Skip to main content

Posts

Showing posts with the label ბათუმი

ბურგუნდიელები გურიაში

     1444 წელს ბურგუნდიელებმა სცადეს ბათუმის აღება და გაძარცვა. ეს მოხდა 1443-1444 წლების ე.წ. ვარნის ჯვაროსნული ლაშქრობის დროს.       XV საუკუნეში, უნგრეთ-ოსმალეთის ომების დროს უნგრეთი ცდილობდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას. უნგრეთმა და ბიზანტიის იმპერიამ დახმარება სთხოვეს ბურგუნდიის საჰერცოგოს. ბურგუნდიის ფლოტი უნდა შესულიყო შავ ზღვაში და მხარი დაეჭირა ბალკანეთში მებრძოლი ჯვაროსნებისთვის. ბურგუნდია დათანხმდა თავისი ფლოტის, 7 დიდი და ერთი პატარა კატარღის გაგზავნას. ფლოტის თანადამფინანსებელი უნდა ყოფილიყო რომის პაპი. ფლოტის ხელმძღვანელად დაინიშნა ვალერი დე ვავრენი.  1444 წლის პოლიტიკური საზღვრები oldmapsonline მიხედვით     კ ონსტანტინოპოლში დე ვავრენმა ბურგუნდიელ რაინდ ჟოფრუა დე ტუაზის დაავალა სამი კატარღით ემოძრავა შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში ტრაპიზონის იმპერიამდე. დანარჩენ ფლოტს ის უნდა შეერთებოდა ფეოდოსიაში, რომელიც მაშინ გენუის რესპუბლიკის კოლონია იყო. ჟოფრუა დე ტუაზის გერბი      დე ტუაზ...

იულიუს ფონ კლაპროთი გურიის შესახებ

იიულიუს ფონ კლაპროთი, გერმანელი ორიენტალისტი მოგზაურობდა კავკასიაში 1807-09 წლებში. აღწერილი აქვს გურია ტექსი გამოქვეყნდა აქ. გურია მდებარეობს ქვემო რიონის სამხრეთით შავ ზღვაზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება თურქულ პროვინცია ახალციხეს. თავისი სამხრეთი მდებარეობის გამო ის უფრო ვაკეა და მოიცავს რიონის განიერ დაბლობს და სამხრეთი მთისწინეთის ნაწილს. ნიადაგი მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისათვის ნაყოფიერია და ხელსაყრელი; ჰავა ჯანმრთელია. მაგრამ ქვეყანა თურქთა მხრივ ხშირი ძალადობის გამო, რომლებიც იტაცებდნენ ადამიანებსა და საქონელს და სამოსახლოებს ანადგურებდნენ, ძალზე გაჩანაგებულია, გაუკაცრიელებული და მოუშენებელი. ამასვე უწყობდა ხელს ის თამაში, რომელსაც ეწეოდნენ თურქები ადგილობრივ მმართველებთან, რომელთაც თავდასხმებისას გადააყენებდნენ. უნდა ითქვას, რომ არცაა დიდი იმედი მდგომარეობის გამოკეთებისა. ძველი კულტურის შესახებ მიუთითებენ სოფლებისა და სასახლეების ხშირი ნანგრევები. ამ ქვეყნის მოსახლეობა ითვლის 6.000 ოჯახს (კომლს). ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართული მოსახლეობა; ისინი ლაპარაკობენ ქართულ დიალექტზე...

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei . რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის. ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ა დრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხე...

გურიელები გურიის საზღვრების შესახებ

მამია V და ქაიხოსრო გურიელები აღწერენ გურიის სამთავროს ისტორიულ საზღვრებს პავლე ციციანოვის - საქართველოში რუსეთის მთავარსადლისადმი  მიწერილ წერილში გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახე ზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწ...

ბათუმი 1887 წელს

ბერლინის საზავო ხელშეკრულებით ბათუმის, როგორც თავისუფალი პორტის რუსეთისთვის დათმობამ ხალხის გაოცება გამოიწვია. ეს იყო ლორდ ბეკონზფილდის პოლიტიკის ტრიუმფი! ცნობისმოყვარეობამ და ამ ადგილის ნახვის სურვილმა წაგვიყვანა ჩვენ ფეოდოსიიდან თითქმის 300 მილის სამხრეთით. გავემგზავრეთ „პუშკინით“, ახალი, ჩინებული, მარმარილოს სალონებითა და მშვენიერი კაბინებით აღჭურვილი ხომალდით, რომელიც აგებული იყო ნიუკასლში რუსული კომპანიისთვის. ფეოდოსია დილით 7:30 ზე დავტოვეთ და ჩავედით დანიშნულების ადგილას შემდეგ დღეს. შავი ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზღვაში შეჭრილ დაბლობზე, რომელიც, სავარაუდოდ, ფორმირებულია რამდენიმე მილით სამხრეთით ზღვაში ჩამდინარე ჭოროხის მიერ, არის პატარა დასახლება ბათუმი. ეს ველი გადაჭიმულია ერთი მილის სიგრძეზე ჩრდილო-აღმოსავლეთით გორაკების ძირებამდე. ის მოულოდნელად წყდება და ყურე აღმოსავლეთით კლდეებამდე იჭრება მასში. ადგილი ზღვით მარტივი მისადგომია, წყალი ღრმაა სანაპიროსთან. დიდ გემებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეუძლიათ ამ ყურეში შესვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...

გურულები - პოლ ნადარის ფოტოები / Photographs of Gurians by Paul Nadar

გურული მილიციონერები პოლ ნადარის, ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოებზე. ნადარი ბათუმში ფოტოებს 1890 წელს იღებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია გურულები, რომლებიც დრუჟინაში, იმავე მილიციაში მსახურობდნენ და ბათუმში იდგნენ  ამავე თემაზე:  გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურია - ერმაკოვის ფოტოები გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები