Skip to main content

Posts

Showing posts with the label ივერია

აბდულ-აღას ლაშქრობა გურიაში

მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში , რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან...

ქართული პრესის ბიბლიოგრაფია გურიის რესპუბლიკის შესახებ 1905-1908

თებერვალი, 1905 ცნობის ფურცელი N2739, 10 თებერვალი   კავკასიის უმაღლესი მთავრობა გურიაში ჰგზავნის ისეთ კაცს, რომელიც ამ კუთხის ცხოვრებას იცნობს. გაგზავნილმა უნდა გამოირკვიოს ეკონომიკური მდგომარეობა მცხოვრებთა და შეიმუშაოს ზომები იმათ კეთილდღეობის მოსაწყობად. სამ თებერვალს ოზურგეთში უნდა შესდგომოდა საქმეების განხილვას ქუთაისის ოლქის სასამართლოს სესია. ამბობენ, ადმინისტრაციამ აცნობა სასამართლოს, ოზურგეთში შესვლა საშიშიაო. ხმა დადის, ოზურგეთის მაზრის მთელი პოლიცია სამსახურს თავს ანებებსო. უკვე წასულა სამსახურიდან სუფსის ბოქაული ქავთარაძე. 3 თებერვალს ბოქაულის კვაშალის სახლს ბერდანები დაუშინეს. ესროლეს 35 ტყვია. არავინ მომკვდარა და არც დაჭრილა. როგორც გვატყობინებენ ოზურგეთში ორი დარაჯი მოუკლავთ. მკვლელებს ბერდანას თოფები აუღიათ და დამალულან.   მოგზაური N5, 13 თებერვალი გურია (გვ 54-55). ავტ: პ. მხიარულიძე   შინაარსი : გურიის გლეხთა მოძრაობის მოკლე ისტორია 1902 წლიდან, სამკითხველოების დახურვა „გურულები წიგნის კითხვამ გადარიას“ გამო, ბაჟების სიმძიმე, 1903-04...