Skip to main content

Posts

Showing posts with the label შემოქმედი

შემოქმედის გლეხების მოთხოვნები

გურიის ამბები შემოქმედი II-22      გურიის დღევანდელ მდგომარეობის გამოსაკვლევად გამოგზავნილი ნ. ა. სულთან კრიმ-გირეი 18 თებერვალს ჩამოვიდა ნატანებში, აქედან ავიდა ქობულეთში ზოგიერთ ცნობების შესაკრებად და 20 მოვიდა ოზურგეთს, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან კერძო საუბრების დროს გაიგო ბევრი რამ გლეხების გაჭირვების და ადგილობრივ ადმინისტრაციის უკანონო მოქმედების შესახებ. ოზურგეთის ინტელიგენციას უნდა წარუდგინოს თავისი მოხსენება გურიის დღევანდელ მოძრაობის შესახებ.      სამშაბათს, 22 თებერვალს, სულთან კრიმ-გირეი გაემგზავრა შემოქმედის საზოგადოების (ს. შემოქმედის, კვირიკეთის, წითელმთის, გოგიეთის, გომის, ფატარის, მაკვანეთის, გორისფერდის) გლეხებთან მოსალაპარაკებლად, რომელნიც შეიკრიბნენ შემოქმედში. ბ-ნ კრიმ-გირეის პოლიციისაგან არავინ არ ახლავს. არც უნდა მიჰმართოს მას რაიმე დახმარებისათვის და ყრილობასაც თვითონ გლეხების შემწეობით მოიწვევს.      შემოქმედში სულთან კრიმ-გირეიმ გლეხებს შემდეგის სიტყვით მიჰმართა:      „მოგესალმებით,...

უორდროპები გურიაში / Wardrops in Guria

* მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ჯორჯო თუმანიშვილს   მარჯორი და ოლივერ უორდროპები გურიას ეწვივნენ 1895 წლის იანვარში. გურიამდე მათ გაიარეს ქუთაისში, სადაც შეხვდნენ გაბრიელ ეპისკოპოსს. მარჯორი უორდროპი გურიის შესახებ ქუთაისელებს დავპირდით, რომ კვლავ დავბრუნდებოდით, დავტოვეთ იქაურობა და ჩვენს თავაზიან მასპინძლებთან ერთად ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს[1] ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი სიკეთისათვის დიდად პატივცემული. იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადმყოფობისა თუ გასაჭირის დროს, მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისათვის. მისი შვილები ისევე თავისუფლა ლაპარაკობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ.  ნიგოითიდან ექსკურსიაზე წავედით ჯუმათში. ჯუმათის მონასტერი მაღალ მთაზე მდებარეობს, იქ დაკრძალულია გურიის ზოგიერთი მმართველი. თუმც იანვრის დასაწყისი იყო, ყველგან გაშლილიყო შხამას, ენძელებისა და ფურისულების წარმტაცი ხალიჩა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა სილამაზით შხამას ყვავილები, მათი მ...

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ უდაბნოს მონასტერი, ამაღლება      სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი . გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. უდაბნოს მონასტერი       ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს. კეცის გამოსატანი ქვაბული  ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი      თავად ნაკაშიძეებს , რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი...

გურიის ეპარქიები

საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის დროს გურიაში (გურიის საერისთავოში) არსებული ეპარქიების, ან ამა თუ იმ ეპარქიასთან მიკუთვნებულობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს გურიის სამთავრო გურიის სამთავრო, როგორც ცალკე პოლიტიკური ერთეული, გაჩნდა XV საუკუნის მეორე ნახევარში. პოლიტიკური განცალკევებისთვის ბრძოლის ნაწილი იყო გურიაში საეპისკოპოსოების შექმნა. ამისთვის ძალისხმევა გურიის ერთ-ერთმა პირველმა მთავარმა, გიორგი გურიელმა და მისმა მეუღლე ელენემ გასწიეს. ასე ჩნდება 1470-იან წლებში ჯუმათის, შემოქმედისა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოები. ჯუმათის საეპისკოპოსოში შედიოდა მდინარე სუფსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, შემოქმედის საეპისკოპოსოში - სუფსასა და ჩოლოქს შორის, ხინოწმინდის საეპისკოპოსოში კი - ჩოლოქის სამხრეთით მდებარე ტერიტორია. გურიის საეპისკოპოსო ცენტრები შემოქმედელი ეპისკოპოსი ატარებდა მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტულს. XVII საუკუნეში შემოქმედელი ეპისკოპოსი მაქსიმე მაჭუტაძე ამავე დროს იყო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. არქიეპისკოპოსად მოიხსენიებოდა XVIII საუ...

