Skip to main content

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei.

რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი

ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან ამინდში სახლიდან სახლში და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქუჩები შევსებული და მოკირწყლულია, ბაყაყების მხიარული ყიყინი მაინც ისმის ქუჩების ზედაპირიდან და ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ძნელად მოიძებნება დედამიწაზე სხვა ასეთი სამოთხე ამფიბიებისთვის.

ფოთი საკუთარ კეთილდღეობას, თუ არა საერთოდ არსებობას, უნდა უმადლოდეს კალამს, რადგან როდესაც თურქეთმა რუსეთს ადრიანოპოლის შეთანხმებით დაუთმო ტერიტორია ყარსსა და ზღვას შორის, საზღვარს, საერთო შეთანხმებით, მდინარე ჭოროხზე უნდა გაევლო და ამ შეთანხმებით რუსეთი ბათუმის ხელსაყრელ ნავსადგურს მიიღებდა. მაგრამ მხოლოდ შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საზღვრად ხელშეკრულებაში ჩაწერილი იყო მდინარე ჩოლოქი, რომელიც ბათუმიდან თვრამეტი მილის დაშორებით მიედინება. ბათუმი დაიკარგა და მის ნაცვლად დარჩა ფოთი. მკაცრად რომ ვთქვათ, არ არის სწორი, ვთქვათ, რომ ფოთის ნავსადგური მოუხერხებელია ნაოსნობის მიზნებისთვის, რადგან არავითარი ნავსადგური არ არსებობს, მხოლოდ სრულიად დაუცველი და წყალმცირე საზღვაო რეიდი, რის გამოც ნებისმიერი ზომის ხომალდი იძულებულია ღუზა ჩაუშვას სანაპიროდან საკმაოდ მოშორებით. არხი რიონამდე, ეს მდინარე, რომელზეც მხოლოდ ბრტყელძირიან ნავებს შეუძლიათ ნაოსნობა, დაკეტილია ძელით, წყლის სიღრმე ოთხიდან ხუთ ფუტამდეა და არხი ხშირად ხდება საშიში ძლიერი ღელვის გამო. აქედან გამომდინარე ფოთის საზღვაო პოზიცია ბრწყინვალე არ არის და დიდი დაშორება სოხუმ-კალედან, რომელსაც აქვს სათანადოდ კარგი რეიდი, აქამდე ხელს უშლიდა მას, გამხდარიყო კავკასიის ჭიშკარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ 1864 წლამდე სოხუმ-კალე იყო ურჩი ტომების ცენტრი, მაშინ როდესაც ფოთი მისი გურულ-მეგრული მოსახლეობით არ იძლეოდა წუხილის საბაბს. არ უნდა დაგვრჩეს შეუმჩნეველი კიდევ ერთი გარემოებაც, კერძოდ ის რომ მდინარე ფოთთან ქმნის პრაქტიკულ გზას სამეგრელოს სხვაგვარად გაუვალ ჭაობიან ტყეებში. ფოთში ნავსადგურის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ გადადებულია თუ ეს განზრახვა რეალურად არსებობდა, მისი აღსრულება დაბრკოლდა იმ დიდ დანახარჯებზე შიშის გამო, რასაც აუცილებლად გამოიწვევდა კაშხლებისა და დრენაჟების მოწყობა. საინტერესოა რომ მშენებლობა იყო დაწყებული, ოღონდ არასწორი ბოლოდან, ზღვაში, დიდი დანახარჯებით აშენდა რკინის პირსი, რომელზეც არცერთ გემს არ შეუძლია მიდგომა და რომლის ნაწილი ტალღებმა უკვე გაანადგურა.

