Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2015

ლადო მალაზონიას გურია / Paintings of Guria by Lado Malazonia

ლადო მალაზონია ოზურგეთელი მხატვარი იყო. მას ოზურგეთისა და გურიის არაერთი ხედი და პეიზაჟი ეკუთვნის. აქ წარმოდგენილი ნახატები აღებულია ოზურგეთის სურათების გალერეის მიერ გამოცემული კატალოგიდან და გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან. ოზურგეთი / Ozurgeti დრამატული თეატრის დარბაზი „ახალი მახარაძე“ დიმიტრი გურიელის სასახლე გურიელის სასახლის გალავნის ნანგრევები და დრუჟინა ხედი დიმიტრი გურიელის სასახლიდან გურიის პროსპექტი ჭა ქალაქის შემოსასვლელში „ექადია ოციან წლებში“ ძველი ოზურგეთი ძველი თეატრი ანასეული ძველი ოზურგეთი ნასაკირალი / Nasakirali გურიის სოფლები / Villages of Guria Khvarbeti Likhauri შემოქმედი / Shemokmedi Laituri ძველი გურია ასევე იხილეთ: ანტონ გოგიაშვილის გურია

ხე-ტყით ვაჭრობა გურიაში

გურია ტყით მდიდარი მხარე იყო. ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, რომ კოლხეთში გემებისა და ნავების მშენებლობისთვის დიდძალი მასალა იშოვება, რადგან აქ დიდი ტყეები იზრდება და ზღვამდე მდინარით ჩამოიტანებაო. გაუვალი და უღრანი შავი ტყით იყო დაფარული გურიის ზღვისპირეთი, სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის ხეობები, აჭარა-გურიის ქედის მთისწინეთი. გავრცელებული იყო ბზა, მუხა, წიფელა, თხმელა, თუთა, კაკლის ხე, კოპიტი, წყავი, ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ. მამია V გურიელმა, მიიღო რა რუსეთის იმპერიის მფარველობა და დადო ფიცი, მისცა პირობა საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს, რომ თუ გურიის ტყეებში აღმოჩნდებოდა ნავებისა და გემების ასაგებად გამოსადეგი ხე-ტყის მასალა, გურიელები მასალაში ფულს არ მოითხოვდნენ და ტრანსპორტირებასაც უფასოდ უზრუნველყოფდნენ. პირობის შესრულება გურიელებს არ დასჭირვებიათ, რადგან გურიის სამთავრო გაუქმდა და უშუალოდ შეუერთდა ოზურგეთის მაზრის სახით რუსეთის იმპერიას. თუმცა ხელისუფლებას დაასწრეს ადგილობრივმა ფეოდალებმა. 1833 წელს დიუბუა დე მონპერემ შეკვეთილში ნახა 10 თურქული გემი ბათუ

რკინიგზა ოზურგეთში

ნატანები - ოზურგეთის რკინიგზა 1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობამდე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით რკინიგზა ოზურგეთთან ახლოს, 4-5 კმ.-ზე გაივლიდა, მაგრამ საბოლოოდ 20 კმ-ით შორს გაიარა. ოზურგეთში რკინიგზის შეყვანისთვის შრომობდა ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა, რომელიც 1896 წელს შემოიღეს და რომელმაც შესაბამისი პროექტი იმპერატორს წარუდგინა. ამ დროს ქალაქის თავი იყო ვინმე თავდგირიძე. პროექტით ოზურგეთი რკინიგზით ნატანებს დაუკავშირდებოდა. რკინიგზა ქალაქიდან 4-5 კმ დაშორებით გაივლიდა. ნატანებიდან რკინიგზა უნდა გაგრძელებულიყო შეკვეთილამდე და ზღვამდე. გაფართოებუიყო შეკვეთილის პორტი და რკინიგზა დაკავშირებოდა მას. პროექტის ბიუჯეტი 30 000 მანეთი იყო. მეფის მთავრობამ ამ პროექტის განსახორციელებლად ფული არ გამოჰყო. ნატანები-ოზურგეთის რკინიგზის მშენებლობის საკითხი ხელახლა დააყენა 1900 წლის

ძეგლები ოზურგეთში

ოზურგეთში ძეგლები გასაბჭოებამდე არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, არანაირი ცნობა არ მოიპოვება ამის შესახებ. ქალაქში ძეგლების აღმართვა პირველად სწორედ საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო. ძეგლების ფუნქცია იდეოლოგიური იყო. 1918 წლიდან რუსეთში ხორციელდებოდა მონუმენტური პროპაგანდის ლენინის გეგმა, რომელიც გულისხმობდა ბოლშევიკური იდეების გავრცელებას და რევოლუციის პროპაგანდას მონუმენტური ხელოვნების მეშვეობით. გეგმის თანახმად ხსნიდნენ მეფეებისა და მათი მსახურების ძეგლებს და მათ ნაცვლად ცნობილი რევოლუციონერი მოღვაწეების და მოვლენების მონუმენტებს დგამდნენ.  შესაბამისად, ოზურგეთშიც ძეგლების დანიშნულება საქალაქო სივრცეში საბჭოთა იდეოლოგიის ვიზუალიზაცია იყო. უკვე მახარაძედ ქცეულ ოზურგეთში პირველი ძეგლები 1930-იან წლებში გაჩნდა. ეს ძეგლები ახალი იდეოლოგიის სამი ცენტრალური ფიგურის ლენინის, სტალინის და მახარაძისა იყო. (მახარაძის დაყენება ლენინის და სტალინის გვერდით მისი მშობლიური მხარის ქალაქში გასაკვირი არ უნდა იყოს). მათი ძეგლები ქალაქის ბაღებში იდგა. სტალინის ძეგლი, 1937 წ. მახარაძის ძეგლ