Skip to main content

Posts

Showing posts with the label ორკესტრი

ოზურგეთის სასულე ორკესტრი

სასულე ორკესტრი ქალაქ ოზურგეთში არსებობდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში. შემადგენლობიდან ცნობილია ჯარისპან მამეიშვილის, მიხეილ კვაჭანტირაძის და ლავრენტი ჯახვას სახელები. ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე თბილისში, ოპერის თეატრში სწავლობდნენ სასულე ინსტრუმენტზე დაკვრას. მათი მასწავლებელი იყო ჩეხი მომღერალი იოსებ რატილი. სწავლის შემდე გურიაში დაბრუნებულებმა დააარსეს სასულე ორკესტრი, იყენებდნენ ქალაქში განთავსებული საჯარისო ნაწილის ინსტრუმენტებს. 1880 წლის გაზაფხულზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო იტალიელი ტრაგიკოსის, ერნესტო როსის სტუმრობასთან დაკავშირებით თბილისში, მიხეილის ქუჩაზე მდებარე ბაღში გამართულ კონცერტში. მაშინდელი პრესის ცნობით მუსიკას უკრავდა გურულების სასულე ორკესტრი. იტალიელი სტუმრის ბარში შესვლის დროს გურულ მემუსიკეთა ხორომ იტალიური მარში დაუკრა. ორკესტრი დადიოდა გასტროლებზე ევროპაში. ავსტრიაში ყოფნისას, ჩაქურაში გამოწყობილ გურულებს, რომლებიც სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, გაუოცებიათ ადგილობრივი აუდიტორი...