Skip to main content

Posts

Showing posts with the label ტურიზმი

პატარა აბული

გავედით თბილისიდან, დილით. მიმართულება კუმისის ტბა > ასურეთი > წაკლკა > ფოკა. სჯობს წყნეთი > მანგლისი > წალკის გზიდან წასვლა, 20 კმ-ს მოიგებთ პირველი გაჩერება ფარავნის ტბა: შემდეგ იყო სოფელი ფოკა. ფოკაში თუ მოხვდებით და ფოკის დედათა მონასტრის მაღაზიაში არ შეივლით ბევრს დაკარგავთ. ამისთვის სულ არაა აუცილებელი რელიგიური მომლოცველი იყოთ, არც ჩვენ ვიყავით ასეთები. მაღაზიაში არის არაჩვეულებრივი ყველის ფართო არჩევანი, ბეგქონდარას არაყი (ბიჭები ამ არყით უფრო მოიხიბლნენ, ვიდრე ნაქები ყველით), ჯემები, ტრიუფელი და სუვენირები. წივა, თივა და სოფელი ფოკა შემდეგი სოფელია განძანი. აქ გავჩედრით, მანქანა პოლიციის ოფისთან დავტოვეთ და შევუდექით გზას მთა პატარა აბულისკენ. შეიძლება მანქანის სოფლის ბოლოში დატოვება და ამით ორი კილომეტრის მოგებაც. წყარო სოფლის ბოლოსაა სოფლიდან პატარა აბულის მთა პირდაპირ ჩანს. ძნემი მისაგნები არაა. ადგილობრივებისთვის კითხვაც შეიძლება, თუმცა ქართული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებმა იციან, რუსული თითქმის არავინ იცის. პატა...

მტირალას ეროვნული პარკი

პარკში მისასვლელად უნდა ჩახვიდეთ ჩაქვში, სადაც პარკის ადმინისტრაცია მდებარეობს. იქვე ხელმისაწვდომია რუკები და შესაძლებელია პარკის სერვისების საფასურის გადახდა (კარვის გაშლის გადასახადი 5 ლარი). პარკის ადმინისტრაცია ჩაქვიდან სოფელ ჩაქვისთავამდე, სადაც ვიზიტორთა ცენტრია, 17 კილომეტრია. აქედან 10 კილომეტრი ასფალტირებულია, შემდეგ კი გრუნტის, ცუდი გზაა. ჩვენი ტაქსისტი მირზა იმ 10 კილომეტრსაც ორ ნაწილად ყოფდა. ერთ ადგილას გვითხრა: „აქამდე მიშას გზაი იყო, აწი ბიძინაისააო“. ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს სოფელ ჩაქვისთავში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. მისდევენ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას და მეფუტკრეობას. არის ორი საოჯახო სასტუმრო, რესტორანი, თავლა.  ვიზიტორთა ცენტრი ჩვენ იქ საქმე არაფერი გვქონდა, მაგრამ მაინც შევჩერდით ორიოდე წუთით, რის გამოც სერიოზულად დავაფიქრეთ რეინჯერები: ჯერ, ალბათ, უცხოელები ვეგონეთ, შემდეგ, როცა ქართულად დავილაპარაკეთ, გვკითხეს, თბილისიდან ხართო? ოზურგეთლები ვართ მეთქი, რომ ვუთხარი, კითხვის ავტორი უტყვად გაგვშორდა (თითონ შემოქ...

აჭარა-გურიის გზები

ბახმაროსა და გომისმთის საკურორტო თვისებების აღმოჩენამდე აჭარა-გურიის ქედს მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა. აქ სამი ძირითადი საძოვარი ადგილი იყო: ზოტიმერია, თაგინური და ხინო. ზოტიმერია და მის ირგვლივ ადგილები: სომლია, ბაისურა, ფაფარა, საყორნია, ჯვარიუღვთო, კაცისთავიანი, კამბეჩის სარჩობი, ქორისბუდე, ჩდილა, დიდვაკე, ზედწეული - ეკუთვნოდათ ერისთავებს . ერისთავები ღორჯომის ხეობიდან ამოსულ მესაქონლეებს ახდევინებდნენ „ბალახის ბაჟს“, ეს იყო ერთი თავი  ყველი ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა. თაგინაურის საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ხინოს საძოვრები ეკუთვნოდათ აზნაურ იორაშვილებს.  XVII-XIX საუკუნეებში გურიის მოსახლეობა გატანჯული იყო ოსმალების თარეშის გამო. ოსმალები თავს ესხმოდნენ სოფლებს, იტაცებდნენ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შემდგომში გასაყიდად. ცნობილია პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა ხევებ...

ტურისტული ბილიკები გურიაში / Tourist trails in Guria

A massive, stone-carved winepress is located near Gonebiskari, in "Meskhiseul estate". Length of winepress is 6 meters, width - 120 cm, depth - 90 cm. მასიურ ქვაში ამოჭრილი საწნახელი მდებარეობს გონებისკარში, „მესხისეულში“. საწნახლის სიგრძე 6 მეტრია, სიგანე - 120 სმ, სიღრმე - 90 სმ.       path to the Askana Fortress from the center of village Mtispiri  ბილიკი სოფელ მთისპირის ცენტრიდან ასკანის ციხემდე The road begins and ends near Lanchkhuti, in the center of the village Shukhuti. The trail includes churches, other historical sites, and natural attractions. გზა იწყება და მთავრდება ლანჩხუთთან, სოფელ შუხუთის ცენტრში და მოიცავს ეკლესიებს, სხვა ისტორიულ ადგილებს და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.  This route offers a blend of nature and history, taking you through iconic landmarks. ეს მარშრუტი გვთავაზობს ბუნებისა და ისტორიის ნაზავს და გურიის ცნობილ  ღირშესანიშნაობებთან მიგიყვანთ. Powered by  Wikiloc   Gurian Oda houses / გურული ოდები   So...