Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2015

1924 წლის აჯანყება გურიაში

1921-1924 წლების გამოსვლები       1922 წლის 11 თებერვალს ანტისაბჭოთა სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყო მოსწავლე ახალგაზრდობამ სხვადასხვა ქალაქეbში, მათ შორის ოზურგეთში, ლანჩხუთში, ნატანებში      1922 წლის 24 მაისს ანტისაბჭოთა მიტინგი გაიმართა სუფsის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. მოხდა შეტაკება მილიციას და მომიტინგეებს შორის. მოკლეს ერთი მომიტინგე (გიორგი გუჯაბიძე) დაჭრეს 4, ნაწილი დააპატიმრეს.      1922 წლის 26 მაისს ნატანების რაიონის სოფელ კონჭკათში გაიმართა მიტინგი. მისი დარბევა სცადა ადგილობრივმა მილიციამ და კომკავშირელთა რაზმმა. ატყდა ორმხრივი სროლა. მომიტინგეთა მხარეს მოკლეს მალაზონია, ხელისუფლების მხარეს მოკლეს ი. ღლონტი და დაიჭრა ორი ადამიანი.      მიტინგი ჩატარდა ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში. სოფელ შუხუთში დაარბიეს მიტინგი, სადაც ერთი ქალი დაიჭრა, მომიტინგეების უმრავლესობა დააპატიმრეს და საქართველოს ეროვნული დროშები ჩამოართვეს.  სოფელ ჩიბათში მომიტინგეებმა დამრბევ რაზმს უპასუხეს სროლით და ქვებით. დაიჭირეს 150 მომიტინგე,  ჩოხატაურის რაიონში მიტინგი არ ჩატარებულა. ნაგომრის რაიონში მიტინ

„გურიაში“, ნინო ნაკაშიძე, 1952

ნაწყვეტები ნინო ნაკაშიძის მოგონებებიდან „გურიაში“, რომელიც ხელნაწერის სახით  დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში *** მოთმინება არ მყოფნიდა, არ მენახა ჩემი სათაყვანებელი ქალაქი, ყველაზე უწინ გავემართე ქალაქის ბაღის სანახავად. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბაღთან იყო დაკავშირებული. მიყვარდა ლამაზი, ფართოფოთლებიანი, დიდრონი ჭადრები, მაღალი წიფლები, ასკილის ბუჩქები, თუთის ხეები, რცხილებიცა, აქ იყო მსუბუქი შენობა როტონდა, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარულები წარმოდგენებს მართავდნენ. ციხე ისევ იდგა და გადაჰყურებდა ქალაქს.  მისი გვერდები აღარ იყო სუროთი შეფენილი. ციხეში ცხოვრობდნენ წითელარმიელები. ბაღის ქვემოთ აღარ იდგა ის ორი ეკლესია ქართული და რუსული. იმათ ადგილას ხარობდა ციტრუსოვანი ლამაზი ბაღი მანდარინისა და მაგნოლიის ხეებით დამშვენებული. შიგა და შიგ ბაღში ჩადგმული იყო ხის ზურგიანი სკამები მოსეირნეთა დასასვენებლად. აღარ იყო ის ფარდულიც, სადაც ერთ დროს აბრეშუმის ჭია ჰყავდათ დასმული. ვის ჰყავდა არ ვიცი, მაგრამ მიხაკო ახალაძე რომ უვლიდა და ჩვენ, სკოლის ბავშვები, ვეხმარებოდით თუთის ფოთლების დ

პრესა გურიის რესპუბლიკის შესახებ

ცნობის ფურცელი, N 2793, 10 თებერვალი, კავკასიის უმაღლესი მთავრობა გურიაში ჰგზავნის ისეთ კაცს, რომელიც ამ კუთხის ცხოვრებას იცნობს. გაგზავნილმა უნდა გამოირკვიოს ეკონომიკური მდგომარეობა მცხოვრებთა და შეიმუშაოს ზომები იმათ კეთილდღეობის მოსაწყობად. სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. ამბობენ, ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, ოზურგეთში შესვლა საშიშიაო. ხმა დადის, ოზურგეთის მაზრის მთელი პოლიცია სამსახურს თავს ანებებსო. უკვე წასულა სამსახურიდან სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს ბოქაულის კვაშალის სახლს ბერდანები დაუშინეს. ესროლეს 35 ტყვია. არავინ მომკვდარა და არც დაჭრილა. როგორც გვატყობინებენ ოზურგეთში ორი დარაჯი მოუკლავთ. მკვლელებს ბერდანას თოფები აუღიათ და დამალულან.  მოგზაური, N5, 13 თებერვალი ხალხი გათვითცნობიერდა, ძალიან ეტანებიან გაზეთებს და ჭკუის სასწავლო წიგნების კითხვას, ვინც კითხვა არ იცის, სხვას ეხვეწება, წამიკითხეო მკვლელობა და ცარცვა-გლეჯა საშინლათ გახშირდა, ისეთი დღე და ღამე იშვიათი იყო, რომ ვინმე