Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2015

გურულების შესახებ

იაკობ გოგებაშვილი: გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ. თედო ჟორდანია გურიის კუთხე დამივლია ამ ოციოდ წლის წინედ, როდესაც უცხოელების კულტურას ამ ხალხზე შესამჩნევი გამრყვნელი გავლენა არ მოეხდინა. უსწავლელ-უწიგნო გლეხ-კაცებმა გამაკვირვეს მათის დიდებულ სიტყვა-პასუხით, ,,ჯენტლმენობით” – ზრდილობით, ძველებურ ქართულ განათლებით (ბევრმა იცოდა გალობა საუცხოოდ და უფრო მეტმა ძველი სიმღერები – წარმტაცები), ჩვეულებათა სათნიანობით, კულტურით, რომლის ვრცლად აღწერა ითხოვს ახალს გმირებს. მათი ჩონგური ...და ფერხულის დაბმა ხომ გაიტაცებს იმასაც, რომლის სული მიძინებულია და მომკვდარინებული მუდმივ დუხჭირ ქვეყნიურს ზრუნვაში და ვისაც გმირული სული უღვივის გულში, იმას ხომ ცად აიტაცებს. ამ ხალხში ქურდები სულ არ იყო მაშინ – ძველი გურული, როგორც ქართლელ-კახელიც ამას არ იკადრებდა. გურულების

XIX საუკუნის პრესა გურიის შესახებ

გაზეთებში, „ივერია“, „დროება“  და სხვ. გამოქვეყნებული კორესპონდენციები, რომლებიც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის გასაბჭოებამდე გურიაში (ოზურგეთის მაზრა) არსებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სოფლის მეურნეობის გავრცელებულ დარგებზე და სხვ. „დროება“,N114, 2 ივნისი, 1879 წ. სოფ. ბასილეთი (გურიაში), 23 მაისს.  წელს ჩვენში სწორედ ძლიერ კარგი გაზაფხულია: წვიმები ზომიერი, ჰავა გრილი და სასიამოვნო. ავათმყოფობა (ციებ-ცხელება), რომელიც ჩვენში ხშირი სტუმარია, ჯერ იშვიათათა არის, თუმცა ყვავილი კი აპირებდა ჩამობუდებას, მაგრამ ბევრჯელ იმისგან შეშინებული ჩვენებური ხალხი დიდის ვაი-ვაგლახის და თხოვნის შემდეგ, ეღირსა ამცრელებს, რომლებიც, რიგიანად რომ აესრულებიათ თავიანთი მოვალეობა, აქამდისინ ძლიერ შეასუსტებდნენ ჩვენში ყვავილს. მოსავალი დიდს იმედს აძლევს გურულებს. ჩვენებური მაღლარის და ახლად შემოღებულს ჩვენში „ოდესის“ ვენახებს ისე ასხია, რომ ნახევარიც რომ გადარჩებოდეს „ნაცრისაგან“, ხალხი კმაყოფილი იქნება. სიმინდის და ღომის თესვაზედ გახურებული მუშაობაა. მაგრამ ძლიერ გულ-გრილად უყურებენ თამბაქოს, რ