Skip to main content

Posts

Showing posts from 2019

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გურიაში

ქვემოთ მოცემულია გურიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სია და რუკა. სიასა და რუკაში ასახულია მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ სტატუსი მინიჭებული, ამიტომ აქ არაა ისეთი ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფოსგან შესაბამისი სტატუსი მინიჭებული არ აქვს, ესენია:  დიმიტრი გურიელის სასახლე და გურიელების აბანო ოზურგეთში, ნაკაშიძეების მარანი ზედუბანში, ქვასაწნახელები გონებისკარში, ბერძნისწყარო, წმინდა გიორგის ეკლესია ზემო აკეთში, ძლევისკარის ეკლესია ცხემლისხიდში. ყველა ძეგლს ფრჩხილებში მიწერილი აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც აღრიცხულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. კულტურის ძეგლები, რომლებიც შედიან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში: აჭის ეკლესია (9025) გორაბერეჟოულის კომპლექსი: ბაღი და სასახლე (10763, 17431) ერკეთის ეკლესია (10785) ლიხაურის კომპლექსი: ეკლესია და სამრეკლო და გალავანი (9981, 9029, 9983, 17347) შემოქმედის კომპლექსი: მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ეკლესია „ზარზმა“, სამრეკლო, გამო

ჯონ ტელფერი გურიის შესახებ 1876

ჯონ ტელფერი (1831-1907) იყო ბრიტანელი სამხედრი პირი და მოგზაური, რომელიც თავის წიგნში „ყირიმი და ტრანსკავკასია“ (1876) აღწერს გურიას. შემოქმედის საკათედრო ტაძარი, ტელფერის ნახატი დილის 2 საათზე, როდესაც ოზურგეთიდან გავედით ბნელოდა და ცაზე დასვლეთიდან მომავალი შავი ღრუბლები გროვდებოდა. ასე ადრე გასვლა აუცილებელი იყო, რათა სამტრედიაში დავხვედროდით ფოთი-თბილისის მატარებელს. ჩვენი ცხენები დასვენებულები იყვნენ და დაცარიელებულ ქუჩებში ექოდ ისმოდა მათი ჩლიქების ხმა, პატარა ქალაქი მალე დავტოვეთ და ეზოებიდან ძაღლების ველური ყეფა გვაცილებდა. ნატანების გადაკვეთის შემდეგ ავედით ნასაკირალის უღელტეხილზე, რომლის ქვემოთ, დაბლობზე მდებარეობს ბახვი და სუფსის შენაკადების გადალახვის შემდეგ შევჩერდით ნაგომარში, რათა ცხენები გამოგვეცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს აქ დიდი ბაზრობა იმართება , სადაც, შეიძლება ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობა იკრიბება, ხალხი ყველა მხრიდან ჩამოდის რათა მოიმარაგოს მთელი წლის სამყოფი ნივთები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საქონელი და ა.შ. რადგან გურიაში ვაჭრები არ არიან

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ უდაბნოს მონასტერი, ამაღლება სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი . გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. უდაბნოს მონასტერი  ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს. კეცის გამოსატანი ქვაბული  ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი თავად ნაკაშიძეებს , რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი ხელოვნური გამოქვაბული. გამოქვაბული გამოიყენებოდა ღვინის მარ

თბოელექტროსადგური სოფელ მერიაში

1960-იანი წლების დასაწყისში მახარაძის რაიონის სოფელ მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სამხედრო აეროდრომი გამოიყენებოდა აგრეთვე სამოქალაქო მიზნით, სრულდებოდა ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1964 წლიდან ის კვლავ მხოლოდ სამხედრო ფუნქციით განაგრძობდა არსებობას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მაშინ, როდესაც გურიიდან ჯერ კიდევ გაჰქონდათ რუსეთში ციტრუსი, ჩაი და სხვა პროდუქცია, გაჩნდა იდეა მერიის აეროდრომის სამოქალაქო მიზნებით გამოყენებისა და 1995 წლის 21 მაისს შესრულდა კიდეც რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. რამდენიმე რეისის შემდეგ ეს წამოწყება მალევე ჩავარდა. ასაფრენი ბილიკის ბეტონის ფილები ბათუმში გზების მოსაწყობად იქნა გამოყენებული. ე.წ. გოროდოკის ნანგრევები 2000-იან წლებში მერიის აეროდრომის ტერიტორიაზე თბოიელექტროსადგური უნდა აშენებულიყო. არ ვიცი, ეს რეალური გეგმა იყო თუ მაშინდელი კორუმპირებული პოლიტიკური ელიტის მაქინაციის ნაწილი, მაგრამ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2000 წლის 3 აპრილს დამტკიცებული ბრძანება , რ