ფოთში ყველაზე ცუდი - ეს კლიმატია. ვერცერთი ევროპელი, რომელმაც აქ ღამე გაათია, ვერ გადაურჩა ციების შეყრას, არც ჩვენ ვიყავით სხვებზე უფრო იღბლიანები და ჩვენი ჩამოსვლის პირველივე საღამოს ვგრძნობდით რომ ვსუნთქვდით დაავადების მიკრობებს მკვრივი ნისლიანი ჰაერიდან, რომელიც ყარდა სააბაზანოსავით, კვირეების განმავლობაში რომ არ განიავებულა. სამართლიანად შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სხვა შემაწუხებლების, როგორიცაა კოღოები და სახლის მწერები, დამატება აღარ იყო აქ სასურველი და ღამის განმავლობაში მოგზაურს შეუძლია საკუთარი გემოვნებით ყურადღება მიუძღვნას მწერებს საწოლში, ვირთხებს ოთახში ან ბაყაყებს ფანჯარასთან. ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება ფოთის აღწერისას არ ვახსენო სასიამოვნო საღამო, რომელიც კავკასიაში პირველად იქ გავატარე. გემიდან დაშვებისას გადავეყარე პეტერბურგელ ნაცნობს, პრინც გაგარინს, რომელიც ქუთაისში მუშაობს და იმ დროს ფოთში იმყოფებოდა. პრინცისა და სხვა ჯენტლმენების გარემოცვაში, რომელთა ნაწილი გემზე და ნაწილი ქალაქში გავიცანი და რომელთა უმრავლესობა კავკასიას წლებია იცნობს, ჩვენ გავატარეთ მხიარული საღამო, რომლის განმავლობაში მე და ჩემმა კომპანიონებმა შევაგროვეთ ჩვენი ტურისთვის ძალიან ღირებული ინფორმაცია. ჩვენ ველოდით სუფრაზე მხოლოდ კახურ ღვინოს ბოდენშტედტისა და მირზა შაფის წარმომადგენლებისგან და დიდად გაოცებულები დავრჩით როცა ვიხილეთ ექსკლუზიურად წარმოებული ბორდოს ღვინო - ღვინო, რომელიც სწორი ოდენობით მიღებისას ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ციების პროფილაქტიკისთვის. ამის შემდეგ გავისეირნეთ ბოტანიკურ ბაღში - კარგად მოწყობილ პატარა პარკში, სადაც სამხრეთული მცენარეების ჩვენთვის მხოლოდ სათბურებიდან ცნობილი ყველა სახეობა საოცარი სურნელებით ყვავის. ვერ შევამჩნიე მხოლოდ პალმის ხე და ჩემდა გასაოცრად შევიტყვე, რომ მიუხედავად ზაფხულის ცხელი და ზამთრის რბილი კლიმატისა ის აქ არ ხარობს. სეირნობისას პირველად მოვისმინე ქართულ ენაზე საუბარი და მალევე უარვყავი ამ დიალექტის სწავლის სამომავალო განზრახვა მას შემდეგ, რაც ვაწამე ენა წარმოთქმაზე ისეთი სიტყვებისა როგორიც იყო რვა, ცხრა და ოთხმოცდაათი. სასტუმროში გატარებული ღამე იყო საშინელი, ბუმბულის თბილი საწოლები, დაბურული ნისლი, ფანჯრის გაღების შეუძლებლობა ციების შიშის გამო და ლეგიონები ჩვენი ამ ქვეყანაში ჩამოსვლით გახარებულნი მწერებისა.

შემდგომ დილით ჩემმა თანამგზავრებმა ვერ თქვეს უარი დილის ცურვაზე შავ ზღვასთან გამომშვიდობებამდე. მე არ მივბაძე მათ მაგალითს წინა საღამოს მიღებული გაფრთხილების გამო და სავარაუდოდ ამ გარემოების წყალობით ციება ჩემ თანამგზავრებთან შედარებით მარტივად გადავიტანე. 

