Skip to main content

Posts

Showing posts from 2015

გურულების მარსელიეზა

გურულების ხასანბეგურა ცნობილია, მარსელიეზა - ნაკლებად. 1900-იან წლებში კი შესაძლოა პირიქითაც ყოფილიყო. საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი რევოლუციურ გურიაში ყველაზე პოპულარული თუ არა, მინიმუმ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ნამდვილად იყო, განსაკუთრებით კი რევოლუციურად განწყობილ გურულებში , მათში, ვინც სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას უჭერდა მხარს. მარსელიეზას შესახებ ორი ფაქტია ცნობილი. ერთს ცნობილი სახალხო მომღერალი არტემ ერქომაიშვილი იგონებს ავტობიოგრაფიაში . 1904 წელს მამამისს, გიგო ერქომაიშვილს უსწავლებია მარსელიეზა 17 წლის არტემისთვის და უთქვამს, ეს ახალთაობის სიმღერაა, ისწავლე და შენს ტოლებსაც ასწავლეო. ერქომაიშვილი იხსენებს, მარსელიეზა ვისწავლე, ჩემ ტოლ ბიჭებს შევასწავლე და  საჭიროებისამებრ ვმღეროდითო. არტემ ერქომაიშვილი 1909 წელს მოკლეს ცნობილი ფირალი და ტერორისტი დათიკო შევარდნაძე . შევარდნაძე გურიის სოციალ-დემოკრატიულ რევოლუციურ კომიტეტთან დაახლოებული პირი და  რევკომის რაზმის წევრი იყო, ნასაკირალის ბრძოლაშიც მონაწილეობდა. ასკანას, მის სოფელს, ჟანდარმერია მეთვალყურეობ

რა გვიჯდება მუნიციპალური საფეხბურთო კლუბი?

საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ საბიუჯეტო დაფინანსება 2009-2015 წლებში: 2009 - 145.9 ათასი ლარი 2010 - 161.3 ათასი ლარი 2011 - 238.7 ათასი ლარი 2012 - 292,8 ათასი ლარი 2013 - 295  ათასი ლარი 2014 - 310 ათასი ლარი 2015 - 366,9  ათასი ლარი სულ -  1 მლნ 810 ათასი ლარი 2016 - 427,5 ათასი ლარი (პროექტი) უნდა აღინიშნოს, რომ „მერცხალი“ ორი იურიდიული პირის სახით არსებობდა: საფეხბურთო კლუბი და ცენტრალური სტადიონი. ზემოთმოყვანილ მონაცემებში ორივე იურიდიული პირის დაფინანსება დაჯამებულადაა მოცემული.  ორიოდე მონაცემი იმის შესახებ, რას წარმოადგენს „მერცხალი“. ესაა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უსუსტესი საფეხბურთო ჩემპიონატის (უეფას ოფიციალური კოეფიციენტთა სისტემით 36-ე ადგილი 54 ქვეყანაში) მეორეხარისხოვანი ლიგის (პირველი ლიგა, სადაც „მერცხალი“ თამაშობს, არის მეორე დონის ლიგა საქართველოში. მასზე მაღლა დგას უმაღლესი ლიგა) მაჩანჩალა გუნდი, რომელიც ყოველწლიურად იბრძვის ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის.  სეზონი მაქსიმალური რაუნდი თასზე  ადგილი ჩემპიონატში 2009-10 1/8 მ

ოზურგეთის დანგრეული შენობები

აქ წარმოდგენილია ოზურგეთის ის შენობები, რომლებიც რაიმე ნიშნით მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის და რომლებიც დღეს აღარ დგას.  1. მამია V გურიელის სასახლე და „დრუჟინა“ მამია V გურიელმა, გურიის უკანასკნელმა მთავარმა ოზურგეთში სასახლე 1812-14 წლებში აიშენა. 1829 წლისთვის სასახლე სანახევროდ დანგრეული იყო. რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს დაპყრობის შემდეგ, სასახლის გალავნის შიგნით აშენდა რუსული ჯარის, ე.წ. დრუჟინის სამსართულიანი შენობა, სადაც ოზურგეთის მაზრის ხელისუფლება განთავსდა. დრუჟინის შენობა საბოლოოდ დაანგრიეს 1950-იან წლებში. გურიელების სასახლის გალავანი და დრუჟინა, ლადო მალაზონიას ნახატი 2. ოზურგეთის სასულიერო საწავლებელი (პირველი სკოლა) 1870-იან წლებში, როდესაც დეკანოზმა ქიქოძემ საკუთარ სახლში განთავსებულ ოზურგეთის სასულიერო საწავლებელს შენობის დაცლა მოსთხოვა, გრიგოლ გურიელმა სკოლას სერის უბანში მდებარე საკუთარი სახლი ნახევარ ფასად დაუთმო. შენობა 2008 წელს დაანგრიეს. 3. სტამბა სტამბა ოზურგეთში გაიხსნა 1891 წელს. ოზურგეთი იყო რიგით მეოთხე ქალაქი, სად

