Skip to main content

Posts

Showing posts with the label სოფლები

გურიის სოფლების ძველი სახელები

არჩეული - ჩიქვეთი და ებალაური განთიადი - ჭანიეთური გოგოლესუბანი - ქვემო ფარცხმა გონებისკარი - გომების კარი // კარისყურე გურიანთა - გურია მ თა დაბლაციხე - საყვავისტყე ვაზიანი - ზემო ჯვარცხმა ზემო ნატანები - სამღვთო თხინვალი - ახალსაყდარი ლიხაური - ლეხაური - რეხეული მერია -გოგორეთი მზიანი - ფიჩხისჯვარი მშვიდობაური - ოქროსქედი ნიგოითი - ნიგოზდიდი ნინოშვილი - ცაცხვიანი ოზურგეთი (სოფელი) - ეწერი სილაური - გაღმა ბაილეთი და ძეგორა შრომისუბანი - ოკვანე ჩოხატაური - ჩ ა ხატაური და ბირკნალი ცხემლისხიდი - უჩხუბი ხიდისთავი - ოცხანა ჯუნეწერი - ჯუნჯუათი

გურიის უცნობი სოფლები

გურიის სოფლები, რომლებიც დღეს სოფლის სახით აღარ გვხვდება. ზოგიერთი ტოპონიმი გამქრალია, ზოგიერთი კი შეერწყა სხვა სოფელს ბუხულვაური ბულუხვაურს იხსენიებს დიმიტრი ბაქრაძე, 1873 წელს, მდებარეობდა ნიგოითიდან ჯუმათისკენ მიმავალ გზაზე, სოფლების ზემო ჩიბათის, ბაღლეფის, ყელასა და ჩოჩხათის შემდეგ. ბულუხვაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში, ასევე ფიქსირდება იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში 1871-1915 წლებში. 1911 წელს ბულუხაურში ცხოვრობდა 624 ადამიანი. 1917 წლის კავკასიის კალენდრით შედიოდა ჯუმათის სასოფლო საზოგადოებაში. თარმოწამე, მთავარმოწამე მდებარეობდა ჯურუყვეთს, გულიანსა და ჯიხანჯირს შორის. იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. მის სამრევლოში შედიოდა 78 კომლი. იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ ჯუმათის ეპარქიის ეკლესიების სიაში.   ნაურმევი   მდებარეობდა ბაილეთის ახლოს, ნაურმევში შედგა ჯუმათის, სილაურის და ახალსოფლის გლეხობის შეკრება ბაილეთში...