Skip to main content

Posts

Showing posts with the label გურიელი

გურიელები გურიის საზღვრების შესახებ

მამია V და ქაიხოსრო გურიელები აღწერენ გურიის სამთავროს ისტორიულ საზღვრებს პავლე ციციანოვის - საქართველოში რუსეთის მთავარსადლისადმი  მიწერილ წერილში გამოცხადება საზღვართა გურიისათა, რომელიცა პირველად ჟამსა მეფისა თამარისასა იყო აღწერილ, არს მოთხრობასა შინა საქართველოსა წიგნისასა; პირველი საზღვარი, რომელსაც ოსმალნი ქემერ უხმობენ და ჩუჱნ გურულნი რკინის-პალოდ, მას აქეთ სოფლები ხოფა და ვიწე, ციხე და სოფელი გონიად სახელ-დებული, სოფელი და საბალახე ზამთრით პირუტყუთ სამყოფი კახაბერი, რომელსა თჳს ერთს გურიის უფლის-წულს წილად ხვედრია და სახელიც ის რქმევია და თავის სოფლისათვისაც ის სახელი დაუძს კახაბერი, ბათუმი ქალაქი და ლიმენა, სოფელი ჩაქვი, რომელს ჟამს დააკლდა გურიის საზღვარს, — რიცხვით წელიწადის მახსოვარი არა ვართ და ჟამი ესე ვიცით, რომ გურიელს გიორგის სჭერია მეორე მთავრობა მამის ჩუჱნისა, მესამე ჩუჱნი. ციხის ძირს აქეთი სოფელი ქობულეთი ხინო ოცი წელია, რომ მამა ჩუჱნს დააკლდა, არა თუ ხონთქრისაგან, არამედ მოხუცებულების უძლორებით შემოვლა და პასუხის მიცემა არ შეეძლო, ქრისტიანნი მეზობელნიც შეწ...

მამია V გურიელის პირობები რუსეთის იმპერიას

მამია V გურიელის წერილი (16 მარტი, 1810) ალექსანდრ ტორმასოვს, საქართველოს მთავარმართებელს, რომელშიც გურიელი აყალიბებს იმ პირობებს, რომელთა დაცვასაც ითხოვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის აღიარების სანაცვლოდ. წერილიდან მალევე გურიის სამთავრო აღიარებს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობას, რუსეთის იმპერია მამიას სიკვდილისთანავე არღვევს პირობებს და აუქმებს სამთავროს I ვინადგან მივანდვენ თავნი ჩემნი ტახტსა უდიდებულესსა დიდისა რუსეთისასა და ვაჩვენე ერთგულება ყოვლით ჩემით სამფლობელოთი აღებასა ზედა ფოთის ციხისასა და არა ვრიდე სისხლსა ჩემსა დათხევად უკუნ-ქცევისათვის ტრაპიზონის სარასქრის შერიფ-ფაშისა და ყოვლის ძალით დავემონე ტახტსა რუსეთისასა საუკუნოდ, ამისთვის ითხოვს დიდი თავადი გურიელი მამია, რათა არა მიეღოს მას და საუკუნოდ მონათესავესა მისსა მთავრობა გურიისა, და ერნიცა მისნი ითხოვენ საზოგადოდ რათა არა მიეტაცოსთ მათ თვისი მემკვიდრე მთავარი და არა იქმნან ყოველთა მცნობლეთაგან დაწუნებულ და მეზობელთაგან საზიზღარ II მე მიმნდობელი თავისა ჩემისა ყოვლის ღონის-ძიებით შუა-მდგომელობითა და მის-მიერ წი...

