Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2020

კოლექტივიზაცია ოზურგეთის მაზრაში

ფილიპე მახარაძის წერილი, გაზეთი „კომუნისტი“ N65, 1930 წელი წიგნიდან ნიკიტა თალაკვაძე „მოქალაქე მღვდლის დღიური“ ოზურგეთის მაზრის 18 თემში ტარდება მთლიანი კოლექტივიზაცია. ეს თემები შემდეგია: ნიგოითი, ლანჩხუთი, შუხუთი, ჩიბათი, ლესაჭინათი, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი, ნინოშვილი, ჯუმათი, ჩოჩხათი, სუფსა, ნატანები, გურიანთა, სილაური, ძიმითი, მამათი, აცანა და ნაგომარი... მთლიანი კოლექტივიზაცია ამას გარდა ტარდება ბუკისციხეში და ზემო ფარცხმაში. ვინახულე შემდეგი თემები არა მთლიანი კოლექტივიზაციისა: ჩოხატაური, ხიდისთავი, ბახვი, ასკანა, დვაბზუ, შემოქმედი და ლიხაური... ზოგი ამათგანიც (ლიხაური, შემოქმედი, დვაბზუ) თითქმის მზად არიან მთლიან კოლექტივიზაციაზე გადასასვლელად...ალბად ბევრს ასეთი ჩემი შთაბეჭდილება ეჩვენება გადამეტებულად და შეფერადებულად, მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე, სანამ ასეთ დასკვნას გამოვიტანდი, მაგრამ ბოლოს მაინც ამ დასკვნაზე გავჩერდი. იყო თუ არა ძალდატანება, ან ქონდა თუ არა ადგილი გაუგებრობას და შეცდომებს მთლიან კოლექტივიზაციაზე გადასვლის დროს ოზურგეთის მაზრაში -უთუოდ შემეკითხებიან მკითხველები. აშ