Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2015

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი

ტროლეიბუსი ოზურგეთში

ტროლეიბუსის იდეა 1880 წელს ვილჰელმ ფონ სიმენსმა ინგლისურ ჟურნალში აღწერა, ხოლო 1882 წლის 29 აპრილს მისმა ძმამ, ვერნერ ფონ სიმენსმა ბერლინში განახორციელა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობად ტროლეიბუსი მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისიდან იქცა. საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ელექტროტრანსპორტის მხრივ. საქართველოს 12 ქალაქში მოძრაობდა ტროლეიბუსი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისათვის, სომხეთში ტროლეიბუსი იყო 2 ქალაქში, აზერბაიჯანში - 5 ქალაქში, ბელორუსიაში - 7 ქალაქში. ოზურგეთში ტროლეიბუსის ხაზის მოწყობის იდეა 1960-იანი წლებიდან გაჩნდა. გასაყვანად მუშაობა 1978 წლიდან დაიწყო. გაფართოვდა 1905 წლის ქუჩა 3-4 მეტრით, ამისთვის დაიხურა სანიაღვრე არხები ქუჩის გასწვრივ.  მოეწყო ბაზალტის ბორდიურები. დაიდგა განათების ახალი ბოძები, რომლებიც გამოყენებული იქნა ტროლეიბუსების ხაზისთვის. არსებობდა იდეა, რომ ამ ქუჩის ყველა ჭიშკარი ყოფილიყო სტანდარტული, სიმეტრიული მარტივი კონსტრუქციის, მაგრამ ეს იდეა არ განხორციელებულა. 1980 წლის

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. გვარები ლომჯარია, ჭანტურია, კვირკველია, გაგუა, გოგუა, აფხაზავა და ა. შ. ჰიდრონიმები : ორაგვისღელე, ოჩოჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულებდა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში და ამით აიხსნება ქალაქის ს

ოსმალეთის შემოჭრა გურიაში 1918

წინაპირობები პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ზავის მიხედვით რუსეთის იმპერიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაებრუნებინა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რუსეთის იმპერიისგან და მას მართავდა ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის მარტში დაიწყო მოლაპარაკებები ტრაპიზონში. ოსმალეთის მოთხოვნა, გარდა სამი ოლქის გადაცემისა, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოლაპარაკებას თავდაპირველად დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო. მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. ამ ბლოგში აღწერილია გურიის ფრონტზე მომხდარი მოვლენები მეტწილად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ნაწილობრივ ვალოდია გოგუაძის  მოგონებებზე დაყრდნობით. მდგომარეობა ფრონტის ხაზზე 1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქში მდგარი