გურიის სოფლის მეურნეობისთვის ტრადიციულად დამახასითებელი იყო მევენახეობა და მეღვინეობა. გურიაში დაფიქსირებულია ველური ვაზის საქართველოში ცნობილი შვიდი სახელწოდებიდან ერთი - მორცხულა. მევენახეობა მეაბრეშუმეობასთან და მეფუტკრეობასთან ერთად შედიოდა გურიაში ყველაზე მეტად გავრცელებულ სამ სასოფლო-სამეურნეო დარგს შორის. გურიაში ვაზის კულტურა რომ უძველესი დროიდან იყო გავრცელებული, ამის დამადასტურებელია გურიაში შემორჩენილი ქვევრები, ასევე ქვის საწნახელები და მეღვინეობასთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. ვაზის ხისგან არის დამზადებულ ერკეთის მონასტრის აღსავლის კარები. სოფელ გონებისკართან, „მესხისეულ მამულში“ აღმოჩენილია ქვაში ნაკვეთი, ექვსმეტრიანი საწნახელი . ადგილის სახელწოდებიდან სავარაუდოა, რომ ის იმ დროს უნდა მიეკუთვნებოდეს, როცა გურიის ტერიტორიაზე მესხები სახლოდბნენ. ქვასაწნახელი გონებისკარში ქრისტიანობამდე ხანიდან მოდის ღვინის ღმერთის, აგუნას კულტი აგუნა, აგუნა გამეიარეო ბახვი, ასკანა მადმეიარეო ჩვენს მამულში ყურძენიო მტრის მამულში ფურცელიო საკრ...