* მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ჯორჯო თუმანიშვილს მარჯორი და ოლივერ უორდროპები გურიას ეწვივნენ 1895 წლის იანვარში. გურიამდე მათ გაიარეს ქუთაისში, სადაც შეხვდნენ გაბრიელ ეპისკოპოსს. მარჯორი უორდროპი გურიის შესახებ ქუთაისელებს დავპირდით, რომ კვლავ დავბრუნდებოდით, დავტოვეთ იქაურობა და ჩვენს თავაზიან მასპინძლებთან ერთად ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს[1] ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი სიკეთისათვის დიდად პატივცემული. იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადმყოფობისა თუ გასაჭირის დროს, მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისათვის. მისი შვილები ისევე თავისუფლა ლაპარაკობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ. ნიგოითიდან ექსკურსიაზე წავედით ჯუმათში. ჯუმათის მონასტერი მაღალ მთაზე მდებარეობს, იქ დაკრძალულია გურიის ზოგიერთი მმართველი. თუმც იანვრის დასაწყისი იყო, ყველგან გაშლილიყო შხამას, ენძელებისა და ფურისულების წარმტაცი ხალიჩა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სილამაზით შხამას ყვავილები, მათი მ...