Skip to main content

Posts

Showing posts with the label ოსმალეთი

ახალციხის ფაშა მოკავშირეობას სთხოვს გურიელს

ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილი 1813 წლის 10 ნოემბერს წერილით სთხოვს მამია V გურიელს მოკავშირეობას. მამია გურიელს ამ დროს უკვე დადებული აქვს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის ფიცი ყოვლად ამაღლებული და დიდებით სავსე, ცათა სწორი ხელმწიფებთ ხელმწიფისაგან სამართლად პატივცემული, ჩილდირისა, ახალციხისა და მისი ალეიათის მპყრობელი, ბათუმისა და ზღვის კიდეთა სხვათა და სხვათა უფლებათა მქონებელი, დიდებული და ბედნიერი ვეზირი სამ-თუღიანი სელიმ-ფაშა მოგახსენებთ ჩემს საყვარელს და უერთგულესს შვილს მამია გურიელს დიაღ სიყვარულით მოკითხვას მოგახსენებთ მერმეთ, ჩემო საყვარელო შვილო მეფე სოლომონი ჩემ ძმა საზინადარ-ოღლი სულეიმან-ფაშასთან მოსულა და ამიტომ მოგახსენებთ ამ წერილითა, რომ თუ ჩემი მამა-შვილობა გაქვს და ჩემგან არ გაგივლია, მეფე სოლომანს ნახამ და სულეიმან-ფაშასაც შეეყრები და მათ საქმესა და სამსახურზედ მუყაითი გაუხდები, რომ ჰამ ხემწიფის სამსახურია და ჰამ ჩვენი მოყვრობა და მამაშვილობა ამ საქმით გამოცხადდება და ღვთით ჩემი ხელმწიფის წყალობაც შენზედ იქმნება და ჩემიც უკეთესი ერთგული საყვარელი იქმნე...

ბათუმი 1887 წელს

ბერლინის საზავო ხელშეკრულებით ბათუმის, როგორც თავისუფალი პორტის რუსეთისთვის დათმობამ ხალხის გაოცება გამოიწვია. ეს იყო ლორდ ბეკონზფილდის პოლიტიკის ტრიუმფი! ცნობისმოყვარეობამ და ამ ადგილის ნახვის სურვილმა წაგვიყვანა ჩვენ ფეოდოსიიდან თითქმის 300 მილის სამხრეთით. გავემგზავრეთ „პუშკინით“, ახალი, ჩინებული, მარმარილოს სალონებითა და მშვენიერი კაბინებით აღჭურვილი ხომალდით, რომელიც აგებული იყო ნიუკასლში რუსული კომპანიისთვის. ფეოდოსია დილით 7:30 ზე დავტოვეთ და ჩავედით დანიშნულების ადგილას შემდეგ დღეს. შავი ზღვის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ზღვაში შეჭრილ დაბლობზე, რომელიც, სავარაუდოდ, ფორმირებულია რამდენიმე მილით სამხრეთით ზღვაში ჩამდინარე ჭოროხის მიერ, არის პატარა დასახლება ბათუმი. ეს ველი გადაჭიმულია ერთი მილის სიგრძეზე ჩრდილო-აღმოსავლეთით გორაკების ძირებამდე. ის მოულოდნელად წყდება და ყურე აღმოსავლეთით კლდეებამდე იჭრება მასში. ადგილი ზღვით მარტივი მისადგომია, წყალი ღრმაა სანაპიროსთან. დიდ გემებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეუძლიათ ამ ყურეში შესვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შ...

როგორ დაკარგა გურიამ ქობულეთი

გურია, ტრადიციულად, სამ ნაწილად იყოფოდა: ზემო, შუა და ქვემო გურიად. ქვემო გურია - ტერიტორია მდინარეებს, ჩოლოქსა და ჭოროხს შორის, დაახლოებით ემთხვევა დღევანდელი ქობულეთის რაიონს. ქვემო გურია გურიის სამთავროს ოსმალეთის იმპერიამ 1770-იან წლებში წაართვა და საზღვარმა მაშინ მდინარე ცხრაფონაზე გაიარა. ოსმალეთმა ეს ტერიტორია შეინარჩუნა ერთი საუკუნის განმავლობაში, 1878 წლამდე, მანამ, სანამ ის რუსეთის იმპერიამ ომის შედეგად არ დაიკავა. 1804 წელს რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გურიის სამთავროთურთ მფარველობაში მიიღო. რუსეთს მაშინვე გაუჩნდა პრეტენზიები ბათუმზე. საქართველოს მთავარმართებელი პავლე ციციანოვი სწერდა რუსეთის ელჩს სტამბულში, ანდრეი იტალინკსკის, რომ ეზრუნა ბათუმის რუსეთისთვის შეერთებაზე, რადგან ბათუმი გურიის სამთავროს ეკუთვნოდა, გურიის სამთავრო კი ახლა რუსეთს ეკუთვნისო. გურიის სამთავროს საზღვრების შესასწავლად გურიაში ჩავიდა პიოტრ ლიტვინოვი, რომელსაც ქაიხოსრო და მამია გურიელებმა მოახსენეს, რომ კინტრიში, ციხისძირი, ჩაქვი და ბათუმი გურიის სამთავროში შედიოდა. ლევან გურიელმა ...

აბდულ-აღას ლაშქრობა გურიაში

მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში , რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან...

ოსმალეთის შემოჭრა გურიაში 1918

წინაპირობები პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წელს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ზავის მიხედვით რუსეთის იმპერიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაებრუნებინა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რუსეთის იმპერიისგან და მას მართავდა ამიერკავკასიის სეიმი. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით. ამ მიზნით 1918 წლის მარტში დაიწყო მოლაპარაკებები ტრაპიზონში. ოსმალეთის მოთხოვნა, გარდა სამი ოლქის გადაცემისა, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ამ მოლაპარაკებას თავდაპირველად დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ოსმალეთის არმიამ სადავო ტერიტორიების დასაკავებლად საომარი მოქმედებები დაიწყო. მარტში ოსმალეთის მე-9, მე-6 და მე-3 არმიებმა მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით კავკასიას შეუტიეს. ამ ბლოგში აღწერილია გურიის ფრონტზე მომხდარი მოვლენები მეტწილად გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ნაწილობრივ ვალოდია გოგუაძის  მოგონებებზე დაყრდნობით. მდგომარეობა ფრონტის ხაზზე 1918 წლის 31 მარტს ოსმალებმა აიღეს ბათუმი. ქალაქ...