შემოქმედელ გლეხთა აჯანყება 1850

XVII საუკუნის დასაწყისში, სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადმოიტანეს ზარზმის ეკლესიის სიწმინდეები. სპეციალურად ამ სიწმინდეთა მოსათავსებლად ვახტანგ II გურიელმა შემოქმედის ეკლესიასთან ააგო მეორე, ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე კომლი აზნაური და ოთხმოცი კომლი გლეხი შესწირა. XVIII საუკუნის ბოლომდე შეწირულ გლეხებსა და აზნაურებს შემოქმედელი ეპისკოპოსი განაგებდა და ისინი საშემოქმედლო ყმებად იწოდებოდნენ. 1794-1820 წლებში შემოქმედის ეპარქიას და საშემოქმედლო ყმებსაც ქაიხოსრო IV გურიელი განაგებდა და ბეგარა-გადასახდებსაც იღებდა მათგან. 1820 წელს ქაიხოსრო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გაქცეულიყო, რადგან 1819-1820 წლებში იმერეთის აჯანყებას უჭერდა მხარს და აჯანყებულებს იფარებდა.  აჯანყების დამარცხებისა და ქაიხოსროს გაქცევის შემდეგ მისი მამულები ხაზინას დარჩა და გლეხები გადასახადებს უკვე სახელმწიფოს უხდიდნენ. 1829 წელს ქაიხოსრო ოსმალეთში გარდაიცვალა, მისი ცოლ-შვილი მეფის რუსეთის მთა...

ხატები გურიიდან / orthodox icons from Guria

გურიაში, რომელიც არ გამოირჩეოდა ეკლესიათა არქიტექტურით და სიძველით, ინახებოდა მრავალი უნიკალური და ძვირფასი ხატი. გურიის ხატები ფირზე აღბეჭეს რუსმა ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა ნიკოდიმ კონდაკოვმა 1890 წელს, ასევე დიმიტრი ერმაკოვმა. ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, კონდაკოვის ფოტო ფერისცვალება, მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატი, შემოქმედი, ერმაკოვის ფოტო ხატის ჩარჩო, შემოქმედი ხატი შემოქმედიდან ღვთისმშობელი, შემოქმედი ღვთისმშობელი, შემოქმედი, ხატზე არსებულ წარწერებში იხსენიებოდნენ მამია II გურიელი და მისი მეუღლე თინათინი, ასევე ვახტანგ I გურიელი, მისი მეუღლე თამარ ათაბაგი და ძე ქაიხოსრო I გურიელი. წმინდა გიორგის ვერცხლის პერანგიანი ხატი, ლიხაური ღვთისმშობელი, ლიხაური, ხატზე არსებული წარწერა იხსენიებდა ქორონიკონს 1352 და კახაბერ I გურიელს, გურიის ერისთავს ლიხაურის ღვთისმშობლის ხატის ზურგი, ერმაკოვის ფოტო ღვთისმშობლის კიდევ ერთი ხატი ლიხაურიდან მაცხოვრის ხატი ლიხაურის ეკლესიიდან ტრიპტიხი, ჯუმათი ჯუმათის ტრიპტი...

დიუბუა დე მონპერეს გურია/ Guria by Dubois de Montpéreux

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე იყო შვეიცარიელი მოგზაური, რომელმაც საქართველოში და მათ შორის გურიაში 1831-34 წლებში იმოგზაურა.  ტექსტი აღებულია აქედან ლიხაური . რაინეგსისა და გიულდენშტედტის მიერ ხოტბაშესხმული ეს ქვეყანა რომ მენახა, რამდენიმე ექსკურსია ჩავატარე. თავდაპირველად გადავწყვიტე მენახა ლიხაური, რომელიც აჭარის მთების მიმართულებით 8 ვერსზე, სიღრმეში მდებარეობს. გადავედით ბჟუჟზე და ლამაზ და მდიდარ ხეობას ავუყევით. იგი ფეტვისა და სიმინდის ყანებით და ვაზებმიშვებული ხეებით იყო დაფარული. აქ მოედინებოდა უამრავი პატარა ღელე, რომლებიც აჭისწყალში ჩაედინებიან. ასეთი რელიეფის მქონე მხარეს, მისი სიგანიდან გამომდინარე, შეიძლება ეწოდოს დაბლობი. აქ წინათ მოწყობილი იყო კარანტინი, რომელიც დღეს, ახალი წესდების თანახმად, გაუქმებულია. ლიხაურის ხეობის სამხრეთით აღმართულია გურიის მთები, რომელთა ძირითადი თხემებიც თოვლით არის დაფარული. მათ მომრგვალებული ფორმა აქვთ და შეფენილნი არიან ტყეებით; მხოლოდ ერთი მწვერვალი, ლიხაურის სამხრეთ-დასავლეთით, გამოირჩევა თავისი პირამიდისებური ფორმით. ეს არის დიდი, პ...

ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუზეუმი შემოქმედში

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუზეუმი შემოქმედში გაიხსნა 1983 წელს და მოქმედებდა 1990 წლამდე. ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო რუსი თეატრალური რეჟისორი, მსახიობი და მწერალი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (Московский Художественный академический театр, МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა შემოქმედში 1858 წელს. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლისა და სახლ-მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. აქ არის მუზეუმის გახსნაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო. ყვავილებით ხელში ანგელინა სტეპანოვა, რუსი მსახიობი (1905-2000), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. სტეპანოვა ჭრის ლენტს. მის უკან ნემიროვიჩ-დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ მიხაილოვიჩ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1940-), კომპოზიტორი.  ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი, რომელიც იდგა მუზეუმის ეზოში. უკან ჩანს ის გორაკი, რომელზეც დგას შემოქმედის ეკლესია. ამ ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთხეში შემოქმედის ეკლესია ჩანს. ეს ფოტო მუზეუ...