ახალციხის ფაშა მოკავშირეობას სთხოვს გურიელს

ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილი 1813 წლის 10 ნოემბერს წერილით სთხოვს მამია V გურიელს მოკავშირეობას. მამია გურიელს ამ დროს უკვე დადებული აქვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის ფიცი ყოვლად ამაღლებული და დიდებით სავსე, ცათა სწორი ხელმწიფებთ ხელმწიფისაგან სამართლად პატივცემული, ჩილდირისა, ახალციხისა და მისი ალეიათის მპყრობელი, ბათუმისა და ზღვის კიდეთა სხვათა და სხვათა უფლებათა მქონებელი, დიდებული და ბედნიერი ვეზირი სამ-თუღიანი სელიმ-ფაშა მოგახსენებთ ჩემს საყვარელს და უერთგულესს შვილს მამია გურიელს დიაღ სიყვარულით მოკითხვას მოგახსენებთ მერმეთ, ჩემო საყვარელო შვილო მეფე სოლომონი ჩემ ძმა საზინადარ-ოღლი სულეიმან-ფაშასთან მოსულა და ამიტომ მოგახსენებთ ამ წერილითა, რომ თუ ჩემი მამა-შვილობა გაქვს და ჩემგან არ გაგივლია, მეფე სოლომანს ნახამ და სულეიმან-ფაშასაც შეეყრები და მათ საქმესა და სამსახურზედ მუყაითი გაუხდები, რომ ჰამ ხემწიფის სამსახურია და ჰამ ჩვენი მოყვრობა და მამაშვილობა ამ საქმით გამოცხადდება და ღვთით ჩემი ხელმწიფის წყალობაც შენზედ იქმნება და ჩემიც უკეთესი ერთგული საყვარელი იქმნე...

იმერეთის მეფე გურიელს უმტკიცებს საჯავახოს

იმერეთის მეფე დავით II 1787 წელს სიგელით უმტკიცებს ვახტანგ III გურიელს , გურიის სამთავროს ტახტის მემკვიდრეს საჯავახოს მხარეს , რომელიც წარმოადგენდა დავის საგანს გურიის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. წყალობითა მღუთისათა, ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა მპყრობელმან, იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატოვანმან მის-ძემან სახელ-განთქმულის მეფის გიორგისამან, მეფეთ-მეფემან დავით და თანამეცხედრემან ჩვენმან ორბელიანის ასულმან დედოფალმან ანნა, ესე წყალობის წიგნი, სამკვიდრო და საბოლოოთ გასათავებელი, დროთა და ჟამთა მიზეზ შემოუღებელი, მოგეცით შენ ჩვენს დის-წულს გურიელის-შვილს ვახტანგს ასე და ამა მიზეზისათვის რომ საჯავახო პირველად ბიძა-თქვენს და მამა-თქვენს ჰქონებოდათ და რომლისამე მიზეზისათვის ჩვენს ძმას ბატონს მეფე სოლომონს მძლავრებით წაეღოთ, მერმეთ ბატონს ჩვენს ძმას მეფე სოლომონსა და თქვენს შუა მშვიდობა მომხდარ-იყო და შენი თავი მამა თქვენს მეფე სოლომონისათვის მიერთმია და სიყრმითგან მისი მოწყალებითა და სიყვარულით აღზრდილ იყავი; ისიც ამ წყალობას გიპირებდა, მაგრამ უჟამოს სიკვდილისაგან აღარ დასცალ...

ვახტანგ გურიელი ითხოვს რუსეთის ქვეშევრდომობას

ვახტანგ III გურიელის, გურიის გადაყენებული მთავრის, წერილები პავლე ციციანოვს, რუსეთის იმპერიის მთავარსარდალს საქართველოში, მიწერილი 1804 წელს, რომლებითაც ვახტანგი ციციანოვს უმტკიცებს რუსეთის ერთგულებას და ითხოვს იმპერატორის მხარდაჭერას ოდეს მათის უდიდებულესობისა ეკატერინა ხელმწიფაისა მიერ წარმოგზავნილი ჯარი ჩვენს ქვეყნებში იყო და ქუთაისის ციხე აიღეს, მას ჟამსა იმერეთი, ოდიში და გურია ოსმალთ მონებისაგან გამოხსნილ იქმნა და მამა ჩემი მისის უდიდებულესობის საერთგულოდ დააფიცეს და მისის მოწყალებითა და საფარველით ვსცხოვრებდით და მათი ნიშანი მამა ჩემს ქონდა და მეც მაქვს ხრმალი და ბეჭედი და მათის უდიდებულესობის წერილი წელიწადში ორი, სამი მოგვივიდოდა, მას მერმეთ ჩვენ არას ხელმწიფის ხელშიდ არა ვყოფილვართ ისე თავისუფლად ვიყვენით და მრავალ-ჯერ ვეცადენით რომ მისს უდიდებულესობის კარზედ ვხლებოდით და ჩვენი შეწუხება გამოგვეცხადებინა, მაგრამ გზა ვერ ვიშოვნეთ. აწ რადგან ღმერთმა ინება ამ ქვეყნებში მათის უდიდებულესობის ძალი ცხადი იქმნა ჩვენც გევედრებით თქვენი შეწევნა და მოწყალება ჩვენზედ იყოს. ღმერთს ვიმ...

