Skip to main content

Posts

Showing posts with the label ძველი ფოტოები

ექიმი გიორგი ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილი დაიბადა 1874 წელს იმერეთის სოფელ მესხეთში. 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1899 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის ექიმად.  1901 წელს თანხა გაიღო კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად .  1900-იან წლებში დაახლოებული იყო მიხეილ თუმანიშვილის ოჯახთან. ხშირად ატარებდა მათთან ერთად დროს. 1905 წლის მარტში სხვა 7 პიროვნებასთან ერთად (მათ შორის: ალექსანდრე წუწუნავა, სიმონ ღლონტი, თედო კიკვაძე, სამსონ ვაშაყმაძე, ისაკი საბაშვილი) დააპატიმრა გურიის სადამსჯელო ე.წ. რიონის რაზმის უფროსმა გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ. მისჯილი ჰქონდათ გადასახლება არხანგელსკის გუბერნიაში, მაგრამ გათავისუფლდნენ მეფისნაცვლის ამინისტიით ( ივერია N49, 9 აპრილი , მოგზაური, N14, 17 აპრილი ) 30 აგვისტოს სიმონ გრიაზნოვთან ერთად ოზურგეთის მაზრის ერობის წევრად აირჩიეს ოზურგეთის ოლქიდან (ცნობის ფურცელი 8 სექტემბერი და მოგზაური 18 სექტემბერი). 1905 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში. ოზურგეთის გარნიზონის კაზაკების  სადამსჯელო გადაწვების შემდ...

გურია - ჟოზეფ დე ბაის ფოტოები / Photographs of Guria by Joseph de Baye

ჟოზეფ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები ოზურგეთის მაზრაში, 1899 წელი ფოტოები აღებულია აქედან

ბათუმი 1887 წელს

ბერლინის საზავო ხელშეკრულებით ბათუმის, როგორც თავისუფალი პორტის რუსეთისთვის დათმობამ ხალხის გაოცება გამოიწვია. ეს იყო ლორდ ბეკონზფილდის პოლიტიკის ტრიუმფი! ცნობისმოყვარეობამ და ამ ადგილის ნახვის სურვილმა წაგვიყვანა ჩვენ ფეოდოსიიდან თითქმის 300 მილის სამხრეთით. გავემგზავრეთ „პუშკინით“, ახალი, ჩინებული, მარმარილოს სალონებითა და მშვენიერი კაბინებით აღჭურვილი ხომალდით, რომელიც აგებული იყო ნიუკასლში რუსული კომპანიისთვის. ფეოდოსია დილით 7:30 ზე დავტოვეთ და ჩავედით დანიშნულების ადგილას შემდეგ დღეს. შავი ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზღვაში შეჭრილ დაბლობზე, რომელიც, სავარაუდოდ, ფორმირებულია რამდენიმე მილით სამხრეთით ზღვაში ჩამდინარე ჭოროხის მიერ, არის პატარა დასახლება ბათუმი. ეს ველი გადაჭიმულია ერთი მილის სიგრძეზე ჩრდილო-აღმოსავლეთით გორაკების ძირებამდე. ის მოულოდნელად წყდება და ყურე აღმოსავლეთით კლდეებამდე იჭრება მასში. ადგილი ზღვით მარტივი მისადგომია, წყალი ღრმაა სანაპიროსთან. დიდ გემებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეუძლიათ ამ ყურეში შესვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შ...

გურული ცეკვა

დიმიტრი ბაქრაძე გურული ცეკვის შესახებ 1873 წელს 7 აგვისტოს ღამე გურიაში ბახვის ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად გავათიე ერთი ადგილობრივი მღვდლისას, ხოლო მეორე დღეს წირვის შემდეგ სადილად მიმიპატიჟა. ბახვისწყლის მარჯვენა ნაპირზე თავად დ. კ. გურიელის მოურავმა ბახუტაძემ. მასთან 60 კაცზე მეტმა მოიყარა თავი. ბახუტაძის ოჯახში მე ვნახე გურულთა ცეკვა-თამაში, სწორედ იმ სახით, როგორც იგი აღწერა გურიაში დიდი ხნიდან მცხოვრებმა გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკის“ კორესპოდენტმა. ეს ცეკვა-თამაში კარგად ახასიათებს გურულის მკვირცხლ ბუნებას, ყველასთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს საშიში ცეკვა ხანჯლებით, რაცა თუ არ ვცდებით მხოლოდ გურიაში იციან ტიფლისკი ვესტნიკიდან შემოკლებით მომყავს ის ადგილები, რომლებიც ამ საგანს ეხება: საეკლესიო დღესასწაულები, ამბობს კორესპოდენტი, როგორც გურიაში, ისე ყველგან საქართველოში სახალხო ზეიმია, რომელსაც არა მარტო ახლო-მახლო სოფლებიდან და ქალაქებიდან ესწრებიან, არამედ სხვა გუბერნიებიდან და რამდენიმე ათეული ვერსიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი კვირით ადრე იჭერს თადარიგს....

ოზურგეთის შენობები

(ქრონოლოგიური სია ფოტოებით) ოზურგეთის დღევანდელი არსებული განაშენიანება თითქმის მთლიანად საბჭოთა პერიოდისა, თუ არ ჩავთლით რამდენიმე ქუჩას, რომელსაც გასაბჭოებამდე არსებული მოხაზულობა უნდა ჰქონდეს შემორჩენილი, შენობები კი იქაც საბჭოთა პერიოდისაა. ქალაქის ლამის ერთადერთი გასაბჭოებამდე აშენებული შენობა 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე დიმიტრი გურიელის სასახლე, სადაც ახლა შემოქმედელი ეპისკოპოსის რეზიდენცია არის, და მის გვერდით მდებარე ძველებური გურული ოდა-სახლია, რომელშიც მუზეუმია განთავსებული. არაა გამორციხული, კერძო სახლებს შორისაც  იყოს გასაბჭოებამდე აშენებული ერთი-ორი სახლი შემორჩენილი. ქვემოთ კი მოცემულია ოზურგეთში დღემდე მდგარი (და ზოგი დანგრეული) შენობის სია ქრონოლოგიურად. სია, ცხადია, არაა სრული. როგორც უკვე ვთქვი, ამ შენობების უდიდესი უმრავლესობა საბჭოთა პერიოდზე მოდის. დამოუკიდებლობის შემდეგ, 2000-იან წლებში ქალაქში რამდენიმე შენობა აშენდა და ისიც სიმბოლურია, თუ რა შენობებია ეს.  1873: დიმიტრი გურიელის სასახლე (რეკონსტრუქცია 1974, 2007) გასაბჭოებამდე პერიოდი...