Skip to main content

Posts

Showing posts with the label სკოლა

ფრანგთა ეკლესია ოზურგეთში

კათოლიკე მისიონერები გურიაში კათოლიკეებთან კავშირი პირველად დაამყარა გურიის მთავარმა, მამია II გურიელმა, რომელსაც კათოლიკე მისიონერები ლუდოვიკე გრანჯერიო და სტეფან ვიო დხმარებას უწევდნენ 1614 წლის 13 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიასთან ზავის დადებაში. გურიელმა კათოლიკეები ბაილეთში მიიღო, 15 დღის განმავლობაში უმასპინძლა, მათთან ერთად შეხვდა შობას და სთხოვდა მისიონერების გამოგზავნას გურიაში. მისიონერები გურიაში ოცი წლის შემდეგ,  1634 წელს, გამოჩნდნენ. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე I მაჭუტაძემ სამეგრელოში გაიცნო  თეატინელთა მისიის წარმომადგენლები   არქანჯელო ლამბერტი და იოსეფ ჯუდიჩი. მაქსიმე 1633 წლის ოქტომბერში გორში, როსტომ მეფის და მარიამ დადიანის ქორწილში შეხვდა პატრ პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მას გურიაში მისიონერების გაგზავნა. ასე ჩავიდნენ გურიაში  კრისტოფორო კასტელი,  ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო. გურიაში კათოლიკე მისიონერებს ყოველგვარ შემწეობას უწევდა გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი მალაქია გურიელი. მალაქიამ...

გურიის სკოლების ძველი ფოტოები / Schools of Guria in old Photos

ოზურგეთის სამაზრო სკოლა Ozurgeti uyezd school Ekadia parish school Gurianta Jumati  სილაურის რვაწლიანი სკოლა / Silauri Tkhinvali  კვირიკეთის რვაწლიანი სკოლა / Kviriketi მთისპირის რვაწლიანი სკოლა / Mtispiri მეორე საშუალო სკოლა 1946-47 წლებში მეორე საშუალო სკოლა 1950-იანი წლების ბოლოს / #2 Public School of Ozurgeti დვაბზუს რვაწლიანი სკოლის მშენებლობა / construction of Dvabzu school ინჟინერი მერი ცხომელიძე სკოლის მშენებლობაზე / Engineer Meri Tskhomelidze during construction of public school მერი ცხომელიძე / Meri Tskhomelidze, 1959 Dvabzu School, 1959 დვაბზუს რვაწლიანი სკოლა, 1959 / Dvabzu school 1959

გურიის სკოლების ისტორია

სასულიერო-სამრევლო სასწავლებელი სამაზრო (საქალაქო) სასწავლებელი ოზურგეთში სამაზრო სასწავლებელი ოფიციალურად გაიხსნა 1850 წლის 21 თებერვალს. სასწავლებელი მოთავსებული იყო ოზურგეთის სამხედრო სკოლისათვის ახლადაგებულ შენობაში. სასწავლებლის გახსნის ინიციატორი, მმართველი და მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი იყო თავადი ივანე გიორგის ძე ნაკაშიძე, მგალობელ მელქისედეკ ნაკაშიძის ძმა.    1860 წელს წერს ბარონი ნიკოლოზი, რომელსაც დაუთვალიერებია ქუთაისის გუბერნიის სკოლები მეფისნაცვლისადმი მოხსენებაში წერდა: „ოზურგეთის ორწლიანმა სასწავლებელმა ყურადღება მიიქცია თავისი მრავალრიცხოვანი 150 მოსწავლით“. 1863 წელს სასწავლებელი გადაკე...