დილის 8:30 წუთზე გადიოდა სპეციალური მატარებელი, რომელსაც რკინიგზის ოფიციალური პირები უნდა გადაეყვანა თბილისში და ჩვენ მივიღეთ ნებართვა ქუთაისამდე დავმგზავრებოდით მათ, შედეგად ვიზრუნეთ, რომ დროულად ვყოფილიყავით რიონის ნაპირებზე, რათა [ბორნით] გადავეყვანეთ რკინიგზის სადგურზე, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს; მაგრამ დანიშნული დროისთვის ორ ნაპირს შორის მცურავი ბორანი არ იყო მზად ჩასხდომისთვის. თანდათან ბორანზე მოგროვდა მგზავრების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ყველა ერთნაირად იყო განწყობილი, რომ ესარგებლა ამ მოხერხებული ტრანსპორტით თბილისში ჩასასვლელად, მაგრამ სადგურ ყვირიალმდე შემადგენლობის მხოლოდ მესამედი იყო ღია სამგზავრო გადაყვანებისთვის. რკინიგზის ოფიციალურმა პირებმა გამოიჩნეს ადამიანურობა და შემადგენლობა გაზარდეს ექვს ვაგონამდე, რაც კავკასიის რკინიგზისთვის აქამდე არნახული იყო.

ფოთის რკინიგზის სადგური ძალიან უბრალოა. ის შედგება ორი, ღია და დახურული ფარდულისგან და ორივე ისე ახალია, რომ ჯერ კიდევ წკრიალებს სისუფთავისგან. მას ასევე აქვს რესტორანი, რომელიც გამაგრილებელი სასმელების არჩევანით გერმანულსაც კი აჯობებს.





Comments

Popular posts from this blog

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

ოზურგეთის ქუჩების სახელდებისთვის

ტოპონიმები გეოგრაფიული ადგილების, ქალაქების, სოფლების, ქუჩების, უბნების დასახელებებია . ტრადიციული ტოპონიმები, რომლებიც ბუნებრივად, ძალდაუტანებლად შეარქვა მათ ხალხმა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. როგორც წესი, ისინი დაკავშირებულნი არიან ხალხის ცხოვრებაში მომხდარ ისტორიულ მოვლენასთან, ამ ხალხის გამოჩენილი ადამიანის სახელის პატივისცემასთან, კონკრეტული ადგილის ნიშანთვისებასთან და სხვ. ამიტომ ტოპონიმების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის საზოგადოების მიზნებსა და ღირებულებებზე, რომლის დროსაც გაჩნდა ესა თუ ის დასახელება. ამ მხრივ საინტერესოა ოზურგეთის ურბანონიმების ისტორიაც. ამ პატარა ქალაქის ზოგიერთმა ქუჩამ 100 წლის მანძილზე 5-ზე მეტჯერ შეიცვალა დასახელება. ქალაქის საწყისებთან ოზურგეთის, როგორც ქალაქის არსებობა გვიან ფეოდალური ხანიდან დასტურდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქსა და მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ამას ადასტურებს ქალაქში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ამ დროს ოზურგეთი პატარა ფეოდალური ტიპის ქ...

გურიის ისტორია რუკებით / Historical Maps of Guria

დ გიიომ დელილის რუკა, 1723 წ. დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშაა. რუკაზე აღნიშნულია გურია და მისი მნიშვნელოვანი პუნქტები: ოზურგეთი, შეკვეთილი, ქობულეთი ოსმალეთი აზიაში, ჰერმან მოლი, 1736 წ. რუკაზე აღნიშნულია „გურიელი“ ვახუშტი ბატონიშვილის რუკა, 1740-იანი წლები, გურია მარცხნივ ქვემოთ, მწვანე ფერით. ამ პერიოდში გურია ცალკე სამთავროა ემანუელ ბოუენის რუკა, 1747 წ. გურიაში ჩანს შეკვეთილი, ქობულეთი, გონიო, ხოფა 1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ჩმოულეთი (?), ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე უილიამ ფადენი, 1785 წ. ლუი ვივიენ დე სან-მარტინი, 1787 წლის რუკა რიგობერტ ბონი, 1787 წ ჟან-პიერ ბურინიონის რუკა, 1794 წ. გურიის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი, ქობულეთი, შეკვეთილი, გრიგოლეთი. ოზურგეთი. გურიას და ოსმალეთს შორის საზღვარი გონიოზე გადის. კავკასია 1799 წელს. გურია ოსმალეთის იმპერიაშია ნაჩვენები, თუმცა ფორმალურად ის დამოუკიდებელი სამთავროა და მას რ...

