიდან იგივე ქედი და მდინარე ჩოლოქი, დასავლეთიდან შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან ნიგოითის ქედი და მდინარე რიონი. მასში ითვლება დაახლოებით 100 ათას მცხოვრებამდე, რომლებიც ცხოვრობენ ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის 25 თემში (თითოეულ თემში რამდენიმე სოფელია)


Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

როგორ მოხვდა ერეკლე II-ის ხმალი გურიაში

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, ოდიშის მთავარ კაცია II დადიანს საჩუქრად ხმალი გაუგზავნა. საჩუქრის გაგზავნის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ კაცია დადიანი ერეკლე II-ის სიმამრი იყო, მაგრამ არსებობს მეორე ვერსიაც. რუსული წყაროების ცნობით, დადიანს საკმაოდ ორჭოფული პოზიცია ეკავა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომში და ერეკლეს მხარი არ დაუჭირა და ასპინძის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ერეკლემ დადიანს ხმალი გამარჯვების ნიშნად გაუგზავნა. ასე იყო თუ ისე, 1770 წლიდან დადიანებთან ინახებოდა ფოლადის პირის მქონე (სიგრძე - 93 სმ, სიგანე - 3,5 სმ), ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი შემკული ხმალი, რომელსაც ვადასთან ახლოს პირის სიბრტყეზე ჰქონდა წარწერა „მეფემან ერეკლე დადიანს ვუძღვენი“ . ხმალი მემკვიდრეობით გადაეცემოდა დადიანებს, სანამ ის არ გახდა საკუთრება დავით დადიანისა, რომელიც იყო ოდიშის უკანასკნელი მთავარი 1840-1853 წლებში. ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ არსებობდა მაგრამ უკვე ...

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: წინათ, მეთვრამეტე საუკუნეში, გურიას ეჭირა დიდი ადგილი, ბევრად მეტი ახლანდელზედ. ახლანდელი ჩვენი გურია კი შეადგენს მხოლოდ ქუთაისის გუბერნიის ერთ მცირე - ოზურგეთის მაზრას, რომელშიაც მცხოვრებლების რიცხვი არის 100 000. გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. დიმიტრი ყიფიანი: ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა... გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქა...