Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2020

იულიუს ფონ კლაპროთი გურიის შესახებ

იიულიუს ფონ კლაპროთი, გერმანელი ორიენტალისტი მოგზაურობდა კავკასიაში 1807-09 წლებში. აღწერილი აქვს გურია ტექსი გამოქვეყნდა აქ. გურია მდებარეობს ქვემო რიონის სამხრეთით შავ ზღვაზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება თურქულ პროვინცია ახალციხეს. თავისი სამხრეთი მდებარეობის გამო ის უფრო ვაკეა და მოიცავს რიონის განიერ დაბლობს და სამხრეთი მთისწინეთის ნაწილს. ნიადაგი მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისათვის ნაყოფიერია და ხელსაყრელი; ჰავა ჯანმრთელია. მაგრამ ქვეყანა თურქთა მხრივ ხშირი ძალადობის გამო, რომლებიც იტაცებდნენ ადამიანებსა და საქონელს და სამოსახლოებს ანადგურებდნენ, ძალზე გაჩანაგებულია, გაუკაცრიელებული და მოუშენებელი. ამასვე უწყობდა ხელს ის თამაში, რომელსაც ეწეოდნენ თურქები ადგილობრივ მმართველებთან, რომელთაც თავდასხმებისას გადააყენებდნენ. უნდა ითქვას, რომ არცაა დიდი იმედი მდგომარეობის გამოკეთებისა. ძველი კულტურის შესახებ მიუთითებენ სოფლებისა და სასახლეების ხშირი ნანგრევები. ამ ქვეყნის მოსახლეობა ითვლის 6.000 ოჯახს (კომლს). ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართული მოსახლეობა; ისინი ლაპარაკობენ ქართულ დიალექტზე

გურია - ჟოზეფ დე ბაის ფოტოები / Photographs of Guria by Joseph de Baye

ჟოზეფ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები ოზურგეთის მაზრაში, 1899 წელი ფოტოები აღებულია აქედან

უორდროპები გურიაში

მარჯორი და ოლივერ უორდროპები გურიას ეწვივნენ 1895 წლის იანვარში.. მათი მარშრუტი ასეთი იყო: ნიგოითი - ჯუმათი - სუფსა - ოზურგეთი - შემოქმედი - ბათუმი. გურიამდე მათ გაიარეს ქუთაისში, სადაც შეხვდნენ გაბრიელ ეპისკოპოსს.  ნიგოითში მათ მასპინძლობდათ დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ჰანა ტარსეი. „ჩვენს თავაზიან მასპინძლებთან ერთად ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი ისიკეთისათვის დიდად პატივცემული. იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადმყოფობისა თუ გასაჭირის დროს მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისათვის. მისი შვილები ისევე თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ.“ ნიგოითის შემდეგ უორდროპებმა მოინახულეს ჯუმათის მონასტერი, შემდეგ კი წავიდნენ სუფსაში, სადაც ეწვივნენ ტელემაკ გურიელის ოჯახს .  „ჯუმათიდან ჩავედით სუფსაში, სადაც ორი დღე გავატარეთ გურიის თავადის რეზიდენციაში. ეს თავადი მე-19 საუკუნის დასასრულამდე მართავდა მთელ პროვინციას. მთავრის ოჯახი ყოველმხრივ შესანიშნა