Skip to main content

Posts

Showing posts with the label ნაკაშიძე

გურიის გამოქვაბულები

გურია გამოქვაბულებით ცნობილი მხარე არაა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ არა გამოქვაბულების რაოდენობა, არამედ ისაა, რომ მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამ პოსტში მოყვანილია მცირე ინფორმაცია გურიის სოფლებში არსებული ბუნებრივი და ხელოვნური გამოქვაბულების შესახებ უდაბნოს მონასტერი, ამაღლება      სხვებთან შედარებით მეტად ცნობილია უდაბნოს მონასტერი . გურიის სერის სამხრეთ კალთაზე, ხშირია პატარა ბუნებრივი გამოქვაბულები. ერთ-ერთ ასეთ გამოქვაბულშია ამოკვეთილი ტაძარი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. უდაბნოს მონასტერი       ამაღლების მთაზე მდებარე სხვა მცირე გამოქვაბულებს მოსახლეობა ქვის გამოსატანად იყენებდა კეცისა და კერიის ქვის დასამზადებლად. ამჟამად ამ საქმიანობას მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი მისდევს. კეცის გამოსატანი ქვაბული  ნაკაშიძის გამოქვაბული, ზედუბანი      თავად ნაკაშიძეებს , რომლებიც გურიის დასავლეთ ნაწილს, ზღვის სანაპიროს ფლობდნენ, რეზიდენცია სოფელ ზედუბანში ჰქონდათ. სოფელში შემორჩენილია ერთ-ერთი ნაკაშიძის მიერ მოწყობილი...

გურიის ფეოდალები

გურიის თავადები ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ფლობს გურიას გურიელი და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქვეშენი არიან ესენი: თავდგირიძე და ამილახორი, ჩავიდნენ სამცხიდან, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე დასხუანი, აგრეთვე აზნაურნიცა XIX საუკუნეში, დიმიტრი ბაქრაძის თანახმად, გურიაში თავადების შემდეგი გვარები იყო: გურიელი გურიელები გვარად სინამდვილეში ვარდანისძეები იყვნენ, ხოლო გურიელობა კი იყო მათი ტიტული, როგორც გურიის მფლობელებისა. ისინი თავიდან გურიის ერისთავები, XVI საუკუნიდან კი დამოუკიდებელი მთავრები  იყვნენ. გურიელად იწოდებოდა ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების საზაფხულო რეზიდენცია იყო უჩხუბი, ზამთრისა კი - ოზურგეთი , მამია V გურიელმა რეზიდენცია მთლიანად ოზურგეთში გადაიტანა. საგვარეულო საძვალე - შემოქმედის ეკლესია , საბატონიშვილო - ლესა .  გურიელების გერბი ნაკაშიძე გურიელების შემდეგ გურიის ყველაძე ძლიერი და მდიდარი გვარი იყო. ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის...

„გურიაში“, ნინო ნაკაშიძე, 1952

ნაწყვეტები ნინო ნაკაშიძის მოგონებებიდან „გურიაში“, რომელიც ხელნაწერის სახით  დაცულია ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში *** მოთმინება არ მყოფნიდა, არ მენახა ჩემი სათაყვანებელი ქალაქი, ყველაზე უწინ გავემართე ქალაქის ბაღის სანახავად. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბაღთან იყო დაკავშირებული. მიყვარდა ლამაზი, ფართოფოთლებიანი, დიდრონი ჭადრები, მაღალი წიფლები, ასკილის ბუჩქები, თუთის ხეები, რცხილებიცა, აქ იყო მსუბუქი შენობა როტონდა, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარულები წარმოდგენებს მართავდნენ. ციხე ისევ იდგა და გადაჰყურებდა ქალაქს.  მისი გვერდები აღარ იყო სუროთი შეფენილი. ციხეში ცხოვრობდნენ წითელარმიელები. ბაღის ქვემოთ აღარ იდგა ის ორი ეკლესია ქართული და რუსული. იმათ ადგილას ხარობდა ციტრუსოვანი ლამაზი ბაღი მანდარინისა და მაგნოლიის ხეებით დამშვენებული. შიგა და შიგ ბაღში ჩადგმული იყო ხის ზურგიანი სკამები მოსეირნეთა დასასვენებლად. აღარ იყო ის ფარდულიც, სადაც ერთ დროს აბრეშუმის ჭია ჰყავდათ დასმული. ვის ჰყავდა არ ვიცი, მაგრამ მიხაკო ახალაძე რომ უვლიდა და ჩვენ, სკოლის ბავშვები, ვეხმარებოდით თუ...