Skip to main content

Posts

Showing posts with the label ხეები

გურია, კონსტანტინე გვარამაძე

კონსტანტინე გვარამაძის „გურია“ თანდართული გურული ლექსიკონით გამოქვენდა 1901 წელს ჟურნალ „მოგზაურში“ NN1, 2, 3, 5, 6-7, 8-9, 10. გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო, შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძლივს-ღა უჭერია. უწინ ამას საზღვრავდა: აღმ. ფერსათის მთა (აჭარა-გურიისა, გინა ლხინოს მთა), დას. შავი ზღვა, სამხ. მდ. ჭოროხი და ჩრდ. ოდიში (სამეგრელო). ეს ქვეყანა ამ საზღვრებიდგან შევიწროვდა და ახლა კი საზღვრავს: აღმ-დას. ფერსათის მთა და შავი ზღვა, სამხრეთით - პატარა მდინარე ჩოლოყი ( საზღვარი გურიისა 1877 წ-ს. ) და ჩრდ. მდ. რიონი. თქმა არის, უწინდელ გურიასთან შედარებით დღევანდელი გურია შემცირებულა კახაბერით - ქობულეთითურთ და ოდიშით - ფოთის მხრითურთ, მაშასადამე, დღევანდელს გურიას მხოლოდ ოზურგეთის მაზრა-ღა შეადგენს, რომელიც აღმ-დასავლეთით 50 ვერსს არ აღემატება სიფართით და ჩრდ.-სამხრეთით 35 ვერსს. მთელსს აწინდელ გურიაში მცხოვრებთა რიცხვი 80,000 სულს მეტს არ აღემატება. გურიაში მხოლოდ ერთი პატარა ქალაქია ოზურგეთი, რომელშიაც 4000 მცხოვრებია. ეს ქალაქი მეტად მშვენიერია და...

რას ნიშნავს ხეები ოზურგეთისთვის

„მარმარილოს სახლებს შორის, ფერდობზე მწკრივად ჩადიოდნენ,  თვალს რაღაც აკლდა - არცერთი ხე არ იდგა ქუჩებში“ ბოროტების ქალაქ კამორას აღწერიდან „სამოსელი პირველი“, გურამ დოჩანაშვილი   ადამიანები, რომლებიც პატივისცემით არ ეპყრობიან  ბუნებას, მდინარეებს, ტყეებს და ჭაობებს, ვერასდროს გახდებიან ჭეშმარიტი მმართველები ზოუს დინასტია 700-256 რა ფუნქციას ასრულებს ხეები ქალაქში? ხეები, განსაკუთრებით დიდი ხეები, უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და არა მხოლოდ სილამაზის თვალსაზრისით. მართალია ხეები ქალაქში დეკორატიულ ფუნქციას ასრულებენ და ნამდვილად, ხეები ალამაზებს ქალაქს, მაგრამ გარდა სილამაზისა ხეებს პრაქტიკული დანიშნულებაც აქვთ. ერთია ფოტოსინთეზი : ჟანგბადი, რომელსაც მცენარე გამოყოფს, აუცილებელია ჩვენი ორგანიზმებისთვის და ჰაერის ხარისხი ქალაქში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მწვანე ნარგავების რაოდენობაზე.  კანადის გარემოს დაცვის კვლევითი ცენტრის თანახმად, საშუალოდ ერთი ხე ას ოც კილოგრამ ჟანგბადს გამოყოფს. ორ ზრდასრულ ხეს ოთხკაციანი ოჯახისათვის საკმარი...

ხე-ტყით ვაჭრობა გურიაში

გურია ტყით მდიდარი მხარე იყო. ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა, რომ კოლხეთში გემებისა და ნავების მშენებლობისთვის დიდძალი მასალა იშოვება, რადგან აქ დიდი ტყეები იზრდება და ზღვამდე მდინარით ჩამოიტანებაო. გაუვალი და უღრანი შავი ტყით იყო დაფარული გურიის ზღვისპირეთი, სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის ხეობები, აჭარა-გურიის ქედის მთისწინეთი. გავრცელებული იყო ბზა, მუხა, წიფელა, თხმელა, თუთა, კაკლის ხე, კოპიტი, წყავი, ცაცხვი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ. მამია V გურიელმა, მიიღო რა რუსეთის იმპერიის მფარველობა და დადო ფიცი, მისცა პირობა საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე ტორმასოვს, რომ თუ გურიის ტყეებში აღმოჩნდებოდა ნავებისა და გემების ასაგებად გამოსადეგი ხე-ტყის მასალა, გურიელები მასალაში ფულს არ მოითხოვდნენ და ტრანსპორტირებასაც უფასოდ უზრუნველყოფდნენ. პირობის შესრულება გურიელებს არ დასჭირვებიათ, რადგან გურიის სამთავრო გაუქმდა და უშუალოდ შეუერთდა ოზურგეთის მაზრის სახით რუსეთის იმპერიას. თუმცა ხელისუფლებას დაასწრეს ადგილობრივმა ფეოდალებმა. 1833 წელს დიუბუა დე მონპერემ შეკვეთილში ნახა 10 თურქული ...