Skip to main content

Posts

Showing posts with the label აჭი

ქაიხოსრო გურიელის სიგელი აჭის ეკლესიას

შენ, დიდებულო ღუაწლისა მძლეველო მხედარო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, რომელმან იცან ერთი სამებისაგანი ქრისტე უფალი ღმერთი ჩვენი, არცხვინე ურწმუნოთა და იწამე ქრისტესთვის და მან მოგვცა სამას სამოცდახუთი სასწაული მოქმედება, ზღუათა და ხმელეთთა განთქმულო, მოწამეთა მთავარო, წ-ო გიორგი აჭისაო, გევედრები მე გურიელი ქაიხოსრო. მას ჟამსა, ოდეს თქვენს საყდარს სიმაგრეშიდ ვიყავით, გამოგვიზახა დადიანმან ვამეხმან თავს დასასახმელი დიდი ლაშქარი  - იმერელნი, ოდიშარნი, შარვაშიძე; ჩვენი საპატიო კაცებიც თან ახლდნენ. მოგიხდნენ და შუა გურია დაარბიეს და შენს მეტი ღონე აღარ მქონდა და შიგ თქვენს ტაძარშიდ შევიკაზმეთ, მოვედით ოზურგეთს; სასახლეში დამაგრდნენ ისინი. დავესხით თავსა, გურული ჩვენი საპატიო კაცები დავირჩინეთ, წამოვიყვანეთ; მეორეს დღეს ციხე-დარბაზი ევიღეთ. გიორგი შოუსტანი, დადიანის ძმა ლიპარტიანი, ჭილაძე, მიქელაძე, ჯიჯავაძენი, ანჩაბაძენი, ჯუმათელი სესიასშვილი სარდალი იყო, - ესენი ყველა დავირჩინეთ. მოვედით თქვენს წინაშე გამარჯვებულნი ძალითა და შეწევნითა შენითა. შემოგწირეთ ერთი კუამლი კაცი მამუკა სალუქვაძ...