Skip to main content

Posts

Showing posts with the label ნატანები

ანტონ გოგიაშვილის გურია / Paintings of Guria by Anton Gogiashvili

ანტონ გოგიაშვილი იყო ქართველი მხატვარი. დაიბადა გურიაში, სოფელ ჩოლობარგში. სახლი ოზურგეთში, რომელშიც გოგიაშვილი ცხოვრობდა, ახლაც შემორჩენილია 9 აპრილის ქუჩაზე, დიმიტრი გურიელის სასახლის გვერდით. აქ წარმოდგენილია გოგიაშვილის რამდენიმე ნამუშევარი.  ბახმარო / Bakhmaro, 1902 ვაკიჯვარი, 1903 / Village Vakijvari ტყეში შეფარებული გურულები, 1906 / The Gurians, hiding in the forest საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სახლი ოზურგეთში, სადაც ანტონ გოგიაშვილი ცხოვრობდა ასევე იხილეთ: ლადო მალაზონიას გურია

რკინიგზა ოზურგეთში

ნატანები - ოზურგეთის რკინიგზა 1883 წელს გურიის ტერიტორიაზე გაიარა თბილისი-ბათუმის რკინიგზამ. გურიაში გაკეთდა სადგურები: საჯავახო, ნიგოითი, ლანჩხუთი, ჯუმათის, სუფსა, ნატანები (ურატაძე, 1968) .  1890-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობამდე პროექტის თავდაპირველი ვარიანტით რკინიგზა ოზურგეთთან ახლოს, 4-5 კმ.-ზე გაივლიდა, მაგრამ საბოლოოდ 20 კმ-ით შორს გაიარა. ოზურგეთში რკინიგზის შეყვანისთვის შრომობდა ოზურგეთის საქალაქო თვითმმართველობა, რომელიც 1896 წელს შემოიღეს და რომელმაც შესაბამისი პროექტი იმპერატორს წარუდგინა. ამ დროს ქალაქის თავი იყო ვინმე თავდგირიძე. პროექტით ოზურგეთი რკინიგზით ნატანებს დაუკავშირდებოდა. რკინიგზა ქალაქიდან 4-5 კმ დაშორებით გაივლიდა. ნატანებიდან რკინიგზა უნდა გაგრძელებულიყო შეკვეთილამდე და ზღვამდე. გაფართოებუიყო შეკვეთილის პორტი და რკინიგზა დაკავშირებოდა მას. პროექტი...

ამხანაგობები გურიაში

დღეს, როცა ადგილობრივი ინიციატივა ნებისმიერი ტიპის საქმეში იშვიათობას წარმოადგენს და როცა რამდენიმე ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება და ორგანიზება როგორც სამოქალაქო, ისე კომერციული მიზნებით იშვითად და ისიც მხოლოდ გარე ფაქტორების მიერ წახალისების (სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციები) შემთხვევაში ხდება, საინტერესო იქნება იმ მაგალითების გახსენება, რომლებიც თედო სახოკიას აქვს აღწერილი თავის „მოგზაურობებში“. ესაა ოთხი მაგალითი ამხანაგობისა, ანუ კომერციული მიზნით შექმნილი გაერთიანებებისა, რომლებიც დღეს ბიზნეს-ასოციაციებს ან კოოპერატივებთან შეიძლება მივამსგავსოთ მეეტლეთა ამხანაგობა 1880-იანი წლებიდან საჭირ-ბოროტო საქმე გახდა ნატანებიდან ოზურგეთამდე მგზავრობის მოწესრიგება. მოგეხსენებათ, ოზურგეთში რკინიგზა მხოლოდ 1924 წელს შევიდა. მანამდე კი ქალაქის უახლოესი რკინიგზის სადგური ნატანები იყო. იქიდან ან იქამდე მგზავრს ეტლით ან დილიჟანსით უნდა ემგზავრა. მეეტლეთა თავგასულობას ზღვარი არ ჰქონდა, უნდოდა წაიყვანდა მგზავრს, უნდოდა -არა, უნდოდა, თუმანს გადაახდევინებდა. დამშლელი არ ჰყავდა. ეს განსა...

საქართველოს მაგნეტიტი

ბ. მესხი საქართველოს მაგნეტიტის სამმართველოს დირექტორი   „ლენინის დროშა“, 13 ივლისი, 1946 მაგნეტიტის საბადოების შესწავლა დაწყებული იყო ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე, მაგრამ მას სათანადო შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განახლებულ იქნა გეოლოგიურ საძიებო სამუშაოები. 1941 წელს ნატანების უბნიდან გრიგორეთის უბნამდე გამორკვეულ იქნა ზღვის სანაპირო ზღვიდან 600 მეტრის მანძილზე, როგორც მაგნიტიტის საბადო. 1944-1945 წელი თითქმის საცდელ მუშაობას მოუნდა, ხოლო მიმდინარე წელში კი შედარებით მცირე მექანიზაციით - „გამამდიდრებელი“ ღარებით დავიწყეთ საექსპლოატაციო მუშაობა. ახალი სტალინური ხუთწლიანი გეგმის განხორციელებით კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მომცემი გახდება საქართველოს მაგნეტიტი. ხუთწლედის მეორე წელს დავიწყებთ მუშათა ბინათმშენებლობას ათასი კაცისათვის. სადგურ ურეკში აგებულ იქნება ერთი ფართო ლიანდაგიანი შესახვევი, სადგურიდან ზღვის სანაპიროზე გავიყვანთ 12 კილომეტრის სიგრძის ვიწროლიანდაგიან რკინიგზას. და...

ნატანები, ძველი ფოტოები / Natanebi, old photos

ნატანები, ფოტოები გაზეთ „ლენინის დროშიდან“   კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, 1956 წ / Colkhoz Building მეგობრობის ობელისკი მეგობრობის ბაღში / Memorial of Friendship ლენინის ძეგლი რკინიგზის სადგურის წინ / Statue of Lenin in front of railway station კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა, 1958 წ / Colkhoz Building სოფელ ნატანების ცენტრი / Village Center