ეს პოსტი ეხება ოზურგეთში დაბადებულ მიხეილ თუმანიშვილს , რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი, 1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986). 1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...
1444 წელს ბურგუნდიელებმა სცადეს ბათუმის აღება და გაძარცვა. ეს მოხდა 1443-1444 წლების ე.წ. ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. XV საუკუნეში, უნგრეთ-ოსმალეთის ომების დროს უნგრეთი ცდილობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას. უნგრეთმა და ბიზანტიის იმპერიამ დახმარება სთხოვეს ბურგუნდიის საჰერცოგოს. ბურგუნდიის ფლოტი უნდა შესულიყო შავ ზღვაში და მხარი დაეჭირა ბალკანეთში მებრძოლი ჯვაროსნებისთვის. ბურგუნდია დათანხმდა თავისი ფლოტის, 7 დიდი და ერთი პატარა კატარღის გაგზავნას. ფლოტის თანადამფინანსებელი უნდა ყოფილიყო რომის პაპი. ფლოტის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი დე ვავრენი. 1444 წლის პოლიტიკური საზღვრები oldmapsonline მიხედვით კ ონსტანტინოპოლში დე ვავრენმა ბურგუნდიელ რაინდ ჟოფრუა დე ტუაზის დაავალა სამი კატარღით ემოძრავა შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში ტრაპიზონის იმპერიამდე. დანარჩენ ფლოტს ის უნდა შეერთებოდა ფეოდოსიაში, რომელიც მაშინ გენუის რესპუბლიკის კოლონია იყო. ჟოფრუა დე ტუაზის გერბი დე ტუაზ...