Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2023

გურიის მთავარი მამია V

იისტორიული ამბავი ვუძღვნი კნ ელეონორა გურიელისას გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიაში" 1902 წელს NN 176-177 I როდესაც მთავარ-მართებელმა ტორმაჩოვმა იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს დღე არ მოუსვენა და ღამე, რომ დეპუტაციის გაგზავნა რუსეთის ხელმწიფესთან, რაც შეიძლება, დაეჩქარებინა, სოლომონ მეფემ ახალი ხელშეკრულობა მოსთხოვა ხელმწიფეს და, სხვათა შორის, ისიც ჩაუწერა, რომ "მათის იმპერატორებითის უდიდებულესობის მოწყალებით იმერეთის სამეფო ჩემს ხელში უნდა იქმნესო და ჩემს სიკვდილის შემდეგ ჩემის შვილებისა  და შთამომავლობის ხელშიო. ჩემის მემკვიდრეების ტახტზედ ასვლის დამტკიცება რუსეთის ხელმწიფის ნება უნდა იყოსო. გურია იმერეთის ნაწილია და ნურასოდეს ნურც განაშორებენო." როგორც ეს მუხლი ახალის ხელშეკრულობისა, ისე მთელი ეს ხელშეკრულობა არ იქმნა შეწყნარებული, რადგან მთავარ-მართებელი ტორმასოვი არ დაეთანხმა ძველ ხელშეკრულობის შეშლას. ამ დროს გურიას, თუმცა იმერეთის ნაწილად ითვლებოდა, გული უფრო ოსმალეთისაკენ ჰქონდა და არა იმერეთისაკენ. ოსმალეთი სულ ახლოს ესაზღვრებოდა გურიას. გურიის მთავრებიც დიდს პატივი