Skip to main content

Posts

Showing posts with the label ასკანა

ასკანის გლეხების მოთხოვნები

 გურიის ამბები ასკანა თებ. 25     25 თებერვალს სულთან კრიმ-გირეი გაემგზავრა ბასილეთის საზოგადოების სოფ. ასკანას. ასკანა - ლამაზი სოფელია, აჭარის სერის ძირში მიფანტ-მოფანტული სულ 360 კომლამდე გლეხი სცხოვრობს იქ, მიწა წყლით მეტად შევიწროებული. მიწა მეტად მოუსავლიანია და ვიწროობის მიუხედავად, მცირე...პირველ-ხარისხის ადგილი ფასობს ქცევა 100 მ., საშუალო 50 მ. და უვარგისი 15-20 მან., იმდენად მოუსავლიანია აქაური ადგილები - უმეტესად ეწერები და მწირე მიწა. სიმინდის მოსავალი ორ თვესაც არა გვყოფნის, პრთაშუა რიცხვით მოსახლე გლეხებზე 2-3 ქცევა ადგილი მოდის, - შემომჩივლეს გლეხებმა, - წელზე ფეხს ვიდგამთ და სულს ძლივს ვითქვამთო. აქაური მცხოვრებლები, მამა-კაცები, მრავლად არიან გასული გარედ, სარჩოს საშოვარად ქარხნებსა და შავი ზღვის ნავთსადგურებში გემების დამტვირთვე ლებად. ხელობის მცოდნე ხალხი მეტად მცირეა ასკანაში. სიმინდიდა ვენახი ერთად ერთი ცხოვრების წყაროა მათი. როცა არაყზე ნაკლები ბაჟი იყო, ცოტას არაყი შველოდათ. ბაჟის მომატების შემდეგ კი სრულებით აიღეს გლეხებმა ხელი მეურნეობის ამ ...

ნიკიტა თალაკვაძე, მოქალაქე მღვდლის დღიურიდან

ორი ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. გურიაში ხდება ეკლესიის საბოლოო ლიკვიდაცია, 1929 ამ თაობაზე მეტად საგულისხმო და მნიშვნელოვანი ამბები ჩამომივიდა ჩემი სოფლიდან „მთის-პირიდან“ ( ასკანის თემი ): მთის პირის სამრევლო ტაძარი ეს ერთი კვირაა სოფლის ხელისუფლებას დაუბეჭდია. ზარი ჩამოუხსნიათ სამრეკლოდან და გაუტანია „ციხის უბანში“, ტყეში და იქ „კვიჩილაურის“ ჩაის კოლექტივში ჩამოუკიდნიათ. ამ „კვიჩილაურზე“ (ადგილის სახელია) ჩაის პლანტაცია გაუშენებია 40 კაცისაგან შემდგარ კოლექტივს. ამათ უკვე დამუშავებული აქვს ოცდაათი ჰექტარი მიწა ჩაისათვის და სწარმოებს კიდევ დაუცხრომელი მუშაობა ამ საქმის უფრო გასაფართოებლად! იმ ეკლესიის ზარს სამჯერ ჩამორეკავენ თურმე და ამით მოუწოდებენ „კომუნარებს“ მუშაობაზე! თუ მესამე ზარის ჩამორეკაზე მუშა არ გამოცხადდა სამუშაოზე, მას უკვე დააჯარიმებენ! ამ კოლექტივში უმეტეს წილად შედიან ორი გვარის კაცები - თალაქვაძე-სიამაიშვილები. ის ზარი, რომელსაც საუცხოო რაკრაკი გაჰქონდა მთის-პირის წმინდა გიორ...

ანტონ გოგიაშვილის გურია / Paintings of Guria by Anton Gogiashvili

ანტონ გოგიაშვილი იყო ქართველი მხატვარი. დაიბადა გურიაში, სოფელ ჩოლობარგში. სახლი ოზურგეთში, რომელშიც გოგიაშვილი ცხოვრობდა, ახლაც შემორჩენილია 9 აპრილის ქუჩაზე, დიმიტრი გურიელის სასახლის გვერდით. აქ წარმოდგენილია გოგიაშვილის რამდენიმე ნამუშევარი.  ბახმარო / Bakhmaro, 1902 ვაკიჯვარი, 1903 / Village Vakijvari ტყეში შეფარებული გურულები, 1906 / The Gurians, hiding in the forest საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სახლი ოზურგეთში, სადაც ანტონ გოგიაშვილი ცხოვრობდა ასევე იხილეთ: ლადო მალაზონიას გურია

