ტროლეიბუსის იდეა 1880 წელს ვილჰელმ ფონ სიმენსმა ინგლისურ ჟურნალში აღწერა, ხოლო 1882 წლის 29 აპრილს მისმა ძმამ, ვერნერ ფონ სიმენსმა ბერლინში განახორციელა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობად ტროლეიბუსი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისიდან იქცა. საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ელექტროტრანსპორტის მხრივ. საქართველოს 12 ქალაქში მოძრაობდა ტროლეიბუსი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, სომხეთში ტროლეიბუსი იყო 2 ქალაქში, აზერბაიჯანში - 5 ქალაქში, ბელორუსიაში - 7 ქალაქში. ოზურგეთში ტროლეიბუსის ხაზის მოწყობის იდეა 1960-იანი წლებიდან გაჩნდა. გასაყვანად მუშაობა 1978 წლიდან დაიწყო. გაფართოვდა 1905 წლის ქუჩა 3-4 მეტრით, ამისთვის დაიხურა სანიაღვრე არხები ქუჩის გასწვრივ. მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. დაიდგა განათების ახალი ბოძები, რომლებიც გამოყენებული იქნა ტროლეიბუსების ხაზისთვის. არსებობდა იდეა, რომ ამ ქუჩის ყველა ჭიშკარი ყოფილიყო სტანდარტული, სიმეტრიული მარტივი კონსტრუქციის, მაგრამ ეს იდეა არ განხორ...