თებერვალი, 1905 ცნობის ფურცელი N2739, 10 თებერვალი კავკასიის უმაღლესი მთავრობა გურიაში ჰგზავნის ისეთ კაცს, რომელიც ამ კუთხის ცხოვრებას იცნობს. გაგზავნილმა უნდა გამოირკვიოს ეკონომიკური მდგომარეობა მცხოვრებთა და შეიმუშაოს ზომები იმათ კეთილდღეობის მოსაწყობად. სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. ამბობენ, ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, ოზურგეთში შესვლა საშიშიაო. ხმა დადის, ოზურგეთის მაზრის მთელი პოლიცია სამსახურს თავს ანებებსო. უკვე წასულა სამსახურიდან სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს ბოქაულის კვაშალის სახლს ბერდანები დაუშინეს. ესროლეს 35 ტყვია. არავინ მომკვდარა და არც დაჭრილა. როგორც გვატყობინებენ ოზურგეთში ორი დარაჯი მოუკლავთ. მკვლელებს ბერდანას თოფები აუღიათ და დამალულან. მოგზაური N5, 13 თებერვალი გურია (გვ 54-55). ავტ: პ. მხიარულიძე შინაარსი : გურიის გლეხთა მოძრაობის მოკლე ისტორია 1902 წლიდან, სამკითხველოების დახურვა „გურულები წიგნის კითხვამ გადარიას“ გამო, ბაჟების სიმძიმე, 1903-04...