მეგრული ტოპონიმები და გვარები გურიაში

გურია, სანამ გურულების წინაპარი მესხების ერთი ნაწილი ამ ტერიტორიაზე დასახლდებოდა, ეკავათ ზანურ (მეგრულ-ლაზურ) ენაზე მოსაუბრე ხალხს. ეს არის ახსნა იმისა, თუ რატომაა ხშირი გურიაში ზანური წარმოშობის ტოპონიმები, ასევე მეგრული დაბოლოების მქონე გვარები. მეგრულ-ლაზური ტოპონომიკა დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე VII-VIII საუკუნეების შემდეგ თანდათანობით ჩაანაცვლა ქართულმა, თუმცა ცალკეული ტოპონიმი მაინცაა შემორჩენილი. ამის მიზეზი იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე ტომების ლტოლვა მესხეთიდან ზღვისკენ, რაც განპირობებული იყო ერთი მხრივ ამ ხალხების მიერ ზღვაზე გასასვლელის ძიებით, ხოლო მეორე მხრივ, ქართლში არაბთა შემოსევებით. ( ჯავახიშვილი ი. , ქართველი ერის ისტორია წ I, 1960;  მაკალათია ს.,„სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“; 1941 ) ჰიდრონიმები : ორაგვისღელე , ოჩორჩხა (მთისპირი), ოკვანე, ოსკოჭინე (ჩაისუბანი) ოყვავილა (ქვემო აკეთი) ქალაქების და სოფლების დასახელებები: ოზურგეთი - მეგრული თავსართი „ო“ შეესაბამება ქართულ თავსართს „ა“ (ო-ზურგ-ეთი, სა-ზურგ-ეთი). ოზურგეთი და მისი შემოგარენი ზურგის ფუნქციას ასრულ...

გურული რევოლუციონერები

ძმები ქადეიშვილები           მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ ცნობილი რევოლუციონერები ძმები ქადეიშვილები. ალექსანდრე ქადეიშვილის 11 შვილს შორის იყო ხუთი ძმა: ლევარსი, ვლადიმერი, გიორგი, დათა, სიო.     უფროსი ძმა, ლევარსი იყო მუშა ბათუმის როტშილიდს ქარხანაში. მონაწილეობდა 1902 წლის 9 მარტს გამართულ ბათუმის მუშათა მასობრივ გაფიცვაში. 1905 წელს მოკლეს მთავრობის მოსყიდულმა პირებმა. ამას თან დაერთო უმცროსი ძმის ვლადიმერის სიკვდილი.     გიორგი იყო მიქელგაბრიელის საზოგადოების გლეხების რევოლუციური ხელმძღვანელი 1901-1902 წლებში. 1903 წელს ოჯდა ქუთაისის ციხეში. გადაასახლეს არხანგელსის გუბერნიაში, იქედან დაბრუნდა მძიმედ დაავადადებული, გადაიცვალა 1931 წელს.  დათა ქადეიშვილი 1900 წლიდან 20 წლის ასაკში ძმების მეშვეობით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1903-1904 წლებში გლეხებისგან შეადგინა პარტიზანული რაზმები გურიის რევკომის დავალებით. 1905 წლის 1 იანვარს ზედუბნის ეკლესიის წინ აღმართა წითელი დროშა და გამოაკრა პრო...