Skip to main content

Posts

Showing posts with the label დემოკრატია

ნოე ჟორდანია - დემოკრატიის ძირითადი პრინციპები

წიგნიდან „დემოკრატია“, პარიზი, 1933 ხალხი სოციოლოგიური ცნებაა, დემოკრატია - პოლიტიკური. ხალხის გადაქცევა თვითმართველ საზოგადოებად ანუ დემოკრატიათ შესაძლებელია მხოლოდ ამ სოციოლოგიური ერთეულის ბაზაზე, მის მიუცილებელ, ბუნებრივათ ბოძებულ, გარდაუვალ სოციალურ თვისებებზე. ამ ერთეულის ცენტრალური ფიგურაა ადამიანი, მისი ინტერესები, მისი მოთხოვნილებები, მისი საარსებო საშუალებები, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. მაშასადამე, ცხოვრების მტელი დაწყობილება, საზოგადოების მტელი ურთიერთობა უნდა ემსახურებოდეს აი ამ ადამიანს და მის მოთხოვნილებათ. მსაჯული ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ ის, მხოლოდ მას შეუძლია გაზომოს ამ დაწესებულებათა სიავკარგე, მათი მიზანშეწონილობა და დანიშნულება. რაკი ადამიანია საზომი ყველა სოციალური მოვლენის, ნივთის და იდეის, ცხადია, ამით აღიარებულია ისიც, რომ ის არის ტავისთავის პატრონი და ბატონი, თავის მოქმეების მომფიქრებელი, ხელმძღვანელი და გამტარებელი, თავისი კერძო თუ საერთო საქმეების ამწყობი და გამძღოლი. ეს მის არსებასთან შეკავშირებული, განუყრელი თვისებაა, ეს ასე ვთქ...

გურიის მუნიციპალიტეტები

როგორი უნდა იყოს ჩემი აზრით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები გურიაში.   ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 1 ქალაქი, 3 თემი: ლიხაური, გურიანთა 9 სოფელი მოსახლეობა 20607 შიდა გზები: 100% საბავშვო ბაღები: 13 მუზეუმები: 5 კულტ. მემკვიდრეობის ძეგლები: 5 ნატანების მუნიციპალიტეტი ცენტრი: ქვემო ნატანები 6 თემი ნატანები, ურეკი, შრომა, თხინვალი,  მერია,  კონჭკათი, 1 ქალაქი, 14 სოფელი, 1 კურორტი მოსახლეობა  14731 მუნიციპალიტეტის ცენტრის დაშორება მცირდება საშუალოდ 13,7 კმ-ით.  შიდა გზები:11/14 საბავშვო ბაღები: 10 მუზეუმები:  კულტ. მემკვიდრეობის ძეგლები: 3 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ცენტრი ჩოხატაური 1 დაბა, 37 სოფელი  13 თემი: ჩოხატაური, ბუკისციხე, დაბლაციხე, სურები, ფარცხმა, ერკეთი,  კოხნარი, ხეთი,  გოგოლესუბანი, ამაღლება,  გუთური, სამება, გორაბერეჟოული მოსახლეობა  12873 შიდა გზები:26/37 საბავშვო ბაღები: მუზეუმები: 2 კულტ. მემკვიდრეობის ძეგლები: 9   სუფსის მუნიციპალიტეტი ცენტრი სუფსა 3 თემი:  ჩოჩხათი, სუფსა, ღრმაღელე 17 სოფელი; ...