როგორი უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი? ამის გარკვევას საკმაო ხანია ამაოდ ცდილობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. კიდევ უფრო დიდი ხანია იმავეს ცდილობენ ლანჩხუთში. მცირე ისტორია ქალაქ ოზურგეთის პირველი გერბი რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს მიერთების შემდეგ შეიქმნა. 1840 წელს ოზურგეთს ქალაქის სტატუსი მიენიჭა, 1843 წლის 21 მაისს კი ოზურგეთის პირველი გერბი დამტკიცდა. ოზურგეთის გერბი წარმოადგენდა ფრანგულ ფარს, რომელიც ჰორიზონტალური ხაზით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ზედა ნაწილი იმეორებდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის გერბს. ქვედა ნაწილი სიმბოლურად ასახავდა კონკრეტულად ოზურგეთს: მთა, გუთანი, და ვაზის აკიდო. ოზურგეთის გერბმა ამ სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში არსებობამდე იარსება. ოზურგეთის საქალაქო და სამაზრო გერბი 1843-1917 აი ჩოხატაურში კი მარტივად გადაჭრეს ეს პრობლემა. გამოაცხადებს კონკურსი. გამარჯვებულად კონკურსის ერთადერთი მონაწილე გამოაცხადეს და ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს საკუთარი დროშა და გერბი აქვს. ესაა ჩოხა...