Skip to main content

Posts

Showing posts with the label Ozurgeti

გურია - ჟოზეფ დე ბაის ფოტოები / Photographs of Guria by Joseph de Baye

ჟოზეფ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები ოზურგეთის მაზრაში, 1899 წელი ფოტოები აღებულია აქედან

მე-18 არმიის მუზეუმის გახსნა ოზურგეთში / Museum of 18th Army Opening

1981 წელს მახარაძეში გაიხსნა მე-18-ე არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი, მუზეუმი 1878-81 წლებში შენდებოდა. მე-18 არმიის სარდალი იყო კონსტანტინე ლესელიძე, გურიიდან, რომელიც ხვარბეთში დაიბადა და ოზურგეთში გაიზარდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ ლეონიდ ბრეჟნევი იყო მე-18 არმიის პოლიტიკური მდივანი მეორე მსოფლიო ომის დროს. საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში, მაგ ნოვოროსკიისკში იყო ასეთივე მუზეუმი (1982 წ.). მუზეუმის მშენებლობას შეეწირა ქალაქის ცენტრის მანამდე არსებული, თუმცა არც ისე ძველი შენობები: რესტორანი „იზაბელა“ და თეატრის, მოგვიანებით კულტურის სახლის შენობა. მშენებლობას წინ უძღოდა შესაბამისი პროპაგანდა . 1981 წლის 18 დეკემბერს გახსნას ესწრებოდა ცკ-ს პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე. დღეს ამ შენობაში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია განთავსებული.

ქორეოგრაფიული სტუდია ოზურგეთში / Dance School in Ozurgeti

სუხიშვილების სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია მახარაძეში 1986 წელს ჯუმბერ დუნდუამ გახსნა. სტუდიის გახსნას ნინო რამიშვილი ესწრებოდა. რამდენიმე ფოტო გახსნის დღიდან. ფოტოები მახარაძის რაიონის აღმასკომის კულტურის განყოფილების არქივიდანაა.

ლადო მალაზონიას გურია / Paintings of Guria by Lado Malazonia

ლადო მალაზონია ოზურგეთელი მხატვარი იყო. მას ოზურგეთისა და გურიის არაერთი ხედი და პეიზაჟი ეკუთვნის. აქ წარმოდგენილი ნახატები აღებულია ოზურგეთის სურათების გალერეის მიერ გამოცემული კატალოგიდან და გაზეთ „ლენინის დროშის“ არქივიდან. ოზურგეთი / Ozurgeti დრამატული თეატრის დარბაზი „ახალი მახარაძე“ დიმიტრი გურიელის სასახლე გურიელის სასახლის გალავნის ნანგრევები და დრუჟინა ხედი დიმიტრი გურიელის სასახლიდან გურიის პროსპექტი ჭა ქალაქის შემოსასვლელში „ექადია ოციან წლებში“ ძველი ოზურგეთი ძველი თეატრი ანასეული ძველი ოზურგეთი ნასაკირალი / Nasakirali გურიის სოფლები / Villages of Guria Khvarbeti Likhauri შემოქმედი / Shemokmedi Laituri ძველი გურია ასევე იხილეთ: ანტონ გოგიაშვილის გურია