Skip to main content

Posts

Showing posts with the label იუსტიციის სახლი

ოზურგეთის აბანოს ნაშთები

ქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მაგრამ აბანოების ამ ადგილას არსებობის შესახებ მანამდეც ცნობილი იყო. 1812-14 წლებში ქალაქის ცენტრში, დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მამია V გურიელმა გურიელთა ნასახლარზე, ძველი გალავნის შიგნით ახალი სასახლე ააგო . მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში ( დვაბზუს საზოგადოება ) ცხოვრობდა. მანვე, სავარაუდოდ, სასახლის მახლობლად ააშენა ან განაახლა უკვე არსებული აბანო. აბანო ჯერჯერობით ზუსტად დათარიღებული არ არის. არქეოლოგებმა ის სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნეს, თუმცა აბანოს შენობის სტრუქტურა (ანფილადური განლაგება) არ  ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა, XVII საუკუნის აბანოებს და ჰგავს გვიანი ანტიკური პერიოდისა (I-II სს) და ადრეფეოდალური ხანის (V-VI სს) აბანოებს. ამიტომ აბანოების ნაშთებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ამ ნანგრევების ახალმა დათარიღებამ, შესაძლოა, გადაწეროს ოზურგეთის ისტორია. გურიელის სიკვდილისა და გურიის რუსე...

ოზურგეთის სიღნაღიზაცია

ვინც ოზურგეთის საქალაქო ცხოვრებაში ასე თუ ისე ჩახდეულია, იცის:  ოზურგეთის ცენტრში სამშენებლო სამუშაოებია. გამოცხადდა, რომ განახლდება ქალაქის ცენტრი, მოედანი თეატრის წინ, რკინიგზის სადგური და მათი გამაერთიანებელი ჭავჭავაძის ქუჩა.  რაკიღა ამ პროცესს არავინ შეწინააღმდეგებია, ვალდებულად ვთვლი ორიოდ სიტყვა ვთქვა, რა და რატომ არ მომწონს. ჯერ პროცედურული ნაწილი პროცესი გაუმჭვირვალეა. პროექტებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. საჯარო გახდა უკვე შედგენილი პროექტები და ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ უკვე არსებული პროექტის შესრულებაზე. თუმცა პროექტიც ხმამაღალი ნათქვამია - რეალურად ესაა მხოლოდ მოდელები და მაკეტები, სადაც არც ფონი ჩანს, არც ბუნება, არც სხვა შენობები, არც ქალაქის ურბანული თავისებურებები. ყოფილი ფოსტის შენობა ჭადრების ბაღში   ეს მოდელები კი შეადგინა იმ ჯგუფმა, ვინ თბილისში აღმაშენებლის გამზირისა და კალაუბნის სარებილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ამ მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ოზურგეთში ისეთივე გაპრიალებული კინოს დეკორაციები უნდა მივიღოთ, როგორც თბილ...