აბდულ-აღას ლაშქრობა გურიაში

მესხეთის მფლობელს, აბდულ-აღას შეუყრია თავის მხედრობა, გადმოუტარებია აჭარის მთებზედ და შემოპარულა ს. ასკანაში , რომელიც მდებარეობს აკეთსა და აჭარის მთებს შუა. აქ ვერავინ უნახავს და ამიტომ გამოუშურებია ს. აკეთისკენ. ამ დროს აქ თავდგირიძეთაგანი არავინ არ ყოფილა შინ, სოფლელებს კი, უეცარის შემოსევისაგან თავზარ დაცემულებს, აუღიათ თავიანთი ბარგი-ბარხანა და აქვე მდებარე ტყეში შესულან, რათა თავისი ცოლშვილი და ბარგი გაეხიზნათ და მერმე უშიშრად შებმოდნენ თათრებს. უკანასკნელნი მოსდებიან სოფელს და მთლად აუოხრებიათ; ვინც უნახავთ, ზოგნი მოუკლავთ და ზოგნი ტყვედ წაუყვანიათ. მერმე შესულან ზემოხსენებულს მაცხოვრის ეკლესიაში, მაგრამ საეკლესიო ნივთეულობა არა დახვედრიათ-რა, მხოლოდ აუტეხნიათ შიგ თოფის სროლა და მთლად შეურყევიათ კედლები და გუმბათი. ამ დროს მოვარდნილა საიდგანღაც სარდალი მამუკა (?) თავდგირიძე, მოუგროვებია გაფანტული სოფლელები, მოუწოდებია სხვა ახლო სოფლელებისთვისაც და შეჰბმია თათრებს. ბრძოლის დროს თათრები დამარცხებულან და უკადრებიათ უკან გაქცევა, მაგრამ სოფლელები გამოსდგომიან უკან, დასწევიან...

წიგნის კითხვამ გადარია გურულები

ქალაქი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს,  მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენენ ლიტერატურისადმი,  აქვთ თავიანთი სტამბა  და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ მარჯორი უორდროპი , 1895 „გურიაში ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სახელმწიფო საფოსტო განყოფილებიდან ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან“  ლუიჯი ვილარი, ცეცხლი და მახვილი კავკასიაში, 1906 გურიაში წიგნსაცავები, ბიბლიოთეკები და სამკითხველოები XIX საუკუნეში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იყო. სწავლას გურული გლეხები ძალიან ეტანებოდნენ. მიუხედავად გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების და სამკითხველოების გახსნისთვის. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო არამხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიც და ალბათ ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს გურულების პოლიტიკური განათლების მაღალი დონე. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში სამკითხველოები თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა. პირველ...

მევენახეობა-მეღვინეობა გურიაში

გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა.  გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი - მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია გურიაში შემორჩენილი ქვევრები, ასევე ქვის საწნახელები და მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები.  ვაზის ხისგან არის დამზადებულ ერკეთის მონასტრის აღსავლის კარები.  სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულში“ აღმოჩენილია ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი . ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლოდბნენ. ქვასაწნახელი გონებისკარში ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი აგუნა, აგუნა გამეიარეო ბახვი, ასკანა მადმეიარეო ჩვენს მამულში ყურძენიო მტრის მამულში ფურცელიო საკრ...

მწვანე ოქროს ქვეყანა

პირველი ნაბიჯები გურიაში ჩაის პირველი ჩაის ბუჩქი 1809 წელს  მამია V გურიელის (გურიის მთავარი 1809-1826 წწ) ბაღში გაჩნდა (მამია გურიელის ბაღი ქალაქ ოზურგეთის ამჟამინდელი ცენტრალური ბაღების: ჭადრების ბაღსა და სამკუთხას ერთიანობას წარმოადგენდა). გურიელის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა.  15 წლის განმავლობაში გურიელმა ჩაის,  ფორთოხლის ა და  ლიმნის  გაშენებით შესანიშნავი ბაღი მოაწყო. 1822 წლიდან გურიელის ბაღის გაშენებას შოტლანდიელი აგრონომი და მებაღე, იაკობ მარი ხელმძღვანელობდა. გურიელის სიკვდილისა და სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1840-იანი წლებიდან მარი კვლავ პატრონობდა ბაღს, ამჯერად მთავამმართებელ ვორონცოვის დავალებით. მან ჩაის 200-მდე ბუჩქი გააშენა ოზურგეთის ბაღში. მიხეილ ერისთავის ჩაი მამიას სიკვდილის შემდეგ მისი ბაღი მოიშალა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1854-56 წწ.) დროს ქალაქის ცენტრში, ყოფილ მამიასეულ ბაღში სამხედროები დასახლდნენ, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს ბაღი. მარის რჩევით ჩაის 25 გადა...