მამია III გურიელი კრძალავს ადამიანებით ვაჭრობას

მმამია III გურიელის ფიცის წიგნი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილს, დავით გარეჯის უდაბნოს ბერს, შემდგომში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, გურიის სამთავროში ტყვეთა სყიდვის აკრძალვის შესახებ ქ. თავად ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისა, მამისა, ძისა, სულისა წმიდისა თავდებობითა, მინდობითა, შუობითა და შუამდგომლობითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, ზეცისა ძალთა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისათა, წინასწარმეტყუელისა წინამორბედისა იოანესითა და რანიცა წმიდანი ღმრთისანი სვინაქსარსა შინა სწერიან და მოიხსენიებიან, ამათ ყოველთა წმიდათა ღმრთისათა თავსმდებითა, მინდობითა, შუობითა შუამდგომლობითა ესე ფიცი პირი და წიგნი მოგეცი ჩუენ გურიელმან პატრონმან მამია შენ გარეჯისა ნათლისმცემელისა უდაბნოთგან ბრძანებისა ღმრთისათა მოსაქეველად ჩუენთვის წარმოგზავნილსა მამასა ჩუენსა წმიდასა ბესარიონს, ამა პირსა ზედა, რომე ჩუენს საბატონოშიდ მოხველით და ტევის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ, ჩუენცა შევისწავეთ და ჩუენსა საბატონოს კაცსა გაუსყიდვ...

გურიის საჯავახო

აკადემიკოსი აკაკი შანიძე  მის ბიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ ის დაიბადა გურიაში, საჯავახოს მხარის სოფელ ნოღაში. სოფელი ნოღა დღეს სამტრედიის რაიონს ეკუთვნის, ხოლო 1887 წელს, აკაკი შანიძის დაბადების დროისთვის, ის ქუთაისის მაზრას ეკუთვნოდა. მაშ რა კავშირი აქვს საჯავახოს მხარეს გურიასთან? ჭილაძეების სათავადო საჯავახოს მხარეს XIII საუკუნემდე ფლობდნენ საჩინოს (დღევანდელი ვანისა და ბაღდათის რაიონები) ერისთავი ქვაბულისძენი (ქობულიძეები). ქობულიძეების საერისთავო ქუთაისიდან ქობულეთამდე გრძელდებოდა. ქობულეთის სახელწოდება ნიკო ბერძენიშვილის აზრით სწორედ ქობულიძეებიდან მოდის. XIII საუკუნიდან ქობულიძეების საერისთავოს ერთ ნაწილს ეპატრონებიან უფრო მცირე ფეოდალები, ჭილაძეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ქობულიძეების შთამომავლები იყვნენ. ჭილაძეთა სათავადო მოიცავდა დიდ ტერიტორიას მდინარე რიონის ორივე ნაპირზე (დღეს ეს ტერიტორია გადანაწილებულია აბაშის, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე). XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით - ბანძამდე, სამხრე...

