აქ წარმოდგენილია ოზურგეთის ის შენობები, რომლებიც რაიმე ნიშნით მნიშვნელოვანი იყო ქალაქისთვის და რომლებიც დღეს აღარ დგას. 1. მამია V გურიელის სასახლე და „დრუჟინა“ მამია V გურიელმა, გურიის უკანასკნელმა მთავარმა ოზურგეთში სასახლე 1812-14 წლებში აიშენა. 1829 წლისთვის სასახლე სანახევროდ დანგრეული იყო. რუსეთის იმპერიის მიერ გურიის სამთავროს დაპყრობის შემდეგ, სასახლის გალავნის შიგნით აშენდა რუსული ჯარის, ე.წ. დრუჟინის სამსართულიანი შენობა, სადაც ოზურგეთის მაზრის ხელისუფლება განთავსდა. დრუჟინის შენობა საბოლოოდ დაანგრიეს 1950-იან წლებში. გურიელების სასახლის გალავანი და დრუჟინა, ლადო მალაზონიას ნახატი 2. ოზურგეთის სასულიერო საწავლებელი (პირველი სკოლა) 1870-იან წლებში, როდესაც დეკანოზმა ქიქოძემ საკუთარ სახლში განთავსებულ ოზურგეთის სასულიერო საწავლებელს შენობის დაცლა მოსთხოვა, გრიგოლ გურიელმა სკოლას სერის უბანში მდებარე საკუთარი სახლი ნახევარ ფასად დაუთმო. შენობა 2008 წელს დაანგრიეს. 3. სტამბა სტამბა ოზურგეთში გაიხსნა 1891 წელს. ოზურგეთი იყო რიგით მეოთ...