მაქსიმე ერისთავი

1819-1820 წლებში დასავლეთ საქართველოში მოხდა ანტირუსული აჯანყება, რომელიც იმერეთის აჯანყების სახელითაა ცნობილი, მაგრამ რეალურად მასში იმერეთის სამეფოს გარდა, გურიის სამთავროს მოსახლეობაც მონაწილეობდა. აჯანყების დროს გურიაში გაიმართა ბრძოლები, დაინგრა შემოქმედის ციხე, იოთამ ბოლქვაძემ მოკლა პოლკოვნიკი პუზირევსკი, აჯაყნებულების ნაწილი დააპატიმრეს, სხვებმა კი ოსმალეთს შეაფარეს თავი. აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა იეროდიაკონი  მაქსიმე ერისთავი , წარმოშობით თავადი. ერისთავი დაიბადა სოფელ ბირკნალში და აჯანყებამდე მსახურობდა გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. გურიის უდაბნო 1820 წელს, აჯანყების დამარცხების შემდეგ, ერისთავმა თავი შეაფარა ოსმალეთს და იქ დაჰყო 1830 წლამდე. 1830 წელს ერისთავი დაბრუნდა გურიაში, სადაც უკვე რუსული სამხედრო მმართველობა იყო. 1833 წელს ერისთავი დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში, რადგან არ მოინანია აჯანყებაში მონაწილეობა. 1837 წელს ერისთავმა იმპერატორ ალექსანდრე პირველს სთხოვა გურიის რომელიმე მონასტერში გადაყვანა. გენერალ გოლოვინის წერილი

ღომი

XX საუკუნემდე გურიაში გავრცელებული ერთ-ერთი ტრადიციული კულტურა იყო ღომი. ღომი (Setaria italica) მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული, ამას ხელს უწყობდა აქაური ჰავა, ნალექები და სხვა ფაქტორები. ღომი არის ერთწლიანი, თავთავიანი მცენარე. მას აქვს სწორი, მწვანე 1.5-2 მ. სიმაღლის ღერო. მწიფობის პერიოდში ღერო იტვირთება, იტოტება და იკეთებს მსხვილ მუხლს. თავთავი ივსება წვრილი მარცვლებით. მარცვლების ზომა ფეტვის მარცვალზე ოდნავ დიდია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ღომის დანახშირებული მარცვლები თარიღდება ძვ. წ. II-I საუკუნეებით. ღომი საქართველოში XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოჰყავდათ. კულტურულ ღომს, მისი სარეველა სახეობისგან განსხვავებით სჭირდებოდა გაცეხვა, მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი მარცვლის მოშორება თავთავიდან. საცეხვავი მოწყობილობები იყო ჩამური, საბეგველი და სხვ. არსებობდა ხელის, ფეხის და წყლის ჩამური. ღომს ცეხვავდნენ ინდივიდუალურად, ან ნადის დახმარებით გაცეხვილ ღომს ინახავდნენ ნალიაში (შემდგომ ნალია ჩაანაცვლა სა

გურიელები გურიის საზღვრების შესახებ

მამია V და ქაიხოსრო გურიელები აღწერენ გურიის სამთავროს ისტორიულ საზღვრებს პავლე ციციანოვის - საქართველოში რუსეთის მთავარსადლისადმი  მიწერილ წერილში გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახე ზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწევნი

მამია V გურიელის პირობები რუსეთის იმპერიას

მამია V გურიელის წერილი (16 მარტი, 1810) ალექსანდრ ტორმასოვს, საქართველოს მთავარმართებელს, რომელშიც გურიელი აყალიბებს იმ პირობებს, რომელთა დაცვასაც ითხოვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის აღიარების სანაცვლოდ. წერილიდან მალევე გურიის სამთავრო აღიარებს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობას, რუსეთის იმპერია მამიას სიკვდილისთანავე არღვევს პირობებს და აუქმებს სამთავროს I ვინადგან მივანდვენ თავნი ჩემნი ტახტსა უდიდებულესსა დიდისა რუსეთისასა და ვაჩვენე ერთგულება ყოვლით ჩემით სამფლობელოთი აღებასა ზედა ფოთის ციხისასა და არა ვრიდე სისხლსა ჩემსა დათხევად უკუნ-ქცევისათვის ტრაპიზონის სარასქრის შერიფ-ფაშისა და ყოვლის ძალით დავემონე ტახტსა რუსეთისასა საუკუნოდ, ამისთვის ითხოვს დიდი თავადი გურიელი მამია, რათა არა მიეღოს მას და საუკუნოდ მონათესავესა მისსა მთავრობა გურიისა, და ერნიცა მისნი ითხოვენ საზოგადოდ რათა არა მიეტაცოსთ მათ თვისი მემკვიდრე მთავარი და არა იქმნან ყოველთა მცნობლეთაგან დაწუნებულ და მეზობელთაგან საზიზღარ II მე მიმნდობელი თავისა ჩემისა ყოვლის ღონის-ძიებით შუა-მდგომელობითა და მის-მიერ წი

