Skip to main content

Posts

Showing posts from 2013

გურიის რესპუბლიკის დამცველები

ნასაკირალის ბრძოლაში  დამარცხების შემდეგ  ოზურგეთის გარნიზონმა უკანდახევისას მთლიანად გადაწვა სოფელი დვაბზუ. მეფისნაცვლმა ვორონცოვმა გურიაში გაგზავნა ალიხანოვის დამსჯელი რაზმი, რომელსაც დაავალა სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდე და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც სოფლები მოესპოთ, სახლები გადაეწვათ და მოსახლეობა დაეპატიმრებინათ. ალიხანოვმა სადგურ სამტრედიას შემდეგ წინ წასვლა ვერ შეძლო, რადგან გურულების აჯანყებას ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა გურიის გარეთაც. ინტელექტუალური ელიტა იმავეს ითხოვდა  ქართველ ინტელექტუალთა დეპუტაცია , დეპუტაციაში შედიოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი, გუბერნიის თავად-აზნაურთა  წინამძღოლის მოადგილე ჯამბაკურ-ორბელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. დეპუტაცია 29 ოქტომბერს შეხვდა კავკასიის ნამესტნიკის თანაშემწეებს, გენერალ მალამასა და სულთან კრიმ-გირეის. მოგვიანებით კი თავად ნამესტნიკ ვორონცოვ-დაშკოვს. ექვთიმე თაყაიშვილი იგონებს: 1905 წლის მანიფესტის გამოცხადების წინ, როგორც ცნობილია, გურიის საქმე დიდად გართულდა. მეფისნაცვალ

ბახვის მანიფესტი

1905 წლის დასაწყისში გურიაში ძალაუფლება რეალურად რევოლუციური კომიტეტის  ხელში იყო, რომელსაც შეეძლო საჭიროების შემთხვევაში 15 000 შეიარაღებული პირის, „წითელაზმელების“ გამოყვანა. კავკასიის მეფისნაცვალმა მიიღო გარკვეული ადმინისტრაციული ზომები ხელისუფლების ორგანოების კონტროლის აღსადგენად. ოზურგეთის მაზრა (ანუ გურია), რომელიც ქუთაისის გუბერნიის ნაწილი იყო, ჩამოაცილა გუბერნიას. კინტრიშის ოლქი (დღევანდელი ქობულეთის რაიონი), რომელიც ბათუმის ოკრუგის ნაწილი იყო, ჩამოაცილა ბათუმის ოკრუგს, გააერთიანა ეს ერთეულები და მათ ტერიტორიაზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. გურიაში გაიგზავნა 10 000 კაციანი სადამსჯელო რაზმი გენერალ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. სადასმჯელო რამზს ახლდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი. კრიმ-გრეი ცნობილი იყო ლიბერალური შეხედულებებით, ამიტომ  მთავარმართებლობამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე ის გლეხობასთან მოსალაპარაკებლად გაეშვათ. კრიმ-გირეის მისია იყო გლეხობის დაშოშმინება და იმის გაგება, თუ რას მოითხოვდნენ ისინი მთავრობისგან  1905

ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუზეუმი შემოქმედში

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუზეუმი შემოქმედში გაიხსნა 1983 წელს და მოქმედებდა 1990 წლამდე. ნემიროვიჩ-დანჩენკო იყო რუსი თეატრალური რეჟისორი, მსახიობი და მწერალი, მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის (Московский Художественный академический театр, МХАТ) ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაიბადა შემოქმედში 1858 წელს. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლისა და სახლ-მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდნენ დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ ნემიროვიჩ-დანჩენკო, სსრკ სახალხო არტისტი ანგელინა სტეპანოვა და რსფსრ სახალხო არტისტი ვლადიმერ ანდრეევი. მუზეუმმა ფუნქციონირება 90-იან წლებში შეწყვიტა. აქ არის მუზეუმის გახსნაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო. ყვავილებით ხელში ანგელინა სტეპანოვა, რუსი მსახიობი (1905-2000), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. სტეპანოვა ჭრის ლენტს. მის უკან ნემიროვიჩ-დანჩენკოს შვილიშვილი ვასილ მიხაილოვიჩ ნემიროვიჩ-დანჩენკო (1940-), კომპოზიტორი.  ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი, რომელიც იდგა მუზეუმის ეზოში. უკან ჩანს ის გორაკი, რომელზეც დგას შემოქმედის ეკლესია. ამ ფოტოზე მარჯვენა ზედა კუთ

მიხაკო წერეთელი გურიის რესპუბლიკის შესახებ

წერილიდან „პასუხი პროტესტანტებს“ ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“, სახ. თავ.-აზნაურობისა 1906 მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითოეულ სოფელს ჰქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდლის ბატონობა, - აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა - ყოველივე გაქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქნა. წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყვეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად. ვსთქვათ, რომ ქალაქებშიდაც იგივე მოახდინეს მუშებმა და ასე, ამგვარად მთელ ქვეყანას, ან მარტო ევროპას მოედო ამგვარი წესი ცხოვრებისა. თვთოეული თემი თავის წარმოების სახსართა მიხედვით თავისუფლად აწარმოებს და იმავე დროს შეკავშირებულია სხვა მწარმოებელ თემებთან წარმოებითი კავშირით. მათ შორის მუდმივი დამოკიდებულებაა, მუდმივი ცვლა ნაწარმოებისა, საწარმოო იარაღითა და აგრეთვე აზრთა; მათ შორის ძალ-დამტანებელი არა არის რა, არამედ ბუნებრივ, თავისუფალი და მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ათასნაირი ურთიერთობანი, - აიღეთ ამგვარად მოწყობილი საზოგადოება და ეს არის ის, რასაც ჩვენ კომუნიზმს ვუწოდებთ. გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მ

