Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

ოზურგეთის მაზრის ეკონომიკა

აქ თავმოყრილია რამდენიმე მონაცემი გურიაში XIX საუკუნეში არსებული წარმოების და ვაჭრობის მოცულობის, საქონლისა და მომსახურებების ფასების შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ადგილობრივი ეკონომიკას სრულყოფილად ვერ ასახავს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას მაინც იძლევა. მონაცემების უმრავლესობა აღებულია თედო სახოკიას და დიმიტრი ბაქრაძის ცნობებიდან, ყოველწლიური Кавказский календарь-ის გამოცემებიდან, XIX საუკუნის პრესიდან . სოფლის მეურნეობა რუსეთის მიერ გურიის სამთავროს ანექსიამდე მოსახლეობა მხოლოდ სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1820-იან წლებში მამია V გურიელი ჯერ მხოლოდ იწყებდა მცდელობებს გურიაში ვაჭრობისა და მანუფაქტურის განვითარებისთვის. ჟაკ ფრანსუა გამბა , რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, გვაწვდის ცნობას, რომ გურიაში იმ დროისთვის მისდევდნენ მევენახეობას , მოჰყავდათ სიმინდი , ფეტვი და თამბაქო, დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ცვილსა და თაფლს. გამბას მიხედვით გურიაში ასევე აწარმოებდნენ ბამბასა და აბრეშუმს , თუმცა ისეთი მცირე რაოდენობით, რომ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ადგ

ბახმაროს სახლის წარწერები

მე, თედორე ანთაძე ვიყავი ამ სახლში 1915 და დავამტკიცე ბახმარო დიდ დაჩად. 26 ივნისი 1916 წლის ივლისი ვასია თალაკავაძე ამ სახლში იდგა ეთერი ყაჭიეშვილი თავის ძმობილებით 1922 თამარა სიმაშვილი, ანიჩქა ანთიძე, ზინა სამსონიძე, ალიოშა თალაკვაძე წავედით 17 ოტომბერს 1925 კოტე, ნინა თალაკვაძე 1928 სულიკო ხმელიძე 1931 აგვისტო ამირან და სოსო ცინცაძე, 1937 10.VII-14.VIII ეს არის სახლის პატრონი თალაკვაძე შოთა სიმონის ძე ავაშენეთ ეგ სახლი ხელახლა ტიტიკო ინწკირველი დამხმარე მუშები გიორგი ინწკირველი და მანასე ბერაძე კოკო 1958 ვერიკო და თამრიკო თალაკვაძეები და აზიკო კერესელიძე 1961-1962 წწ. ჩამოვედით 1972 წელს 16 ივლისს ქეთინო ღლონტი, ნანი ღლონტი, ვერიკო თალაკვაძე მედიკო, ქეთინო, ლუკა ღლონტები, ვერიკო თალაკვაძე, თემური ვანიძე 1973 8 აგვისტო აქ ისვენებდა ჯუმბერი ჯიჯიეშვილი 1975 ნათია, დოდო 1989 1999 გიგი, თიკო, ვერიკო, კოტე 2015 გიგი, ნათია, კონსტანტინე

ხუნდაძის ბაღი

ქალაქ ოზურგეთის მერია აპირებს აუქციონზე გაყიდოს სერის უბანში, ნინოშვილის ქუჩაზე ხუნდაძის ბაღის ყოფილი ტერიტორიის ნაწილი. ამ პოსტში მოკლედ დავწერ, ვინ იყო ვასილ ხუნდაძე, რა მნიშვნელობა აქვს სერის უბანს ოზურგეთისთვის და რატომ არ უნდა გაიყიდოს მიწის ეს ნაკვეთი ვასილ ხუნდაძე ქალაქის თავი (მერი) იყო 1900-04 წლებში. პროვიზორი და აფთიაქის მესაკუთრე ხუნდაძე ქალაქის თვითმმართველობაში არჩევამდეც აქტიური მოქალაქეობით გამოირჩეოდა და 1893 წელს კოწია თავართქილაძესთან და იაგორ თაყაიშვილთან ერთად დააარსა ამხანაგობა „შუამავალი“ , რომელიც გურიაში მეაბრეშუმეობის განვითარებით იყო დაკავებული. 1900 წლის 20 მარტის არჩევნებში ის ქალაქის საბჭოს ხმოსნად აირჩიეს და შემდეგ ქალაქის თავიც გახდა. 1906 წლის იანვარში, გურიის რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, უკვე  ქალაქის ყოფილი თავი ვასილ ხუნდაძე სხვა ორ პიროვნებასთან ერთად იყო გაგზავნილი პოლკოვნიკ კრილოვთან მოსალაპარაკებლად, რათა ოზურგეთი გადაწვას გადაერჩინათ . მაგრამ ხუნდაძის გვარი ჩვენს მეხსიერებას სერის უბანში მის მიერ გაშენებული ბაღის გამო შემორჩა. სერი

ბათუმი 1887 წელს

ბერლინის საზავო ხელშეკრულებით ბათუმის, როგორც თავისუფალი პორტის რუსეთისთვის დათმობამ ხალხის გაოცება გამოიწვია. ეს იყო ლორდ ბეკონზფილდის პოლიტიკის ტრიუმფი! ცნობისმოყვარეობამ და ამ ადგილის ნახვის სურვილმა წაგვიყვანა ჩვენ ფეოდოსიიდან თითქმის 300 მილის სამხრეთით. გავემგზავრეთ „პუშკინით“, ახალი, ჩინებული, მარმარილოს სალონებითა და მშვენიერი კაბინებით აღჭურვილი ხომალდით, რომელიც აგებული იყო ნიუკასლში რუსული კომპანიისთვის. ფეოდოსია დილით 7:30 ზე დავტოვეთ და ჩავედით დანიშნულების ადგილას შემდეგ დღეს. შავი ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზღვაში შეჭრილ დაბლობზე, რომელიც, სავარაუდოდ, ფორმირებულია რამდენიმე მილით სამხრეთით ზღვაში ჩამდინარე ჭოროხის მიერ, არის პატარა დასახლება ბათუმი. ეს ველი გადაჭიმულია ერთი მილის სიგრძეზე ჩრდილო-აღმოსავლეთით გორაკების ძირებამდე. ის მოულოდნელად წყდება და ყურე აღმოსავლეთით კლდეებამდე იჭრება მასში. ადგილი ზღვით მარტივი მისადგომია, წყალი ღრმაა სანაპიროსთან. დიდ გემებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეუძლიათ ამ ყურეში შესვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შ