ახალციხის ფაშა მოკავშირეობას სთხოვს გურიელს

ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილი 1813 წლის 10 ნოემბერს წერილით სთხოვს მამია V გურიელს მოკავშირეობას. მამია გურიელს ამ დროს უკვე დადებული აქვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის ფიცი ყოვლად ამაღლებული და დიდებით სავსე, ცათა სწორი ხელმწიფებთ ხელმწიფისაგან სამართლად პატივცემული, ჩილდირისა, ახალციხისა და მისი ალეიათის მპყრობელი, ბათუმისა და ზღვის კიდეთა სხვათა და სხვათა უფლებათა მქონებელი, დიდებული და ბედნიერი ვეზირი სამ-თუღიანი სელიმ-ფაშა მოგახსენებთ ჩემს საყვარელს და უერთგულესს შვილს მამია გურიელს დიაღ სიყვარულით მოკითხვას მოგახსენებთ მერმეთ, ჩემო საყვარელო შვილო მეფე სოლომონი ჩემ ძმა საზინადარ-ოღლი სულეიმან-ფაშასთან მოსულა და ამიტომ მოგახსენებთ ამ წერილითა, რომ თუ ჩემი მამა-შვილობა გაქვს და ჩემგან არ გაგივლია, მეფე სოლომანს ნახამ და სულეიმან-ფაშასაც შეეყრები და მათ საქმესა და სამსახურზედ მუყაითი გაუხდები, რომ ჰამ ხემწიფის სამსახურია და ჰამ ჩვენი მოყვრობა და მამაშვილობა ამ საქმით გამოცხადდება და ღვთით ჩემი ხელმწიფის წყალობაც შენზედ იქმნება და ჩემიც უკეთესი ერთგული საყვარელი იქმნე

იმერეთის მეფე გურიელს უმტკიცებს საჯავახოს

იმერეთის მეფე დავით II 1787 წელს სიგელით უმტკიცებს ვახტანგ III გურიელს , გურიის სამთავროს ტახტის მემკვიდრეს საჯავახოს მხარეს , რომელიც წარმოადგენდა დავის საგანს გურიის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. წყალობითა მღუთისათა, ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა მპყრობელმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან მის-ძემან სახელ-განთქმულის მეფის გიორგისამან, მეფეთ-მეფემან დავით და თანამეცხედრემან ჩვენმან ორბელიანის ასულმან დედოფალმან ანნა, ესე წყალობის წიგნი, სამკვიდრო და საბოლოოთ გასათავებელი, დროთა და ჟამთა მიზეზ შემოუღებელი, მოგეცით შენ ჩვენს დის-წულს გურიელის-შვილს ვახტანგს ასე და ამა მიზეზისათვის რომ საჯავახო პირველად ბიძა-თქვენს და მამა-თქვენს ჰქონებოდათ და რომლისამე მიზეზისათვის ჩვენს ძმას ბატონს მეფე სოლომონს მძლავრებით წაეღოთ, მერმეთ ბატონს ჩვენს ძმას მეფე სოლომონსა და თქვენს შუა მშვიდობა მომხდარ-იყო და შენი თავი მამა თქვენს მეფე სოლომონისათვის მიერთმია და სიყრმითგან მისი მოწყალებითა და სიყვარულით აღზრდილ იყავი; ისიც ამ წყალობას გიპირებდა, მაგრამ უჟამოს სიკვდილისაგან აღარ დასცალ

