Skip to main content

Posts

Showing posts with the label კასტელი

კასტელის ჩანახატები გურიაზე / Paintings of Guria by Cristoforo De Castelli

დონ კრისტოფორო დე კასტელი, იტალიელი მისიონერი გენუადან. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს. 1634 წელს ჩამოვიდა გურიაში შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა გურიიდან. გურიის სოფელი პოსკავეთი / village in Guria მთავარ გურიელის წინაშე ასამართლებენ კასტელს / De Castelli trial in front of Gurieli მამია II გურიელი / Mamia II Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli სიმონ II გურიელი  / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli მხატვარი ქალი როდია მიქელაძე / Rodia Mikeladze პოეტი ქალი ვიომინჯა ბერიძე / Viominga Beridze მალაქია გურიელი, გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი / Malakia Gurieli, Patriarch of western Georgia ჩონგურზე დამკვრელი გურიის სოფელ ზჯეტში / chonguri player in guria ...

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც დღეს სოფლის სახით აღარ გვხვდება. ზოგიერთი ტოპონიმი გამქრალია, ზოგიერთი კი შეერწყა სხვა სოფელს ბუხულვაური ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლეფის, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედიოდა ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში. თარმოწამე, მთავარმოწამე მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.   ნაურმევი   მდებარეობდა ბაილეთის ახლოს, ნაურმევში შედგა ჯუმათის, სილაურის და ახალსოფლის გლეხობის შეკრება ბაილეთში...