შემოქმედელ გლეხთა აჯანყება 1850

XVII საუკუნის დასაწყისში, სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადმოიტანეს ზარზმის ეკლესიის სიწმინდეები. სპეციალურად ამ სიწმინდეთა მოსათავსებლად ვახტანგ II გურიელმა შემოქმედის ეკლესიასთან ააგო მეორე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე კომლი აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. XVIII საუკუნის ბოლომდე შეწირულ გლეხებსა და აზნაურებს შემოქმედელი ეპისკოპოსი განაგებდა და ისინი საშემოქმედლო ყმებად იწოდებოდნენ. 1794-1820 წლებში შემოქმედის ეპარქიას და საშემოქმედლო ყმებსაც ქაიხოსრო IV გურიელი განაგებდა და ბეგარა-გადასახდებსაც იღებდა მათგან. 1820 წელს ქაიხოსრო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გაქცეულიყო, რადგან 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყებას უჭერდა მხარს და აჯანყებულებს იფარებდა.  აჯანყების დამარცხებისა და ქაიხოსროს გაქცევის შემდეგ მისი მამულები ხაზინას დარჩა და გლეხები გადასახადებს უკვე სახელმწიფოს უხდიდნენ. 1829 წელს ქაიხოსრო ოსმალეთში გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი მეფის რუსეთის მთა...

გურიის მთავარი მამია V

იისტორიული ამბავი ვუძღვნი კნ ელეონორა გურიელისას გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში" 1902 წელს NN 176-177 I როდესაც მთავარ-მართებელმა ტორმაჩოვმა იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს დღე არ მოუსვენა და ღამე, რომ დეპუტაციის გაგზავნა რუსეთის ხელმწიფესთან, რაც შეიძლება, დაეჩქარებინა, სოლომონ მეფემ ახალი ხელშეკრულობა მოსთხოვა ხელმწიფეს და, სხვათა შორის, ისიც ჩაუწერა, რომ "მათის იმპერატორებითის უდიდებულესობის მოწყალებით იმერეთის სამეფო ჩემს ხელში უნდა იქმნესო და ჩემს სიკვდილის შემდეგ ჩემის შვილებისა  და შთამომავლობის ხელშიო. ჩემის მემკვიდრეების ტახტზედ ასვლის დამტკიცება რუსეთის ხელმწიფის ნება უნდა იყოსო. გურია იმერეთის ნაწილია და ნურასოდეს ნურც განაშორებენო." როგორც ეს მუხლი ახალის ხელშეკრულობისა, ისე მთელი ეს ხელშეკრულობა არ იქმნა შეწყნარებული, რადგან მთავარ-მართებელი ტორმასოვი არ დაეთანხმა ძველ ხელშეკრულობის შეშლას. ამ დროს გურიას, თუმცა იმერეთის ნაწილად ითვლებოდა, გული უფრო ოსმალეთისაკენ ჰქონდა და არა იმერეთისაკენ. ოსმალეთი სულ ახლოს ესაზღვრებოდა გურიას. გურიის მთავრებიც დიდს პატივი...

გურიის გლეხობა ბატონყმობის დროს

ბატონყმობის გაუქმებამდე ოზურგეთის მაზრაში მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნე გლეხები: *მებატონეთა გლეხები 61% *სახაზინო გლეხები 17% *საეკლესიო გლეხები 4% სხვა წოდებები: თავაზნაურობა - 9%, მოქალაქეები 4%, სამღვდელოება 3%. ერთი გლეხი ერთსადაიმავე დროს ეკუთვნოდა და ბეგარას უხდიდა ორ-სამ და ზოგჯერ ოთხ ბატონს. გავრცელებული იყო გლეხებით ვაჭრობა. ყმებით ვაჭრობა 1809 წელს აზნაურმა მამულაიშვილმა 87 მანეთად იყიდა ხუთი წლის ივანიკა ჭანუყვაძე. იმავე წელს ჩოხატაურელმა კიკოლა ბერიძემ ვალი ვერ გადაუხადა გიორგი მემარნიშვილს და შვილი მარიანა მიჰყიდა მოახლედ. 1839 წელს ლაზარე ჯორბენაძემ, მისმა შვილმა მიტომ და მისმა ძმამ გრიგოლმა მახარობელ ხალთიშვილს მიჰყიდეს ყმა თინათინ ჩიგულიშვილი. ნოე ჟორდნია საკუთარი ბავშვობიდან იგონებს ფაქტს, რომ მისი ბებიის, თავადის ქალ აფაქიძის ვალი ჰქონია გურიანთელ ბოლქვაძეს. ბებიამ ნიკოლოზ ჟორდანია, ნოეს მამა გაგზვნა გურიანთაში ვალის ასაღებად. ბოლქვაძეს ფული არ ჰქონებია და 10 წლის ქალიშვილი გაუტანებია ნიკოლოზისთვის ვალში. ჟორდანია იხსენებს, ბებია მდიდარი თავადის...

