Skip to main content

Posts

Showing posts with the label Guria

გურია - ჟოზეფ დე ბაის ფოტოები / Photographs of Guria by Joseph de Baye

ჟოზეფ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები ოზურგეთის მაზრაში, 1899 წელი ფოტოები აღებულია აქედან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გურიაში

ქვემოთ მოცემულია გურიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სია და რუკა. სიასა და რუკაში ასახულია მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ სტატუსი მინიჭებული, ამიტომ აქ არაა ისეთი ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფოსგან შესაბამისი სტატუსი მინიჭებული არ აქვს, ესენია:  დიმიტრი გურიელის სასახლე და გურიელების აბანო ოზურგეთში, ნაკაშიძეების მარანი ზედუბანში, ქვასაწნახელები გონებისკარში, ბერძნისწყარო, წმინდა გიორგის ეკლესია ზემო აკეთში, ძლევისკარის ეკლესია ცხემლისხიდში. ყველა ძეგლს ფრჩხილებში მიწერილი აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც აღრიცხულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. კულტურის ძეგლები, რომლებიც შედიან ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში: აჭის ეკლესია (9025) გორაბერეჟოულის კომპლექსი: ბაღი და სასახლე (10763, 17431) ერკეთის ეკლესია (10785) ლიხაურის კომპლექსი: ეკლესია და სამრეკლო და გალავანი (9981, 9029, 9983, 17347) შემოქმედის კომპლექსი: მაცხოვრის სახელობის ეკლესია, ეკლესია „ზარზმა“, სამრეკლო, ...

ანტონ გოგიაშვილის გურია / Paintings of Guria by Anton Gogiashvili

ანტონ გოგიაშვილი იყო ქართველი მხატვარი. დაიბადა გურიაში, სოფელ ჩოლობარგში. სახლი ოზურგეთში, რომელშიც გოგიაშვილი ცხოვრობდა, ახლაც შემორჩენილია 9 აპრილის ქუჩაზე, დიმიტრი გურიელის სასახლის გვერდით. აქ წარმოდგენილია გოგიაშვილის რამდენიმე ნამუშევარი.  ბახმარო / Bakhmaro, 1902 ვაკიჯვარი, 1903 / Village Vakijvari ტყეში შეფარებული გურულები, 1906 / The Gurians, hiding in the forest საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სახლი ოზურგეთში, სადაც ანტონ გოგიაშვილი ცხოვრობდა ასევე იხილეთ: ლადო მალაზონიას გურია

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...