Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2014

დაკრძალვა გურიაში / Funeral in Guria

დაკრძალვის ცერემონია, ეთერ კვაშალის საოჯახო ალბომიდან, სოფელი ბოხვაური. მომაწოდა მამუკა ახალაძემ

მწვანე ოქროს ქვეყანა

პირველი ნაბიჯები გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს  მამია მეხუთე გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.  15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის,  ფორთოხლის ა და  ლიმნის  გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში. მიხეილ ერისთავის ჩაი მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადარჩენილი ბუჩქი გადარ

მახარაძე გენიჩესკის მეგობრობა

საბჭოთა პეროდში მახარაძის რაიონი დამეგობრებული იყო უკრაინის სსრ ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონთან. მახარაძის რაიონის სოფლები, ნატანები, სილაური და სხვ. ჩართულნი იყვნენ გენიჩესკის რაიონის კოლმეურნეობებთან შეჯიბრებაში. მეგობრობის ამსახველი რამდენიმე ძველი ფოტო კოლმეურნეობა „ვოლნა რევოლუციის“ წარმომადგენლები ბახვის მარქსის სახელობის კოლმეურნეობაში ქალაქ მახარაძეში სასტუმროს მარჯვნივ მდებარე სკვერში დაიდგა მეგობრობის ძეგლი: ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პურის ძნა ქართველ და უკრაინელ ხალხთა მეგობრობის ძეგლი, რომელიც ახლაც დგას კულტურისა და დასვენების პარკში, მეოთხე სკოლის წინ