პატარა აბული

გავედით თბილისიდან, დილით. მიმართულება კუმისის ტბა > ასურეთი > წაკლკა > ფოკა. სჯობს წყნეთი > მანგლისი > წალკის გზიდან წასვლა, 20 კმ-ს მოიგებთ პირველი გაჩერება ფარავნის ტბა: შემდეგ იყო სოფელი ფოკა. ფოკაში თუ მოხვდებით და ფოკის დედათა მონასტრის მაღაზიაში არ შეივლით ბევრს დაკარგავთ. ამისთვის სულ არაა აუცილებელი რელიგიური მომლოცველი იყოთ, არც ჩვენ ვიყავით ასეთები. მაღაზიაში არის არაჩვეულებრივი ყველის ფართო არჩევანი, ბეგქონდარას არაყი (ბიჭები ამ არყით უფრო მოიხიბლნენ, ვიდრე ნაქები ყველით), ჯემები, ტრიუფელი და სუვენირები. წივა, თივა და სოფელი ფოკა შემდეგი სოფელია განძანი. აქ გავჩედრით, მანქანა პოლიციის ოფისთან დავტოვეთ და შევუდექით გზას მთა პატარა აბულისკენ. შეიძლება მანქანის სოფლის ბოლოში დატოვება და ამით ორი კილომეტრის მოგებაც. წყარო სოფლის ბოლოსაა სოფლიდან პატარა აბულის მთა პირდაპირ ჩანს. ძნემი მისაგნები არაა. ადგილობრივებისთვის კითხვაც შეიძლება, თუმცა ქართული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებმა იციან, რუსული თითქმის არავინ იცის. პატარა აბული

გურიის გლეხთა რევოლუციური კომიტეტი

მცირე ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1902-1903 წლებში გურიაში მარქსისტულად განწყობილი მოსახლეობის რევოლუციური მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა. გლეხთა პირველი კომიტეტი ჩამოყალიბდა 1903 წლის ივნისში. ჟანდარმთა როტმისტრ როჟანოვის პატაკის თანახმად კი 1901-02 წლებში ის ბათუმის კომიტეტის ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. როგორც ბათუმის, ასევე გურიის კომიტეტებს გურულები ხელმძღვანელობდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ნოე რამიშვილი. 1905 წელში კომიტეტი ხელმძღვანელობდა აჯანყებასა და  ნასაკირალის ბრძოლას , მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, გამოაცხადა „ გურიის რესპუბლიკა “ და 1906 წლის იანვრამდე მართავდა გურიას. ხალხი რევკომის წევრებს და მათ მიმდევრებს „ახალთაობელებს“ ეძახდა. ორგანიზაცია   კომიტეტში შედიოდნენ ბათუმიდან გადმოსახლებული მუშები: იასონ მეგრელიძე, გოგილო ცინცაძე, სევასტი მურმანიძე, შემდეგ კომიტეტს შეუერთდნენ ქუთაისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხული მოსწავლეები და მასწავლებლები. კომიტეტის შექმნაში მონაწილეობდა რევოლუციონერი ალექსანდრე წულუკიძე. 1903 წლის პირველ ნახევარში ბათუმშ

გურული ფირალები

ფფოტოები და ციტატები ირაკლი მახარაძის წიგნიდან „გურული ფირალები“ „არ არის არცერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობა არ გაევლოს“   გაზეთი „ივერია“ კვაჭაძე, ერთ-ერთი პირველი ფირალი ალმასხან ბედინეიშვილის ისტორია ალმასხან ბედინეიშვილი იყო წარმოშობით სურებიდან. მისი ბატონი იყო ზურაბ ერისთავი, გორაბერულის ერისთავების შტოდან. ერისთავი მიაკითხავდა ბედინეიშვილს, როგორც სხვა გლეხებს, წამოწვებოდა მარანში და ითხოვდა მასვით და მაჭამეთო და სამ დღეზე ნაკლებს არ გაჩერდებოდა. უძლებდა ალმასხანი, მაგრამ ერთხელაც ბატონმა ქალები მოინდომა, ამოასხა ალმასხანს, შეუვარდა ერისთავს გორაბერეჟუოულის სასახლეში და მოკლა ლოგინში. ბედინეიშვილმა 60 წელის გაატარა სურების ტყეში ფირალობაში. სიმღერა ფირალ მეხუზლაზე   სიმღერა სისონა დარჩიაზე ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) და სისონა დარჩია (მარჯვნივ)  სიმღერა სისონა დარჩიაზე „იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებ