Skip to main content

Posts

Showing posts with the label ქალაქი

ოზურგეთის დამარხული მდინარეები

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არც ვიცით ხოლმე გურამ დოჩანაშვილი როცა შენს ხალხს არ აძლევ საშუალებას, თავის მდინარესთან მივიდეს, რას იღებ შედეგად? ჯეკ კერუაკი წარვედ წყლისა პირს სვდიანი ფიქრთ-გასართველად,  მუნ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად ყველამ იცის ვინც ოზურგეთში ორი დამარხული მდინარეა. ორივე ცოცხლად დამარხეს,  ამიტომ მათი სულები ვერ ისვენებენ და დღემდე ქალაქში დაბორიალებენ. ოზურგეთში რამდენიმე დამარხული მდინარეა: ბაზრისწყალი (ნაბჟუარა), შკვარა-შკურა, სკურჩა და კიდევ ერთი, ყველაზე პატარა, ნაბჟუარას მარცხენა უსახელო შენაკადი.  ეს მდინარეები დღეს დამარხულია, თუმცა არა სრულებით. ისტორიულად კი კარგად ქალაქის ურბანულ სივრცეში იყვნენ ინტეგრირებულები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მცირე მდინარეები ოზურგეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში, ქალაქის განაშენიანების პირველი ეტაპის დროს, 1930-40-იან წლებში მდინარეები ქალაქის ელემენტებად დარჩა. ახალი ქუჩების, შენობებისა და უბნების გაშენებას მდინარეებ...

რას ნიშნავს ხეები ოზურგეთისთვის

„მარმარილოს სახლებს შორის, ფერდობზე მწკრივად ჩადიოდნენ,  თვალს რაღაც აკლდა - არცერთი ხე არ იდგა ქუჩებში“ ბოროტების ქალაქ კამორას აღწერიდან „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილი   ადამიანები, რომლებიც პატივისცემით არ ეპყრობიან  ბუნებას, მდინარეებს, ტყეებს და ჭაობებს, ვერასდროს გახდებიან ჭეშმარიტი მმართველები ზოუს დინასტია 700-256 რა ფუნქციას ასრულებს ხეები ქალაქში? ხეები, განსაკუთრებით დიდი ხეები, უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და არა მხოლოდ სილამაზის თვალსაზრისით. მართალია ხეები ქალაქში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ და ნამდვილად, ხეები ალამაზებს ქალაქს, მაგრამ გარდა სილამაზისა ხეებს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვთ. ერთია ფოტოსინთეზი : ჟანგბადი, რომელსაც მცენარე გამოყოფს, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმებისთვის და ჰაერის ხარისხი ქალაქში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მწვანე ნარგავების რაოდენობაზე.  კანადის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის თანახმად, საშუალოდ ერთი ხე ას ოც კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს. ორ ზრდასრულ ხეს ოთხკაციანი ოჯახისათვის საკმარი...

ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა

გურის სამთავროს რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის შემდეგ, 1840 წელს, შეიქმნა გურიის მაზრა (1846 წლიდან ეწოდა ოზურგეთის მაზრა) და ოზურგეთი გამოცხადდა სამაზრო ქალაქად, მაგრამ თვითმმართველობის უფლება მას არ მინიჭებია. მაზრა იმართებოდა საპოლიციო წესით, მაზრის უფროსის მიერ, რომელსაც ხელისუფლება ნიშნავდა.   1870 წელს მიღებულ იქნა საქალაქო დებულება, რომლითაც იმპერიის ზოგ ქალაქს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება მაგრამ ეს არ შეეხო ოზურგეთს. ოზურგეთმა თვითმმართველობის უფლება მიიღო 1896 წელს, როცა მოქმედებდა იმპერატორ ალექსანდრე მესამის მიერ შეცვლილი ახალი საქალაქო დებულება 1892 წლისა, რომელიც 1870 წლის დებულებასთან შედარებით, უფრო ავიწროვებდა მოქალაქეთა საარჩევნო უფლებას და უფრო ზღუდავდა თვითმმართველობის უფლებებს. საარჩევნო უფლება ჰქონდა ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომს, რომელიც ფლობდა 1500 მანეთის ღირებულების უძრავ ქონებას ან იყო I ან II გილდიის ვაჭარი.    შეზღუდული იყო თვითმმართველობის კომპეტენციაც. არჩეულ პირებს ამტკიცებდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რო...

საქალაქო თვითმმართველობა: საქართველოს მუნიციპალური სისტემის დანაკლისი და საჭიროება

ქალაქები საქართველოში      საქართველოს მთავრობის „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ“ დღის წესრიგში წამოსწია საქართველოში თვითმმართველობის არსებითი რეფორმირების საკითხი. გარდა უფლებამოსილებების, ფინანსების, არჩევის წესის და სხვა საკითხებისა, სტრატგია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაში ცვლილებებსაც იითვალისწინებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა.[1]      საქართველოში 50-მდე ქალაქია. მათ შორის ყველაზე მცირეების მოსახლეობა 2000-ს არ აღემატება (წალკა, ცაგერი). ყველაზე დიდების (თბილისის შემდეგ) მოსახლეობა კი 100 000-ზე მეტია (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი). თუმცა მათი მნიშვნელოვან რაოდენობას, 25-ზე მეტი ქალაქს, 10 000-ზე მეტი მაცხოვრებელი ჰყავს.[2]      ამ ქალაქებს სხვა დასახლებებისგან, დაბებისა და სოფლებისგან გამოარჩევს საქალაქო მეურნეობის (კანალიზაცია, გარეგანათება) არსებობა, ურბანული გარემო (ქუჩები, ტროტუარები, სკვერები, პარკები) კულტურული დაწესებულებების (თეატრი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა), მომ...

ოზურგეთის სიღნაღიზაცია

ვინც ოზურგეთის საქალაქო ცხოვრებაში ასე თუ ისე ჩახდეულია, იცის:  ოზურგეთის ცენტრში სამშენებლო სამუშაოებია. გამოცხადდა, რომ განახლდება ქალაქის ცენტრი, მოედანი თეატრის წინ, რკინიგზის სადგური და მათი გამაერთიანებელი ჭავჭავაძის ქუჩა.  რაკიღა ამ პროცესს არავინ შეწინააღმდეგებია, ვალდებულად ვთვლი ორიოდ სიტყვა ვთქვა, რა და რატომ არ მომწონს. ჯერ პროცედურული ნაწილი პროცესი გაუმჭვირვალეა. პროექტებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. საჯარო გახდა უკვე შედგენილი პროექტები და ტენდერი გამოცხადდა მხოლოდ უკვე არსებული პროექტის შესრულებაზე. თუმცა პროექტიც ხმამაღალი ნათქვამია - რეალურად ესაა მხოლოდ მოდელები და მაკეტები, სადაც არც ფონი ჩანს, არც ბუნება, არც სხვა შენობები, არც ქალაქის ურბანული თავისებურებები. ყოფილი ფოსტის შენობა ჭადრების ბაღში   ეს მოდელები კი შეადგინა იმ ჯგუფმა, ვინ თბილისში აღმაშენებლის გამზირისა და კალაუბნის სარებილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა. ამ მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ოზურგეთში ისეთივე გაპრიალებული კინოს დეკორაციები უნდა მივიღოთ, როგორც თბილ...