Skip to main content

Posts

Showing posts from 2014

ერთი წელი ამბოხებულ გურიაში

1905 წელს გურიის დამსჯელ ექსპედიციაში იყო გერმანული წარმოშობის ედუარდ იუონი , რომლის წერილი „ერთი წელი ამბოხებულ გურიაში“ გადმობეჭდა 1907 წელს თბილისში არსებულმა გერმანულმა გაზეთმა „კაუკაზიშე პოსტმა“, რომელის რედაქტორი იყო არტურ ლაისტი. წერილი გერმანულიდან თარგმნა კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ. გამოქვეყნდა „24 საათში“. ვცხოვრობდით ჩვენთვის, მშვიდად პატარა საგარნიზონო ქალაქში თურქეთის საზღვართან, როცა ერთ მშვენიერ, თუ უბედურ დღეს ტელეგრაფით გვიბრძანეს: სასწრაფოდ დავძრულიყავით გურიაში დაწყებული მღელვარების ჩასახშობად. მეორე დღის ნაშუადღევს გავუდექით გზას და ხუთი დღის შემდეგ ჩვენი პოლკი უკვე გურიის საზღვარს მიადგა. 1905 წლის თებერვალი იდგა და კონტრასტი აქაურსა და იმ ამინდს შორის, უკან რომ ჩამოვიტოვეთ, ჯადოსნურად მოქმედებდა. თუმცა ჩვენი გარნიზონის ადგილსამყოფელი ბევრად უფრო სამხრეთით მდებარეობდა, იქ სასტიკი ზამთარი მძვინვარებდა (საგარნიზონო ქალაქი არარატის განშტოებაზეა განლაგებული ზღვის დონიდან ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე), ხოლო აქ, ნატანების მშვენიერ ველზე, გაზაფხულს მთელი თავისი მომ

კასტელის ჩანახატები გურიაზე / Paintings of Guria by Cristoforo De Castelli

დონ კრისტოფორო დე კასტელი, იტალიელი მისიონერი გენუადან. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს. 1634 წელს ჩამოვიდა გურიაში შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით. 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა გურიიდან. გურიის სოფელი პოსკავეთი / village in Guria მთავარ გურიელის წინაშე ასამართლებენ კასტელს / De Castelli trial in front of Gurieli მამია II გურიელი / Mamia II Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli მამია გურიელის ქალიშვილი ელენე / Elene, daughter of Mamia Gurieli სიმონ II გურიელი  / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli სიმონ II გურიელი / Simon II Gurieli მხატვარი ქალი როდია მიქელაძე / Rodia Mikeladze პოეტი ქალი ვიომინჯა ბერიძე / Viominga Beridze მალაქია გურიელი, გურიის მთავარი და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი / Malakia Gurieli, Patriarch of western Georgia ჩონგურზე დამკვრელი გურიის სოფელ ზჯეტში / chonguri player in guria გურიი

გურულები - ალექსანდრე როინაშვილის ფოტოები / Gurians by Aleksandre Roinashvili

ალექსანდრე როინაშვილი (1849 – 1898)  იყო პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოების უმრავლესობა აღებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული არქივიდან. პრინცი გურიელი ოჯახი გურიიდან დაირით   გურული ბავშვი გ   პოეტი მამია გურიელი   იგივ   ეგნატე ნინოშვილი , მწერალი, პედაგოგი  თავადი კობალაძე   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი  გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   ნიკოკია თაყაიშვილი (ექვთიმეს ძმა), ოურგეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე   ღარიბი გურული  გურული ქალები ხელის წისქვილით   გურული ქალი საქსოით   გურული ქალი საქსოვით   გურული ქალი საქსოვით   გურული ქალი საქსოვით   გურული ქალი საქსოვით   გურული მილიციონერი   გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი  გურული მამაკაცი   გურული მამაკაცი   გურული თავადის ქალი