ოზურგეთის შენობები

(ქრონოლოგიური სია ფოტოებით) ოზურგეთის დღევანდელი არსებული განაშენიანება თითქმის მთლიანად საბჭოთა პერიოდისა, თუ არ ჩავთლით რამდენიმე ქუჩას, რომელსაც გასაბჭოებამდე არსებული მოხაზულობა უნდა ჰქონდეს შემორჩენილი, შენობები კი იქაც საბჭოთა პერიოდისაა. ქალაქის ლამის ერთადერთი გასაბჭოებამდე აშენებული შენობა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დიმიტრი გურიელის სასახლე, სადაც ახლა შემოქმედელი ეპისკოპოსის რეზიდენცია არის, და მის გვერდით მდებარე ძველებური გურული ოდა-სახლია, რომელშიც მუზეუმია განთავსებული. არაა გამორციხული, კერძო სახლებს შორისაც  იყოს გასაბჭოებამდე აშენებული ერთი-ორი სახლი შემორჩენილი. ქვემოთ კი მოცემულია ოზურგეთში დღემდე მდგარი (და ზოგი დანგრეული) შენობის სია ქრონოლოგიურად. სია, ცხადია, არაა სრული. როგორც უკვე ვთქვი, ამ შენობების უდიდესი უმრავლესობა საბჭოთა პერიოდზე მოდის. დამოუკიდებლობის შემდეგ, 2000-იან წლებში ქალაქში რამდენიმე შენობა აშენდა და ისიც სიმბოლურია, თუ რა შენობებია ეს.  1873: დიმიტრი გურიელის სასახლე (რეკონსტრუქცია 1974, 2007) გასაბჭოებამდე პერიოდისაა სახლი

ოზურგეთის სასულე ორკესტრი

სასულე ორკესტრი ქალაქ ოზურგეთში არსებობდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში. შემადგენლობიდან ცნობილია ჯარისპან მამეიშვილის, მიხეილ კვაჭანტირაძის და ლავრენტი ჯახვას სახელები. ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე თბილისში, ოპერის თეატრში სწავლობდნენ სასულე ინსტრუმენტზე დაკვრას. მათი მასწავლებელი იყო ჩეხი მომღერალი იოსებ რატილი. სწავლის შემდე გურიაში დაბრუნებულებმა დააარსეს სასულე ორკესტრი, იყენებდნენ ქალაქში განთავსებული საჯარისო ნაწილის ინსტრუმენტებს. 1880 წლის გაზაფხულზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო იტალიელი ტრაგიკოსის, ერნესტო როსის სტუმრობასთან დაკავშირებით თბილისში, მიხეილის ქუჩაზე მდებარე ბაღში გამართულ კონცერტში. მაშინდელი პრესის ცნობით მუსიკას უკრავდა გურულების სასულე ორკესტრი. იტალიელი სტუმრის ბარში შესვლის დროს გურულ მემუსიკეთა ხორომ იტალიური მარში დაუკრა. ორკესტრი დადიოდა გასტროლებზე ევროპაში. ავსტრიაში ყოფნისას, ჩაქურაში გამოწყობილ გურულებს, რომლებიც სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და კლასიკურ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, გაუოცებიათ ადგილობრივი აუდიტორი

გლეხთა გამოსვლა გურიაში 1902

საქართველოში მიმდინარე გლეხთა მოძრაობებიდან, შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გურიის გლეხთა მოძრაოაბა აღმოჩნდა. გურულებმა სწრაფად აითვისეს და გაითავისეს მარქსიზმი. ნოე ჟორდანია იხსენებდა, რომ გურული გლეხი მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორიაზე ამბობდა,  სულ მეგონა ხაზეინი მე მარჩენდა ახლა გავიგე, რომ ხაზეინს თურმე მე ვარჩენო. გურიის გლეხთა მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა 1902 წელს. ამის მიზეზი გარდა გლეხობის გაჭირვებისა და ფეოდალების მიერ მათი ჩაგვრისა , 1901-02 წლების მოუსავლიანობაც იყო.  გლეხების გააქტიურებას ხელი შეუწყო 1902 წლის მარტში ბათუმის მუშათა დემონსტრაციამ და შემდგომ გატარებულმა რეპრესიებმა.  მოგვიანებით ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზარენკომ, ოდესაში გამართულ  სასამართლო პროცესზე  დაკითხვისას აღნიშნა, რომ აჯანყება ბათუმში დაიწყო და შემდეგ გადმოინაცვლა გურიაშიო, ბათუმი რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი და გურიის მოსახლეობის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი იყო. მთელი კასპიის ნავთობი სწორედ აქ იყრიდა თავს. გურულები უდიდესი კომპანიების (მათ შორის - როტშილდისა და

ცრურწმენები გურიაში

ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან,  „ჩემი წარსული“, პარიზი, 1953 ჩემი ბავშვობის ხანაში ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და სასწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს და მათ გზას უბნევენ. ეს სულებია: ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვ. ბავშვებს ჰყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი. ეს ჭინკა მაინც მუდამ მაგონდებოდა და სულს მიწუხებდა. ერთხელ ჩემი თამაშის ამხანაგი სამი დღის განმავლობაში მინდორში არ გამოჩენილა. შემდეგ მოვიდა და ჩემს შეკითხვაზე - თუ სად იყო ამდენ ხანს, მომიგო: დედა-ჩემმა წისქვილში გამგზავნა, შემოღამებული იყო, შევედი თუ არა წისქვილში, მომესმა ხმაურობა და ყვირილი - ვინ მოსულა, მოკიდეთ მას ხელი. უცებ კუთხეებიდან გამოვიდნენ ჭინკები და დამესია. მოვასწარი კუთხეში დადგომა, ამოვიღე ჯაყვა-დანა, ვიღრიალე ირგვლივ მათ მოსაგერიებლად. ენა დამება და ლოცვა ვეღარ ვთქვი, თუმცა დედამ დამაბარა ლოცვა არ დაგავიწყდეს, წისქვილმა ჭინკა იცისო. შემდეგ, არ

მიხაკო წერეთელი ნოე ჟორდანიას შესახებ

ნოე ჟორდანია (11 იანვარს 1953)  განგვეშორა საუკუნოდ დიდი ქართველი. ხანგრძლივი იყო ცხოვრება მისი. იგი სრული 85 წლისა იყო, როდესაც უზენაესმა მას თავისთან მოუწოდა. მწერალი, მოაზრე, პოლიტიკოსი, რომელიც ახალგაზრდობითგანვე იღვწოდა თვის იდეალთა განსახორციელებლად და თვისი ერისთვის, დღეს ჩვენს შორის აღარ არის. მას ვიგლოვთ მისნი მეგობარნი და დამფასებელნი მისი ღვაწლისა. მე პირადი უმცროსი მეგობარიც ვიყავი მისი და დამფასებელიც მისი ღვაწლისა, მცოდნე მისი პიროვნების ღირსებებისა. ამიტომ მსურს მისთვის მცირე სიტყვა ვთქვა. არ მინდა მისი ბიოგრაფია ვთქვა ამ სიტყვით, - ცხოვრების აღწერა მისი მომავლის საქმეა. მე მინდა მხოლოდ შევეხო არსებას მისი ბუნებისა და მისს ღვაწლს, რომელიც მას თვისი ქვეყნის წინაშე გაუწევია, მის საქმეთ. საყვედურების თქმა დიდ-კაცთათვის, კრიტიკა მათ საქმეთა წვრილმანი და იაფი, და სხვა ამგვარი რამ, არარაობის თქმაა და არარაობისგაგან არ ოდეს არაფერი კარგი ყოფილა. ამას გარდა, დიდ სახელმწიფოთა პოლიტიკოსთაგანაც ვის არ მოსვლია შეცდომა? რა არის ნოე ჟორდანიას შეცდომები იმ „შეცდომე

ოზურგეთის დამარხული მდინარეები

ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არც ვიცით ხოლმე გურამ დოჩანაშვილი როცა შენს ხალხს არ აძლევ საშუალებას, თავის მდინარესთან მივიდეს, რას იღებ შედეგად? ჯეკ კერუაკი წარვედ წყლისა პირს სვდიანი ფიქრთ-გასართველად,  მუნ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად ყველამ იცის ვინც ოზურგეთში ორი დამარხული მდინარეა. ორივე ცოცხლად დამარხეს,  ამიტომ მათი სულები ვერ ისვენებენ და დღემდე ქალაქში დაბორიალებენ. ოზურგეთში რამდენიმე დამარხული მდინარეა: ბაზრისწყალი (ნაბჟუარა), შკვარა-შკურა, სკურჩა და კიდევ ერთი, ყველაზე პატარა, ნაბჟუარას მარცხენა უსახელო შენაკადი.  ეს მდინარეები დღეს დამარხულია, თუმცა არა სრულებით. ისტორიულად კი კარგად ქალაქის ურბანულ სივრცეში იყვნენ ინტეგრირებულები. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მცირე მდინარეები ოზურგეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში, ქალაქის განაშენიანების პირველი ეტაპის დროს, 1930-40-იან წლებში მდინარეები ქალაქის ელემენტებად დარჩა. ახალი ქუჩების, შენობებისა და უბნების გაშენებას მდინარეები არ შესწირვია. 194