Skip to main content

Posts

Showing posts with the label გორაბერეჟოული

ოზურგეთის მაზრის ექიმები

1916 წლამდე, ოზურგეთში პირველი საავადმყოფოს გახსნამდე, გურიის მოსახლეობა  მწვავედ განიცდიდა სამედიცინო მომსახურების ნაკლებობას, გავრცელებული იყო ექიმბაშობა, შელოცვები, ცრურწმენები . 1838 წლამდე ექიმის შტატი შეუვსებელი იყო. 1838 წელს, როცა გურიაში რუსეთის დროებითი სამხედრო მმართველობა იყო, ექიმად დანიშნეს გერმანელი ადოლფ მორიცი , რომელიც 1841 წლამდე მუშაობდა. 1841 წლიდან უკვე ოზურგეთის ახალშექმნილი მაზრის ექიმად პოლონელი სილვესტრ ვასილის ძე პეშკოვსკი დაინიშნა, რომელიც 1848 წლამდე მუშაობდა. 1848 წელს ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. 1849 წელს ექიმად დანიშნული იყო ემინგერი . 1850 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ იაკობის ძე იანისლავსკი. 1851-58 წლებში ექიმის პოსტი ვაკანტური იყო. ამ პერიოდში წელს დაემატა ბებიაქალის შტატი. 1859 წელს მაზრის ექიმი იყო იოსებ გიორგის ძე სააკაშვილი . დაიბადა გორში ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1857 წელს ოსმალეთის იმპერიიდან შემოსული შავი ჭირის ეპიდემიასთან ბრძოლაში. 1860 წელს მაზრის ექიმი იყო ანტონ ფერდინანდ მილევსკი . ...

მწვანე ოქროს ქვეყანა

პირველი ნაბიჯები გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს  მამია V გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.  15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის,  ფორთოხლის ა და  ლიმნის  გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში. მიხეილ ერისთავის ჩაი მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადა...