Skip to main content

Posts

Showing posts with the label საჯავახო

ჯონ ტელფერი გურიის შესახებ 1876

ჯონ ტელფერი (1831-1907) იყო ბრიტანელი სამხედრი პირი და მოგზაური, რომელიც თავის წიგნში „ყირიმი და ტრანსკავკასია“ (1876) აღწერს გურიას. შემოქმედის საკათედრო ტაძარი, ტელფერის ნახატი დილის 2 საათზე, როდესაც ოზურგეთიდან გავედით ბნელოდა და ცაზე დასვლეთიდან მომავალი შავი ღრუბლები გროვდებოდა. ასე ადრე გასვლა აუცილებელი იყო, რათა სამტრედიაში დავხვედროდით ფოთი-თბილისის მატარებელს. ჩვენი ცხენები დასვენებულები იყვნენ და დაცარიელებულ ქუჩებში ექოდ ისმოდა მათი ჩლიქების ხმა, პატარა ქალაქი მალე დავტოვეთ და ეზოებიდან ძაღლების ველური ყეფა გვაცილებდა. ნატანების გადაკვეთის შემდეგ ავედით ნასაკირალის უღელტეხილზე, რომლის ქვემოთ, დაბლობზე მდებარეობს ბახვი და სუფსის შენაკადების გადალახვის შემდეგ შევჩერდით ნაგომარში, რათა ცხენები გამოგვეცვალა. ყოველწლიურად 20 ივლისს აქ დიდი ბაზრობა იმართება , სადაც, შეიძლება ითქვას, რომ გურიის მთელი მოსახლეობა იკრიბება, ხალხი ყველა მხრიდან ჩამოდის რათა მოიმარაგოს მთელი წლის სამყოფი ნივთები, ინსტრუმენტები, ჭურჭელი, საქონელი და ა.შ. რადგან გურიაში ვაჭრები არ არიან...

მამია V გურიელის პირობები რუსეთის იმპერიას

მამია V გურიელის წერილი (16 მარტი, 1810) ალექსანდრ ტორმასოვს, საქართველოს მთავარმართებელს, რომელშიც გურიელი აყალიბებს იმ პირობებს, რომელთა დაცვასაც ითხოვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის აღიარების სანაცვლოდ. წერილიდან მალევე გურიის სამთავრო აღიარებს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობას, რუსეთის იმპერია მამიას სიკვდილისთანავე არღვევს პირობებს და აუქმებს სამთავროს I ვინადგან მივანდვენ თავნი ჩემნი ტახტსა უდიდებულესსა დიდისა რუსეთისასა და ვაჩვენე ერთგულება ყოვლით ჩემით სამფლობელოთი აღებასა ზედა ფოთის ციხისასა და არა ვრიდე სისხლსა ჩემსა დათხევად უკუნ-ქცევისათვის ტრაპიზონის სარასქრის შერიფ-ფაშისა და ყოვლის ძალით დავემონე ტახტსა რუსეთისასა საუკუნოდ, ამისთვის ითხოვს დიდი თავადი გურიელი მამია, რათა არა მიეღოს მას და საუკუნოდ მონათესავესა მისსა მთავრობა გურიისა, და ერნიცა მისნი ითხოვენ საზოგადოდ რათა არა მიეტაცოსთ მათ თვისი მემკვიდრე მთავარი და არა იქმნან ყოველთა მცნობლეთაგან დაწუნებულ და მეზობელთაგან საზიზღარ II მე მიმნდობელი თავისა ჩემისა ყოვლის ღონის-ძიებით შუა-მდგომელობითა და მის-მიერ წი...

იმერეთის მეფე გურიელს უმტკიცებს საჯავახოს

იმერეთის მეფე დავით II 1787 წელს სიგელით უმტკიცებს ვახტანგ III გურიელს , გურიის სამთავროს ტახტის მემკვიდრეს საჯავახოს მხარეს , რომელიც წარმოადგენდა დავის საგანს გურიის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. წყალობითა მღუთისათა, ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა მპყრობელმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან მის-ძემან სახელ-განთქმულის მეფის გიორგისამან, მეფეთ-მეფემან დავით და თანამეცხედრემან ჩვენმან ორბელიანის ასულმან დედოფალმან ანნა, ესე წყალობის წიგნი, სამკვიდრო და საბოლოოთ გასათავებელი, დროთა და ჟამთა მიზეზ შემოუღებელი, მოგეცით შენ ჩვენს დის-წულს გურიელის-შვილს ვახტანგს ასე და ამა მიზეზისათვის რომ საჯავახო პირველად ბიძა-თქვენს და მამა-თქვენს ჰქონებოდათ და რომლისამე მიზეზისათვის ჩვენს ძმას ბატონს მეფე სოლომონს მძლავრებით წაეღოთ, მერმეთ ბატონს ჩვენს ძმას მეფე სოლომონსა და თქვენს შუა მშვიდობა მომხდარ-იყო და შენი თავი მამა თქვენს მეფე სოლომონისათვის მიერთმია და სიყრმითგან მისი მოწყალებითა და სიყვარულით აღზრდილ იყავი; ისიც ამ წყალობას გიპირებდა, მაგრამ უჟამოს სიკვდილისაგან აღარ დასცალ...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

გურიის მთავარი მამია V

იისტორიული ამბავი ვუძღვნი კნ ელეონორა გურიელისას გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში" 1902 წელს NN 176-177 I როდესაც მთავარ-მართებელმა ტორმაჩოვმა იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს დღე არ მოუსვენა და ღამე, რომ დეპუტაციის გაგზავნა რუსეთის ხელმწიფესთან, რაც შეიძლება, დაეჩქარებინა, სოლომონ მეფემ ახალი ხელშეკრულობა მოსთხოვა ხელმწიფეს და, სხვათა შორის, ისიც ჩაუწერა, რომ "მათის იმპერატორებითის უდიდებულესობის მოწყალებით იმერეთის სამეფო ჩემს ხელში უნდა იქმნესო და ჩემს სიკვდილის შემდეგ ჩემის შვილებისა  და შთამომავლობის ხელშიო. ჩემის მემკვიდრეების ტახტზედ ასვლის დამტკიცება რუსეთის ხელმწიფის ნება უნდა იყოსო. გურია იმერეთის ნაწილია და ნურასოდეს ნურც განაშორებენო." როგორც ეს მუხლი ახალის ხელშეკრულობისა, ისე მთელი ეს ხელშეკრულობა არ იქმნა შეწყნარებული, რადგან მთავარ-მართებელი ტორმასოვი არ დაეთანხმა ძველ ხელშეკრულობის შეშლას. ამ დროს გურიას, თუმცა იმერეთის ნაწილად ითვლებოდა, გული უფრო ოსმალეთისაკენ ჰქონდა და არა იმერეთისაკენ. ოსმალეთი სულ ახლოს ესაზღვრებოდა გურიას. გურიის მთავრებიც დიდს პატივი...