ჟაკ ფრანსუა გამბა გურიის შესახებ

ჟაკ ფრანსუა გამბა იყო ფრანგი მოგზაური, რომელმაც 1820-24 წლებში იმოგზაურა კავკასიაში, მათ შორის დასავლეთ საქართველოში ფაზისის ხელმარცხნივ, დაახლოებით ერთ ვერსზე, განლაგებულია გურია; მას განაგებს რუსეთის ქვეშევრდომი, ან უფრო ზუსტად მისი მოხარკე მთავარი. ქვეყანა გამოირჩევა ნაყოფიერი მიწებითა და მდიდარი მცენარეულობით; მაგრამ ეს მხარე, ისევე როგორც სამეგრელო და იმერეთი, მთლიანად ტყითაა დაფარული; მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ ვნახავთ საუცხოო საძოვრებს და დამუშავებული მიწების პატარ-პატარა ნაკვეთებს. თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი დგას შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც შემოგარენი ხელისგულივით მოჩანს. ჰავა აქ უფრო ჯანსაღია, ვიდრე დაბლობში. მე უკვე ვთქვი, რომ გურიის სანაპიროზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის ციხესიმაგრე რუსებმა 1820 წლიდან მიატოვეს. ახალციხელი თურქების თავდასხმებისაგან თავის დასაცავად მათ ამ სამთავროში ორი სხვა გამაგრებული ადგილი უჭირავთ. გურიის სუვერენი ძალიან ცდილობს ევროპული ზნე-ჩვეულებების შეთვისებას. მას მოსწონს და სურვილიც აქვს შეიძინოს ევროპის მანუფაქტურული პროდუქცია. ეჭვგარეშეა...

ოზურგეთის აბანოს ნაშთები

ქალაქ ოზურგეთში ძველი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. მაგრამ აბანოების ამ ადგილას არსებობის შესახებ მანამდეც ცნობილი იყო. 1812-14 წლებში ქალაქის ცენტრში, დაახლოებით დღევანდელი მუზეუმის ტერიტორიაზე მამია V გურიელმა გურიელთა ნასახლარზე, ძველი გალავნის შიგნით ახალი სასახლე ააგო . მანამდე მამია V გურიელი სოფელ უჩხუბში ( დვაბზუს საზოგადოება ) ცხოვრობდა. მანვე, სავარაუდოდ, სასახლის მახლობლად ააშენა ან განაახლა უკვე არსებული აბანო. აბანო ჯერჯერობით ზუსტად დათარიღებული არ არის. არქეოლოგებმა ის სავარაუდოდ XVII საუკუნის დასაწყისს მიაკუთვნეს, თუმცა აბანოს შენობის სტრუქტურა (ანფილადური განლაგება) არ  ჰგავს საქართველოში არსებულ სხვა, XVII საუკუნის აბანოებს და ჰგავს გვიანი ანტიკური პერიოდისა (I-II სს) და ადრეფეოდალური ხანის (V-VI სს) აბანოებს. ამიტომ აბანოების ნაშთებს დამატებითი შესწავლა სჭირდება. ამ ნანგრევების ახალმა დათარიღებამ, შესაძლოა, გადაწეროს ოზურგეთის ისტორია. გურიელის სიკვდილისა და გურიის რუსე...