საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ საბიუჯეტო დაფინანსება 2009-2015 წლებში: 2009 - 145.9 ათასი ლარი 2010 - 161.3 ათასი ლარი 2011 - 238.7 ათასი ლარი 2012 - 292,8 ათასი ლარი 2013 - 295 ათასი ლარი 2014 - 310 ათასი ლარი 2015 - 366,9 ათასი ლარი სულ - 1 მლნ 810 ათასი ლარი 2016 - 427,5 ათასი ლარი (პროექტი) უნდა აღინიშნოს, რომ „მერცხალი“ ორი იურიდიული პირის სახით არსებობდა: საფეხბურთო კლუბი და ცენტრალური სტადიონი. ზემოთმოყვანილ მონაცემებში ორივე იურიდიული პირის დაფინანსება დაჯამებულადაა მოცემული. ორიოდე მონაცემი იმის შესახებ, რას წარმოადგენს „მერცხალი“. ესაა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უსუსტესი საფეხბურთო ჩემპიონატის (უეფას ოფიციალური კოეფიციენტთა სისტემით 36-ე ადგილი 54 ქვეყანაში) მეორეხარისხოვანი ლიგის (პირველი ლიგა, სადაც „მერცხალი“ თამაშობს, არის მეორე დონის ლიგა საქართველოში. მასზე მაღლა დგას უმაღლესი ლიგა) მაჩანჩალა გუნდი, რომელიც ყოველწლიურად იბრძვის ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. სეზონი მაქსიმალური რაუნდი თასზე ადგილი...