ვახტანგ გურიელი ითხოვს რუსეთის ქვეშევრდომობას

ვახტანგ III გურიელის, გურიის გადაყენებული მთავრის, წერილები პავლე ციციანოვს, რუსეთის იმპერიის მთავარსარდალს საქართველოში, მიწერილი 1804 წელს, რომლებითაც ვახტანგი ციციანოვს უმტკიცებს რუსეთის ერთგულებას და ითხოვს იმპერატორის მხარდაჭერას ოდეს მათის უდიდებულესობისა ეკატერინა ხელმწიფაისა მიერ წარმოგზავნილი ჯარი ჩვენს ქვეყნებში იყო და ქუთაისის ციხე აიღეს, მას ჟამსა იმერეთი, ოდიში და გურია ოსმალთ მონებისაგან გამოხსნილ იქმნა და მამა ჩემი მისის უდიდებულესობის საერთგულოდ დააფიცეს და მისის მოწყალებითა და საფარველით ვსცხოვრებდით და მათი ნიშანი მამა ჩემს ქონდა და მეც მაქვს ხრმალი და ბეჭედი და მათის უდიდებულესობის წერილი წელიწადში ორი, სამი მოგვივიდოდა, მას მერმეთ ჩვენ არას ხელმწიფის ხელშიდ არა ვყოფილვართ ისე თავისუფლად ვიყვენით და მრავალ-ჯერ ვეცადენით რომ მისს უდიდებულესობის კარზედ ვხლებოდით და ჩვენი შეწუხება გამოგვეცხადებინა, მაგრამ გზა ვერ ვიშოვნეთ. აწ რადგან ღმერთმა ინება ამ ქვეყნებში მათის უდიდებულესობის ძალი ცხადი იქმნა ჩვენც გევედრებით თქვენი შეწევნა და მოწყალება ჩვენზედ იყოს. ღმერთს ვიმ

მამია III გურიელი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას

მმამია III გურიელის ფიცის წიგნი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილს, დავით გარეჯის უდაბნოს ბერს, შემდგომში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, გურიის სამთავროში ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ ქ. თავად ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისა, მამისა, ძისა, სულისა წმიდისა თავდებობითა, მინდობითა, შუობითა და შუამდგომლობითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, ზეცისა ძალთა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისათა, წინასწარმეტყუელისა წინამორბედისა იოანესითა და რანიცა წმიდანი ღმრთისანი სვინაქსარსა შინა სწერიან და მოიხსენიებიან, ამათ ყოველთა წმიდათა ღმრთისათა თავსმდებითა, მინდობითა, შუობითა შუამდგომლობითა ესე ფიცი პირი და წიგნი მოგეცი ჩუენ გურიელმან პატრონმან მამია შენ გარეჯისა ნათლისმცემელისა უდაბნოთგან ბრძანებისა ღმრთისათა მოსაქეველად ჩუენთვის წარმოგზავნილსა მამასა ჩუენსა წმიდასა ბესარიონს, ამა პირსა ზედა, რომე ჩუენს საბატონოშიდ მოხველით და ტევის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ, ჩუენცა შევისწავეთ და ჩუენსა საბატონოს კაცსა გაუსყიდვ

მაქსიმე I-ის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მაქსიმე I მაჭუტაძის სიგელი გურიის უდაბნოს მონასტერს წყალობითა ღუთისათა ჩუენ კათალიკოსი ჩრდილო აფხაზთა და ყოვლისა საიმერეთოსა, მამამთავარი მაქსიმე უბრძანებთ და მოვახსენებ ყოველთა გურულთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა, დიდთა და მცირეთა, ამ ქვეყნის მემკვიდრეთა გურიის მეპატრონეთა და ყოველთა დარბაზის ერთა მისთა თავადთა და საპატიო კაცთა, აზნაურთა, მსახურთა და გლეხთა, მამათა და დედათა, რიონის წყლის გამოღმართთა ყოველთა ერთობით ღუთისა მიერი ლოცვა კურთხევითა მოგიკითხავ და გამცნებ ყოველთა გურიის უდაბნოს მახლობელთა: მართებული და ვალი არის ქრისტიანეთაგან, რომელსაც შეძლება ჰქონდეს და რაც სამსახური შეეძლოს ვისმე რომ თქუენთვის ცოცხალთა და მიცვალებულთათვის უდაბნო და მონასტერი მომხსენებელი და მლოცველი ამყოფოთ და შეძლებისაებრ თქუენც უდაბნოს შემწე და შემმატებელი და მოსამსახურე იყვნეთ სულთა და ხორცთა თქუენთა სარგებლად , და ამასაც მოგახსენებთ: ვინც სამართლის მათხოვარი ხართ უდაბნოსაგან, მაგ მონასტრის და უდაბნოს უფროსი და მომკითხავი ჩუენ ვართ, ვისაც მისგან სამართ