Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2020

მახარაძის რაიონის ინფრასტრუქტურა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ინფასტრუქტურის და კომუნალური სერვისების შესახებ ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი 1977 წლის მდგომარებით 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით გზები რაიონის ტერიტორიაზე გზების საერთო სიგრძე შეადგენდა 516 კმ-ს. აქედან: სახელმწიფო მნიშვნელობის 25 კმ. (4,8%)  რესპუბლიკური მნიშვნელობის 33 კმ. (6,4%) ადგილობრივი მნიშვნელობის 458 კმ. (88,8%) გზების სიხშირე 10 ათას მცხოვრებზე 63 კმ აღემატებოდა სსრკ-ის (56,4 კმ.) და საქ. სსრ-ის მაჩვენებლებს (44,6 კმ.) ტრანსპორტი 1977 წელს დაფიქსირდა 355,6 ათასი მგზავრთგადაყვანა. მოქმედებდა 17 საქალაქო და 57 რაიონული მარშრუტი, რომლებსაც ემსახურებოდა 70 ავტობუსი. ავტობუსების მარშრუტები არ ფარავდა ზვანსა და სერს რაიონის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ხაზის საერთო სიგრძე იყო 38 კმ.  1970 წელს რაიონში ირიცხებოდა 2507 კერძო ავტომობილი, ხოლო 1977 წელს 3661  კერძო ავტომობილი. წყალმომარაგება 1977 წლისთვის ქალაქის წყალსადენის

მახარაძის რაიონის ეკონომიკა

აამ პოსტში მოცემულია მახარაძის რაიონის ზოგიერთი ეკონომიკური მონაცემი 1977 წელს 1979 წლის გამოცემის „წინადადებანი მახარაძის რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების 1978-1980 წლების კომპლექსური გეგმის პროექტისათვის“ მიხედვით ფასები ლარში მიღებულია საიტის http://www.historicalstatistics.org/Currencyconverter.html მეშვეობით შესაბამისი წლის მანეთის კონვერტირებით 2015 წლის აშშ დოლარში, ოქროს ფასის მიხედვით და შემდეგ ლარში (2015 წლის წლიური საშუალო კურსით 2.335) დასაქმების სტრუქტურა 1977 წლის მონაცემებით მახარაძის რაიონში 48,2 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 53,7%) ითვლებოდა შრომით რესურსად. დასაქმებულების განაწილება ეკონომიკის სექტორების მიხედვით იყო ასეთი:  სოფლის მეურნეობა 54,8% მრეწველობა 11,5% განათლება/კულტურა/ხელოვნება/მეცნიერება 8,0% ჯანდაცვა და სპორტი 4,8% მშენებლობა 3,2% ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 3,1% საყოფაცხოვრებო მომსახურება 2,5% შინამეურნეობები 2,25% საბინაო კომუნალური მომსახურება 1,9% ვაჭრობა და საზ. კვება 1,3% მართვა/დაზღვევა /საკრედიტო მოსმახურება  1,2% სხვა 0,6% რაიონ