Skip to main content

Posts

Showing posts with the label ლიხაური

ხატები გურიიდან / orthodox icons from Guria

გურიაში, რომელიც არ გამოირჩეოდა ეკლესიათა არქიტექტურით და სიძველით, ინახებოდა მრავალი უნიკალური და ძვირფასი ხატი. გურიის ხატები ფირზე აღბეჭეს რუსმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ნიკოდიმ კონდაკოვმა 1890 წელს, ასევე დიმიტრი ერმაკოვმა. ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, კონდაკოვის ფოტო ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, ერმაკოვის ფოტო ხატის ჩარჩო, შემოქმედი ხატი შემოქმედიდან ღვთისმშობელი, შემოქმედი ღვთისმშობელი, შემოქმედი, ხატზე არსებულ წარწერებში იხსენიებოდნენ მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ვახტანგ I გურიელი, მისი მეუღლე თამარ ათაბაგი და ძე ქაიხოსრო I გურიელი. წმინდა გიორგის ვერცხლის პერანგიანი ხატი, ლიხაური ღვთისმშობელი, ლიხაური, ხატზე არსებული წარწერა იხსენიებდა ქორონიკონს 1352 და კახაბერ I გურიელს, გურიის ერისთავს ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის ზურგი, ერმაკოვის ფოტო ღვთისმშობლის კიდევ ერთი ხატი ლიხაურიდან მაცხოვრის ხატი ლიხაურის ეკლესიიდან ტრიპტიხი, ჯუმათი ჯუმათის ტრიპტი...

დიუბუა დე მონპერეს გურია/ Guria by Dubois de Montpéreux

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა.  ტექსტი აღებულია აქედან ლიხაური . რაინეგსისა და გიულდენშტედტის მიერ ხოტბაშესხმული ეს ქვეყანა რომ მენახა, რამდენიმე ექსკურსია ჩავატარე. თავდაპირველად გადავწყვიტე მენახა ლიხაური, რომელიც აჭარის მთების მიმართულებით 8 ვერსზე, სიღრმეში მდებარეობს. გადავედით ბჟუჟზე და ლამაზ და მდიდარ ხეობას ავუყევით. იგი ფეტვისა და სიმინდის ყანებით და ვაზებმიშვებული ხეებით იყო დაფარული. აქ მოედინებოდა უამრავი პატარა ღელე, რომლებიც აჭისწყალში ჩაედინებიან. ასეთი რელიეფის მქონე მხარეს, მისი სიგანიდან გამომდინარე, შეიძლება ეწოდოს დაბლობი. აქ წინათ მოწყობილი იყო კარანტინი, რომელიც დღეს, ახალი წესდების თანახმად, გაუქმებულია. ლიხაურის ხეობის სამხრეთით აღმართულია გურიის მთები, რომელთა ძირითადი თხემებიც თოვლით არის დაფარული. მათ მომრგვალებული ფორმა აქვთ და შეფენილნი არიან ტყეებით; მხოლოდ ერთი მწვერვალი, ლიხაურის სამხრეთ-დასავლეთით, გამოირჩევა თავისი პირამიდისებური ფორმით. ეს არის დიდი, პ...

შევარდნაძე გურიაში 1981 / Eduard Shevardnadze in Guria, 1981

1981 წელს მახარაძის რაიონს ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მან 18 დეკემბერს გახსნა მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმი. ამანამდე, სანამ ექვთიმეობა აღინიშნებოდა და ძეგლი გაიხსნებოდა, ლიხაურს ეწვია მაშინდელი საქ. კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 1981 წლის დეკემბერში იყო ჩასული ქალაქ მახარაძეში მე-18 არმიის საბრძოლო დიდების მუზეუმის გასახსნელად. გარდა ლიხაურისა, შევარდნაძე სტუმრობდა ბახვს, სადაც ბახვის მანიფესტის მემორიალი გახსნა. შევარდნაძე ლიხაურში  მარცხნიდან მეორე გენადი კოლბინი - ცეკას მეორე მდივანი, ზურაბ პატარიძე - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაკო ორაგველიძე, ედეუარდ შევარდნაძე, სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძე მარადიულ ცეცხლთან ლიხაურის ცენტრში შევარდნაძე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლთან „ბახვის მანიფესტის მემორიალის გახსნა, მარცხნივ ედუარდ შევარდნაძე, მარჯვნიდან მეორე მამია კილაძე -  გაზეთ „ლენინის დროშის“ რედაქტორის მოადგილე, მარჯვნივ ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი. ბახვი

ექვთიმეობა / Ekvtimeoba

1982 წელს, 30 მაისს ლიხაურში საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივით დაწესდა „ექვთიმეობის“ აღნიშვნა. სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი. ექვთიმეობა 1982 წ, ლიხაურის კულტურის სახლი  საქ. ცკ მდივანი გურამ ენუქიძე და მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი ოთარ თენეიშვილი. აჭის ეკლესია. აჭის ეკლესია აჭის ეკლესია აჭისწყლის ხეობა ფოტოზე ენვერ გოგუაძე, მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი. ოთარ თენეიშვილი მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი, ლევან სანიკიძე,  ანზორ ბურჯანაძე თერჯოლის რაიკომის პირველი მდივანი, უკან აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. ქვა წარწერით აქ აიგება ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი  და მუზეუმის მაკეტი. მუზეუმის აშენება კომუნისტებმა ვერ მოასწრეს. 2010 წელს მუზეუმი აშენდა   სხვა პროექტით 

წიგნის კითხვამ გადარია გურულები

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს,  მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი,  აქვთ თავიანთი სტამბა  და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი , 1895 „გურიაში ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სახელმწიფო საფოსტო განყოფილებიდან ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან“  ლუიჯი ვილარი, ცეცხლი და მახვილი კავკასიაში, 1906 გურიაში წიგნსაცავები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. სწავლას გურული გლეხები ძალიან ეტანებოდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების და სამკითხველოების გახსნისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა. პირველ...