Skip to main content

Posts

Showing posts with the label old photos

გურია - ჟოზეფ დე ბაის ფოტოები / Photographs of Guria by Joseph de Baye

ჟოზეფ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები ოზურგეთის მაზრაში, 1899 წელი ფოტოები აღებულია აქედან

გურული ცეკვა

დიმიტრი ბაქრაძე გურული ცეკვის შესახებ 1873 წელს 7 აგვისტოს ღამე გურიაში ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გავათიე ერთი ადგილობრივი მღვდლისას, ხოლო მეორე დღეს წირვის შემდეგ სადილად მიმიპატიჟა. ბახვისწყლის მარჯვენა ნაპირზე თავად დ. კ. გურიელის მოურავმა ბახუტაძემ. მასთან 60 კაცზე მეტმა მოიყარა თავი. ბახუტაძის ოჯახში მე ვნახე გურულთა ცეკვა-თამაში, სწორედ იმ სახით, როგორც იგი აღწერა გურიაში დიდი ხნიდან მცხოვრებმა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ კორესპოდენტმა. ეს ცეკვა-თამაში კარგად ახასიათებს გურულის მკვირცხლ ბუნებას, ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაცა თუ არ ვცდებით მხოლოდ გურიაში იციან ტიფლისკი ვესტნიკიდან შემოკლებით მომყავს ის ადგილები, რომლებიც ამ საგანს ეხება: საეკლესიო დღესასწაულები, ამბობს კორესპოდენტი, როგორც გურიაში, ისე ყველგან საქართველოში სახალხო ზეიმია, რომელსაც არა მარტო ახლო-მახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ესწრებიან, არამედ სხვა გუბერნიებიდან და რამდენიმე ათეული ვერსიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი კვირით ადრე იჭერს თადარიგს....

გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები / Gurians by Vladimir Barkanov

რუსი ფოტოგრაფის, ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები გადაღებულია XIX საუკუნის 80-იან წლებში გრიგოლ გურიელი ორი შეიარაღებული გურული. ამ ფოტოზე მარცხნივ გამოსახული კაცი მოხვდა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის ფოტოში, როგორც ფონური სურათი ამავე თემაზე:  გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურულები - პოლ ნადარის ფოტოები გურია - დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები

გურულები - პოლ ნადარის ფოტოები / Photographs of Gurians by Paul Nadar

გურული მილიციონერები პოლ ნადარის, ფრანგი ფოტოგრაფის ფოტოებზე. ნადარი ბათუმში ფოტოებს 1890 წელს იღებდა. ფოტოებზე აღბეჭდილია გურულები, რომლებიც დრუჟინაში, იმავე მილიციაში მსახურობდნენ და ბათუმში იდგნენ  ამავე თემაზე:  გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები გურია - ერმაკოვის ფოტოები გურულები - ვლადიმერ ბარკანოვის ფოტოები

გურია - ერმაკოვის ფოტოები / Photographs of Guria by Dmitri Yermakov

დიმიტრი ერმაკოვი, რუსი ფოტოგრაფი, რომელსაც თბილისისა და კავკასიის უამრავი საინტერესო ფოტო ეკუთვნის, 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს სტუმრობდა გურიას. მაშინ სწორედ გურიაში გადიოდა ფრონტის ერთ-ერთი ხაზი. ჯუმათის მონასტერი / 6402 Джуматы. Монастырь близъ гор Озургеты. въ Гурщ сер обр изоб Архангела Гаврила съ саблей მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ჯუმათიდან გურულები ეროვნულ სამოსში მოძრავი ტელეგრაფის სადგური ოზურგეთში / 2134 Озургеты. Походная телегр карета въ Озургетахъ ოზურგეთის ხედი 128 Озургеты. Общий видъ городка  გურული ჩავლადრები ომში ქართველთა რაზმი ხუცუბანთან რუსული არტილერია გვარასთან / 2043 Нижние-Гвари. Осадныя орудия (осаждали 29-го аяръля г Кобулетъ) Кобулетский отрядъ въ лагери у позиции Хуцъ-УбАни. Командиръ кап Кармаковъ, близъ г Озургетъ რუსული სამხედრო ბანაკი ციხისძირთან ციხისძირი ქობულეთლები ციხისძირში 41-ე საარტილერიო ბრიგადა ციხისძირში ქართველი ოფიცრები ციხისძირში გურულები ციხი...