Skip to main content

Posts

Showing posts with the label კათოლიკეები

მიხეილ თუმანიშვილი ოზურგეთიდან, გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი

     ეს პოსტი ეხება   ოზურგეთში დაბადებულ   მიხეილ თუმანიშვილს ,   რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა 1900- იანი წლების გურიის გლეხთა მოძრაობაში , რომელიც გურიის რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი . მიხეილის შვილიშვილი , ჯორჯო თუმანიშვილი , იტალიაში ცხოვრობს . მასთან მიმოწერით შევძელი მიხეილის და მისი ოჯახის შესახებ ზოგიერთი ცნობის შეგროვება როგორ მოხვდნენ თუმანიშვილები გურიაში      ოზურგეთში მცხოვრებ კათოლიკე თუმანიშვილებს ახსენებენ შედარებით მოკლედ თედო სახოკია („ მოგზაურობანი “, 1897) და უფრო ვრცლად ზაქარია ჭიჭინაძე („ ქართველ კათოლიკეთა ვაჭრობა “, 1905). მათი ცნობები ს მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხიდან გადმოსული თუმანიშვილები დასახლდნენ გურიაში ვაჭრობის გამართვის მიზნით. ქართველი კათოლიკე ვაჭრების ოჯახები, მათ შორის თუმანიშვილი,  1830- იან წლებში ცხოვრობდნენ დვაბზუში (ქველი ჩხატარაიშვილი, გურიის სამთავროს შეერთება რუსეთთან, 1986).  1838 წელს დაიხურა დვაბზუს ბაზრობა და გადა...

ფრანგთა ეკლესია ოზურგეთში

კათოლიკე მისიონერები გურიაში კათოლიკეებთან კავშირი პირველად დაამყარა გურიის მთავარმა, მამია II გურიელმა, რომელსაც კათოლიკე მისიონერები ლუდოვიკე გრანჯერიო და სტეფან ვიო დხმარებას უწევდნენ 1614 წლის 13 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიასთან ზავის დადებაში. გურიელმა კათოლიკეები ბაილეთში მიიღო, 15 დღის განმავლობაში უმასპინძლა, მათთან ერთად შეხვდა შობას და სთხოვდა მისიონერების გამოგზავნას გურიაში. მისიონერები გურიაში ოცი წლის შემდეგ,  1634 წელს, გამოჩნდნენ. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა მაქსიმე I მაჭუტაძემ სამეგრელოში გაიცნო  თეატინელთა მისიის წარმომადგენლები   არქანჯელო ლამბერტი და იოსეფ ჯუდიჩი. მაქსიმე 1633 წლის ოქტომბერში გორში, როსტომ მეფის და მარიამ დადიანის ქორწილში შეხვდა პატრ პიეტრო ავიტაბილეს და სთხოვა მას გურიაში მისიონერების გაგზავნა. ასე ჩავიდნენ გურიაში  კრისტოფორო კასტელი,  ანტონიო ჯარდინა და ბერი კლაუდიო. გურიაში კათოლიკე მისიონერებს ყოველგვარ შემწეობას უწევდა გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი მალაქია გურიელი. მალაქიამ...